ფოტოები და ისტორიები სოფელ ძველი ხუდათიდან" />

ქალი მეფუტკრე: საშიში პროფესია აზერბაიჯანში, რომელიც მხოლოდ „მამაკაცურად“ აღარ მიიჩნევა

ფოტოები და ისტორიები სოფელ ძველი ხუდათიდან

ძველი ხუდათი – სოფელი აზერბაიჯანის ჩრდილოეთში.

ფარვანა – დაწყებითი კლასებისა და ლეზგინური ენის (აქ მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის ენა) მასწავლებელია. მეფუტკრეობა, დაახლოებით, ერთი წლის წინ დაიწყო. ეს მისთვის ახალი პროფესიაა, მიუხედავად იმისა, რომ მეფუტკრის ოჯახში გაიზარდა.

აზერბაიჯანში ეს პროფესია ქალისთვის უჩვეულოდ მიიჩნევა. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანული მედია უკანასკნელ წლებში სულ ახალ-ახალ ისტორიებს აქვეყნებს  მეფუტკრე ქალების შესახებ.


„შემოსავალი ჯერჯერობით არ მოაქვს. ფუტკრების ოჯახი „ახალია“ და ამიტომ ჯერჯერობით ფუტკრები თაფლს ვერ ამზადებენ“, – ამბობს ფარვანა.

„სკები რაც შეიძლება დიდი უნდა იყოს. აქ ხიდან მოხსნილი ფუტკრის ნაყარი მოჰყავთ, მაგრამ სკები საკმარისად დიდი და მოსახერხებელი უნდა იყოს. ფუტკრებს თუ არ მოეწონებათ, გაფრინდებიან.  

თაფლის გემო და ფერი დამოკიდებულია იმაზე, რით იკვებებიან ფუტკრები. მაგალითად, კაკლის ყვავილისგან თაფლი ყავისფერი გახდა. მაგრამ ბევრი მომხმარებლისთვის ეს ფერი უჩვეულოა და უფრო ღია ფერის თაფლი მიაქვთ, „კლასიკური“.

 

„კვამლი საჭიროა, რათა ფუტკრები არ იყვნენ აგრესიულები. მხოლოდ კოსტიუმი არ იძლევა უსაფრთხოების სრულ გარანტიას.

თუ გიკბინეს, ტკივილის შემსუბუქების ერთ-ერთი საშუალება – არაყია. ფუტკრის შხამი სისხლძარღვებს ავიწროებს, ალკოჰოლი კი აფართოებს“.

ფარვანას სამუშაოში ხანდახან ქმარი ეხმარება, მაგალითად, ფუტკრებს აჭმევს. მიუხედავად ფუტკრის შხამზე ალერგიისა. არც ისე დიდი ხნის წინ, ის საავადმყოფოში მოხვდა ძლიერი ალერგიული შეტევით.

ფარვანას თაფლის ხარისხის შემოწმების საკუთარი, უნიკალური მეთოდი აქვს. საქმე ისაა, რომ მას ნამდვილი თაფლი არ უყვარს და თუკი მისი სუნითაც კი ცუდად ხდება, ე.ი. თაფლი ნამდვილია.

საკუთარი ბიზნესი ფარვანამ ქალაქ გუსარში ცოტა ხნის წინ გახსნილი ქალთა რესურსცენტრის დახმარებით დაიწყო (UNDP-ისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტი).

თითქმის ყველა „გენდერული“ პროექტი აზერბაიჯანში, თავის თავში მოიცავს ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერას. საკუთარი საქმე და ღირსეული შემოსავალი ქალებს საშუალებას აძლევს, მამაკაცებზე ფინანსურად დამოკიდებულები აღარ იყვნენ, რაც პატრიარქალური საზოგადოებისთვისაა დამახასიათებელი.


ასევე წაიკითხეთ