ბერებს, სასულიერო პირებსა და ტურისტებს პრობლემას უქმნის საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის არადელიმიტირებული მონაკვეთი" />

დავით გარეჯში უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა გაიხსნა

ბერებს, სასულიერო პირებსა და ტურისტებს პრობლემას უქმნის საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის არადელიმიტირებული მონაკვეთი

აღმოსავლეთ საქართველოში ცნობილი უძველესი გამოქვაბულების კომპლექსი დავით-გარეჯი 26 აპრილს ისევ გაიხსნა – ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სამი დღის განმავლობაში, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა მისასვლელი გზა გადაკეტეს და არ ატარებდნენ არა მხოლოდ ტურისტებს, არამედ, ადგილობრივ ბერებსა და სასულიერო პირებს.

დავით-გარეჯი – ეს არის უნიკალური, კლდეში გამოკვეთილი პატარა ქალაქი, რომელიც 25 კილომეტრზეა გადაჭიმული. ის მოიცავს 21 მონასტერს და საერთო, ჯამში, დაახლოებით, 5 ათას სენაკს. მათგან ყველაზე ძველები ჩვენი წელთაღრიცხვით მე-6 საუკუნეს მიეკუთვნება. ზოგიერთი მონასტერი საკმაოდ პატარაა და ბევრ მათგანში შენარჩუნებულია მე-8-მე-14 საუკუნეების ფრესკები. კომპლექსის მთავარი მონასტერი – წმინდა დავითის ლავრაა.

 

ზუსტად დავით-გარეჯზე გადის საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი. კომპლექსის დიდი ნაწილი, მათ შორის, უდაბნოს მონასტერი, მთის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა განლაგებული.

 

დავით-გარეჯი დიდი ხანია ორ მხარეს შორის განხილვის საგანია, რამდენადაც საზღვარი ამ რაიონში არადელიმიტირებულია – მთლიანობაში ეს არის საქართველო-აზერბაიჯანის 446-კილომეტრიანი საზღვრის მესამედი. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის ორმხრივი, საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი კომისია 1996 წელს შეიქმნა, მაგრამ მას შემდეგ პროცესი წინ არ წასულა.

აზერბაიჯანული ნაღმები საქართველოში

როგორც წესი, საზღვართან დაკავშირებული საკითხი პრობლემას არ უქმნიდა ადგილობრივ ბერებსა და ტურისტებს, რომლებიც დავით-გარეჯის მოსანახულებლად ჩადიოდნენ. მაგრამ 22 აპრილს, აზერბაიჯანმა მოულოდნელად გადაკეტა კომპლექსთან მისასვლელი გზა.

ოფიციალური განმარტებები ამ სიტუაციასთან დაკავშირებით ბაქოში არ გაკეთებულა. ფაქტობრივად, ინფორმაციის ერთადერთი წყარო, ადგილობრივი მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი) იყო.

მან საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს კომპლექსის ტერიტორიაზე შესვლის შეუძლებლობის შესახებ მოუთხრო და განუცხადა, რომ „აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს მონასტრისკენ რაღაც გზები გაჰყავთ“.

მამა კირიონის აზრით, აზერბაიჯანული მხარის მიერ დაწესებული მოულოდნელი აკრძალვა, რაღაცნაირად უკავშირდება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ მხარეებმა რაც შეიძლება მალე უნდა მოილაპარაკონ საზღვრის სადავო ნაწილთან დაკავშირებით. ეს საკითხი ზურაბიშვილმა ბაქოში, 2019 წლის თებერვალში ვიზიტისას დააყენა.

26 აპრილს კომპლექსის შესასვლელი გაიხსნა და ეს ქართველ ჟურნალისტებს მამა კირიონმა დაუდასტურა:

„ჩვენ დილიდან თავისუფლად შეგვიძლია გადაადგილება. აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა გზების გაყვანა შეწყვიტეს“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრობლემა მას შემდეგ მოგვარდა, რაც ის აზერბაიჯანელ კოლეგას პირადად დაელაპარაკა.

 

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ