კრიტიკული სიტუაციაა საკრუიზო ლაინერზე იაპონიის აკვატორიაში; იქ კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 20-დან 61 ადამიანამდე გაიზარდა" />

ექიმი, რომელმაც კორონავირუსის საფრთხე იეჭვა, თავად გარდაიცვალა

კრიტიკული სიტუაციაა საკრუიზო ლაინერზე იაპონიის აკვატორიაში; იქ კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 20-დან 61 ადამიანამდე გაიზარდა

კორონავირუსი, ეპიდემია, რომელიც ჩინეთის ქალაქ უხანში დაიწყო, ამ დროისთვის დაფიქსირებულია მსოფლიოს 25 რეგიონში. დაავადების გავრცელებას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ამ ონლაინ-რუკაზე.

დაავადებულია – 30 ათასზე მეტი ადამიანი, დაიღუპა – 600-ზე მეტი. თუმცა, გამოჯანმრთელებული უფრო მეტია – დაახლოებით, 800 ადამიანი.

ერთ-ერთი დაძაბული მომენტი – საკრუიზო ლაინერ „Diamond Princess“-ზე არსებული სიტუაციაა, რომელზეც კარანტინია გამოცხადებული და იაპონიის აკვატორიაში, იოკოჰამასთან დგას. იქ ეპიდემიის გავრცელების საკუთარი ტემპებია – ორი დღის განმავლობაში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 20-დან 61 ადამიანამდე გაიზარდა.

ექიმი, რომელმაც სასიკვდილო საფრთხე გამოავლინა, მაგრამ არ მოუსმინეს

ჩინურმა მედიამ დაადასტურა ექიმ ლი ვენლიანის გარდაცვალება, რომელმაც პირველმა ატეხა განგაში კორონავირუსის აფეთქების თაობაზე და თავად დაავადდა.

მას შემდეგ, რაც 2019 წლის დეკემბერში, ლი ვენლიანმა ხელისუფლებას საკუთარი ეჭვები შეატყობინა – ის დასაჯეს

მსოფლიოში მატულობს ჩინეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკა იმის გამო, რომ ქვეყნის პრესტიჟზე ზრუნვით, დამალეს ინფორმაცია დაწყებული დაავადების შესახებ და ამით, ხელი შეუწყვეს მის გავრცელებას.

მეცნიერები აგრძელებენ ახალი ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ძიებას. ჯერჯერობით დადგენილია, რომ ამ ტიპის პნევმონიის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომლის აფეთქებაც რამდენიმე წლის წინ მოხდა, ამ შემთხვევაშიც შეიძლება გამოიყენონ.

ასპროცენტიანი ეფექტურობის მქონე ვაქცინის გამოვლენის პროგნოზი – 2 თვეა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შექმნილი სიტუაცია გლობალურ საფრთხედ მიაჩნია, მაგრამ არ იყენებს ტერმინს „გლობალური ეპიდემია“.

დამცავ ტანისამოსში გამოწყობილი სპეციალური დანაყოფები საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ის ბორტზე შედიან, სადაც კორონავირუსით უკვე 60-ზე მეტი ადამიანია დაავადებული. იოკოჰამა, იაპონია. 7 თებერვალი, 2020. REUTERS/Kim Kyung-Hoon

31 იანვარი, 2020

ჩინელი ტურისტები ბანგკოკში Erawan Shrine-ში ლოცულობენ. სასიკვდილო კორონავირუსი აგრძელებს მსოფლიოში გავრცელებას –დაავადებულია – 30 ათასზე მეტი ადამიანი, დაიღუპა – 600-ზე მეტი. 30 იანვარი, 2020. REUTERS/Athit Perawongmetha

ჯანდაცვის ორგანიზაციის გადაწყვეტილებებს სარეკომენდაციო ხასიათი აქვს და ქვეყნებს შეუძლიათ დაემორჩილონ მათ და შეუძლიათ არა. არ არსებობს ასევე მექანიზმი, რომელიც შეამოწმებდა, ითვალისწინებს თუ არა ესა თუ ის ქვეყანა ჯმო-ს რეკომენდაციები.

მაგალითად, იგივე ჩინეთი. უკვე დადასტურებულია, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებამ რამდენიმე კვირის განმავლობაში დამალა ინფორმაცია ახალი ვირუსის აღმოჩენის შესახებ, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წესების მიხედვით სრულიად დაუშვებელია.

საქართველო კორონავირუსთან ბრძოლაში

საქართველომ შეაჩერა პირდაპირი ავიამიმოსვლა ჩინეთთან 29 მარტამდე.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მოწმდება ჩინეთის მოქალაქეებით კომპაქტურად დასახლებული რაიონები საქართველოში. ასეთი რაიონები არის თბილისშიც და ასევე რეგიონებშიც – ძირითადად იქ, სადაც ჩინური კომპანიები რაიმე ინფრასტრუქტურულო პროექტებს ახორციელებენ. მაგალითად, ხარაგაულში ჩინური კომპანია სარკინიგზო გვირაბს აშენებს, სადაც დასაქმებულები არიან ჩინეთის მოქალაქეები.

სოციალურ ქსელში ამ პროცესის წინააღმდეგ უკვე გამოითქვა უკმაყოფილება. ფეისბუკ-მომხმარებლები წერენ, რომ ჩინეთის მოქალაქეების ასეთი აგრესიული შემოწმება რასიზმის ნიშნებს შეიცავს.

საქართველოს აეროპორტებში მობილიზებულია სამედიცინო პერსონალი, რომელიც მგზავრებს დისტანციურად უზომავს ტემპერატურას და ურიგებს ბროშურას, სადაც კორონავირუსის შესახებ ინფორმაციაა თავმოყრილი.

განსაკუთრებით მოწმდებიან ჩინელი ტურისტები. მაგალითად, 30 იანვარს რეანომობილებით ჩამოიყვანეს გუდაურში დასასვენებლად მყოფი ჩინეთის ცხრა მოქალაქე. მათ შორის რამდენიმეს მაღალი სიცხე ჰქონდა. ეს ადამიანების თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მიიყვანეს,  იზოლირებულ ბოქსში მოათავსეს და მთელი დღის განმავლობაში უტარებდნენ კვლევებს. მედპერსონალი, რომელიც მათთან მუშაობდა, საგანგებოდ იყო ეკიპირებული – კომბინიზინებითა და ნიღბებით.

მთელ ამ პროცესს მთელი დღის განმავლობაში აშუქებდა ქართული მედია – პირდაპირი ჩართვებით ინფექციური საავადმყოფოს ეზოდან.

ჩინურ რესტორან “პიკასოში” JAMnews-ს უთხრეს, რომ ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ და კლიენტების რაოდენობაც არ შემცირებულა. მათი თქმით, ყველა პროდუქტი, რომელსაც რესტორანი მოიხმარს, შემოწმებულია, “ხოლო ჩვენი ჩინელი მზარეულები უკვე ექვსი წელია საქართველოში ცხოვრობენ და ჩინეთში არ ყოფილან”, – გვითხრეს “პიკასოში”.


ასევე წაიკითხეთ