რატომ ამჟღავნებს ტრამპი საიდუმლოებს და როგორ დასცინიან მას ინტერნეტში" />

უცნაური მუქარის წერილის შესახებ, რომელიც ტრამპმა თურქეთის პრეზიდენტს მისწერა

რატომ ამჟღავნებს ტრამპი საიდუმლოებს და როგორ დასცინიან მას ინტერნეტში

მთელ მსოფლიოში განიხილავენ და ხუმრობენ უცნაურ მუქარის წერილზე, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ ტაიფ ერდოღანს გაუგზავნა.

ტრამპი წერს, რომ ისტორიამ, შესაძლოა, ერდოღანს სამუდამოდ „ეშმაკის“ დაღი დაასვას.

„არ მოიქცე ისე, როგორც „მაგარი ბიჭი“ და ნუ იქნები სულელი“, – წერს ამერიკის პრეზიდენტი.

ასევე, ის ემუქრება თურქეთის ეკონომიკის განადგურებით, თუკი არ დასრულდება თურქეთის არმიის სირიაში შეჭრა.

• ტრამპი, ჩრდილოეთი კორეა და მენეჯმენტის სტილი, რომელიც „შეშლილის თეორიის“ სახელით არის ცნობილი

• ტრამპი უკრაინისგან ჯო ბაიდენის წინააღმდეგ კომპრომატს ითხოვს?

• თვალსაზრისი: რატომ არ ენდობა ტრამპი არავის?

საუბარია ჩრდილოეთ სირიაზე, სადაც ქურთები დომინირებენ – აშშ-ის მუდმივი მოკავშირეები ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში. 8 ოქტომბერს, მოულოდნელად, ტრამპმა ამ რეგიონიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შესახებ გააკეთა განცხადება, რაც საერთაშორისო მიმომხილველების უმრავლესობის აზრით იმას ნიშნავდა, რომ ამერიკამ მოკავშირე ქურთები ბედის ანაბარა მიატოვა. ამერიკული ჯარების გამოსვლამ გაააქტიურა თურქეთის სამხედრო ოპერაცია სირიაში. 9 ოქტომბერს მათ შეტევა დაიწყეს ქურთებზე. დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა 1000-ზე მეტი ობიექტი. გამოიყენებოდა მძიმე შეიარაღება – ავიაცია და არტილერია. მსხვერპლი დიდია.

„მოდი, კარგი შეთანხმება დავდოთ!“ – წერს ტრამპი თავის წერილში და ბოლოს, საკმაოდ ფრივოლურად ჰპირდება, რომ მალე დაურეკავს ერდოღანს.

წერილი გაიგზავნა იმ დღეს, როდესაც თურქეთი ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში შეიჭრა – 9 ოქტომბერს. მაგრამ მის შესახებ ცნობილი მხოლოდ 17 ოქტომბერს გახდა, მას შემდეგ, რაც ის Fox Business-ის ჟურნალისტის ხელში აღმოჩნდა. წერილის ნამდვილობა თეთრი სახლიდან არაერთმა წყარომ დაადასტურა.

 

BBC-ის წყაროების თანახმად, ერდოღანმა „მიიღო წერილი, მთლიანად უარყო და ნაგვის ყუთში ჩააგდო“.  

აშშ-ში ბევრმა შეიტანა ეჭვი წერილის ნამდვილობაში და ფიქრობდნენ, რომ ეს რაღაც ხუმრობა იყო. 

„მე ნამდვილად ვფიქრობდი, რომ ეს იყო ხუმრობა, იმიტომ, რომ წარმოუდგენელი იყო ასეთი გზავნილი ოვალური კაბინეტიდან“, – განუცხადა CNN-ს დემოკრატმა კონგრესმენმა მაიკ ქუიგლიმ.

„დაწერო ეს და შემდეგ იფიქრო, რომ არ დაარტყამს (აშშ-ს) – უმაღლესი დონის უმეცრებაა“.

წერილი ჟურნალისტების ხელში 17 ოქტომბერს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში განხილვის შემდეგ აღმოჩნდა. დეპუტატების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაგმო ამერიკული ჯარების სირიიდან გამოყვანის გადაწყვეტილება.

ამ შეხვედრაზე ტრამპმა ამაყად გადასცა თავისი წერილი დამსწრე საზოგადოებას, მაგრამ ცხარე კამათი გაიმართა. სავარაუდოდ, ტრამპმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის „მესამე კატეგორიის პოლიტიკოსი“ უწოდა. პასუხად კი მან განაცხადა, რომ „ლოცულობს პრეზიდენტის ჯანმრთელობისთვის, რომელიც აშკარად სერიოზულ კრიზისს გადის“.

ექსპერტებისა და ასევე თეთრი სახლის რამდენიმე ყოფილი თანამშრომლის აზრით, ამ წერილის ყველაზე სახიფათო ნაწილი იყო ტრამპის სიტყვები, რომ ის მზად არის თურქეთის პრეზიდენტს გაუზიაროს კონფიდენციალური წერილი, რომელიც სირიის დემოკრატიული ძალების ლიდერის, მაზლუმ ქობანისგან მიიღო.

გამოდის, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ერდოღანს გადასცა სწორედ იმ ქურთული ძალების საიდუმლო წერილი, რომელთა განადგურებასაც თურქეთი ცდილობს,წერს გაზეთი Guardian-ი.

„გენერალი მაზლუმი მზად არის თქვენთან მოლაპარაკებები აწარმოოს და წამოვიდეს ისეთ დათმობებზე, რომლებზეც წარსულში თანახმა არასოდეს იქნებოდა. კონფიდენციალურად გიგზავნით მისი წერილის ასლს, რომელიც ახლახან მივიღე“, – დაწერა ტრამპმა.

„ამ წერილმა, ალბათ, აშშ-ის მოკავშირეების სრული დაბნეულობა გამოიწვია, რომლებსაც ახლა ყველა მიზეზი აქვთ, რომ ნაკლებად ენდონ ამერიკას“, – განაცხადა ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილმა ოფიცერმა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილმა სპიკერმა, ნედ პრაისმა.

„საინტერესოა, რამდენი ნატოსთან კონფიდენციალური მიმოწერა გადასცა ტრამპმა პუტინს?“, – კითხულობს ნედ პრაისი. 

_____________________________

ტრამპის მიერ ერდოღანისთვის გაგზავნილმა უცნაურმა წერილმა ათასობით დამცინავი ხუმრობა და მემე გამოიწვია მთელ მსოფლიოში. აი, რამდენიმე მათგანი:

 

 

აქ მთელი წერილი გადაიყვანეს „სმაილიკების“ ენაზე. სიტყვა ძვირფასო თურქეთო (Dear Turkey) გამოხატეს ირმითა და ინდაურით – იმდენად, რამდენადაც ინგლისურ ენაზე ისინი ერთნაირად ისმის, შესაბამისად, როგორც deer და turkey.

 

 

 

 

 

არის კიდევ ერთი ვერსია – ტრამპი, როგორც შეყვარებული სკოლის მოსწავლე, რომელსაც სურს გაიგოს, ანალოგიურად არის თუ არა მისდამი განწყობილი ერდოღანი.

 

 

 

სურათზე წერია: „მოგწონვარ?“ 

და ქვემოთ შემოთავაზებულია სამი სავარაუდო პასუხი: „დიახ, არა, შესაძლოა“. და შემდეგ სიტყვები წერილიდან: „ნუ იქნები ასეთი უხეში, მოგვიანებით დაგირეკავ“.

 

 

 


ასევე წაიკითხეთ