გოგონა სილამაზის ახალი სალონის რეკლამის მიზნით ცეკვავდა, მაგრამ საზოგადოებამ ეს უსირცხვილობად მიიჩნია" />

უნდა იყოს თუ არა ქალი მოკრძალებული? გამოკითხვა ცხინვალში

გოგონა სილამაზის ახალი სალონის რეკლამის მიზნით ცეკვავდა, მაგრამ საზოგადოებამ ეს უსირცხვილობად მიიჩნია

ქუჩაში შესრულებული ეს „მუცლის ცეკვა“ ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთში სოციალურ ქსელებში ახლახან ცხარე დისკუსიის მიზეზად იქცა.

გოგონა ამგვარად უწევდა რეკლამას სილამაზის ახალი სალონის გახსნას. სინამდვილეში კი საზოგადოებაში ახალი დისკუსიის გახსნას დაუდო სათავე – ძველ, მაგრამ აქაურებისთვის მნიშვნელოვან თემაზე: რის უფლება აქვს და რა ეკრძალება ქალს პატრიარქალურ საზოგადოებაში?

სოციალურ ქსელებში გამართული დისკუსიის საერთო აზრი ის იყო, რომ გოგონას უნდა რცხვენოდეს თავისი არამოკრძალებული საქციელის გამო. მათ შორის, დიკუსიის დროს ისიც ითქვა, თითქოს ზნეობის დაცემაზე ისიც მეტყველებს, რომ „არც ერთ გვერდით გამვლელ მამაკაცს არ უცდია, რომ გოგონასთვის პიჯაკი შემოეხვია“.

JAMnews-მა თავი მოუყარა სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებელთა აზრებს ამ პერფორმანსთან დაკავშირებით, და გამოკითხულებს სთხოვა, ეპასუხათ კითხვაზე: „უნდა იყოს თუ არა ქალი მოკრძალებული, და როგორ უნდა ვლინდებოდეს ეს?“. ჩვენ გაცილებით მეტი მოსაზრება შევკრიბეთ, ვიდრე ამ მოკლე ვიდეოშია წარმოდგენილი, მაგრამ პასუხები პროპორციულად მოგვყავს – რესპონდენტთა სრული უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პატრიარქალური ტრადიციები აუცილებელია.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ავტორის ტერმინოლოგია მის პოზიციას გადმოსცემს და, შესაძლოა, რედაქციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს

ასევე წაიკითხეთ