იური ლუცენკო საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს გადატრიალების მომზადებაში ადანაშაულებს" />

უკრაინის გენერალური პროკურორი: სააკაშვილის დეპორტაციისთვის შემაფერხებელი გარემოებები აღარ არსებობს

იური ლუცენკო საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს გადატრიალების მომზადებაში ადანაშაულებს

მიხეილ სააკაშვილი კიევში. ფოტო: დავით ფიფია, JAMnews

უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა საქართველოს ექსპრეზიდენტს და ოდესის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი განუცხადა, რაც მისი ქვეყნიდან დეპორტირების საშუალებას იძლევა. ჰრომადსკოეს ცნობით, ამის შესახებ  უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა.

საიმიგრაციო სამსახურმა მას უარი განუცხადა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე, რის თაობაზეც მან განცხადება დაწერა და როგორც ყოველთვის, ბატონი სააკაშვილს ამ გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად სასამართლოსთვის არ მიუმართავს“, – განაცხადა ლუცნკომ. ამგვარად, მისი თქმით, „არ არსებობს რაიმე საგანგებო გარემოებები“ , რამაც შეიძლება სააკაშვილის დეპორტაციას ან ექსტრადიციას შეუშალოს ხელი”.

ლუცენკომ სააკაშვილი ასევე  სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაშიც დაადანაშაულა. მისი თქმით, როდესაც სააკაშვილი ოდესის გუბერნატორი იყო, მან თავის ხელქვეითები აიძულა, რომ საქართველოს 20 მოქალაქისთვის  ბინადრობის უფლება მიეცათ.

ახლა ისინი გადატრიალებას ამზადებენმაგრამ არ გაუვათსააკაშვილმა სახელმწიფო გამოიწვია, სამართალდამცავები მას პასუხს გასცემენ“, – თქვა ლუცენკომ.

სააკაშვილის მომხრეები 17 ოქტომბრიდან უმაღლესი რადას წინ, რეფორმების გატარების მოთხოვნით, საპროტესტო აქციას მართავენ.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 26 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოარვა, იმის გამო, რომ საბუთების გაფორმების დროს სააკაშვილმა არასწორი ინფორმაცია მიუთითა, კერძოდდამალა, რომ მის წინააღმდეგ საქართველოში ძიება მიმდინარეობს

მოქალაქეობის ჩამორთმევის მომენტში სააკაშვილი აშშში იმყოფებოდა. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა პოროშენკო პოლიტიკურ დევნაში დაადანაშაულა. სააკაშვილს მხოლოდ უკრაინის მოქალაქეობა ჰქონდა დარჩენილი, და შესაბამისად, პოროშენკოს გადაწყვეტილების შემდეგ ის მოქალაქეობის არმქონე პირად იქცა. უკრაინის ხელისუფლებამ მისი პასპორტის გაუქმების თაობაზე განაცხადა, რასაც სააკაშვილისთვის ხელი არ შეუშლია, რომ აშშიდან პოლონეთში ჩაფრენილიყო, შემდეგ კი ევროპაში ემოგზაურა.    

10 სექტემბერს სააკაშვილმა, რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ პოლონეთიუკრაინის საზღვარი მას შემდეგ გადაკვეთა, როდესაც მომხრეების ტალღამ სამართალდამცავების კორდონი გაარღვია და ის უკრაინის მხარესგადაიყვანა“. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და მისი მომხრეები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ თავად დაარღვია კანონი, როდესაც ცდილობდნენ, რომ ის სასაზღვრო კონტროლის გასავლელად არ დაეშვათ, ასევე სასამართლოსთვის მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ საბუთები წარედგინათ.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სააკაშვილის მიერ საზღვრის გადაკვეთის მომენტში თერთმეტი პოლიციელი და ხუთი მესაზღვრე დაზარალდა. მოგვიანებით ცნიბილი გახდა, რომ საზღვართან მომხადარი შეტაკების გამო, პოლიციამ ხუთი ადამიანი დააკავა.

2017 წლის 24 სექტემბერს სასამართლომ სააკაშვილს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის 130 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

სექტემბრის დასწყისში უკრაინამ საქართველოს მთავარი პროკურატურისგან მიიღო მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის ძებნის, დაპატიმრების და ექსტრადიციის შესახებ, რომლის წინააღმდეგაც  სამშობლოში  სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეა აღძრული.


ასევე წაიკითხეთ