რა არის პოპულარული აშშ-ში და რა საქართველოში" />

ტატუ, რომელსაც არ ინანებ

რა არის პოპულარული აშშ-ში და რა საქართველოში

გთავაზობთ მოკლე და მნიშვნელოვან რჩევებს, რომლებსაც მონრეალელი ტატუს ოსტატი, დევიდ კოტე (David Côté) გვაძლევს. წყარო: BuzzFeed 

1. ზომას ნამდვილად აქვს მნიშვნელობა

თუკი რთული კომპოზიციის პატარა ტატუ გინდათ, რომელზეც ყველა დეტალი საგულდაგულოდ იქნება გამოყვანილი, სავარაუდოდ, იმაზე დიდი გამოსახულება გამოვა, რაც თავიდან იყო ჩაფიქრებული.

ორწუთიანი ვიდეო იმაზე, თუ როგორ გავიკეთოთ ტატუ ბაქოში  

• 11 ვებ-გვერდი, რომელიც გასწავლის 

• რისთვის იბრძვიან ქალები? ყველაზე მარტივი კითხვები ფემინიზმზე 

• როგორ ვიმყოფინოთ 24 საათი?

2. განსაკუთრებული ზონები

ადამიანის სხეულს განსაკუთრებული ზონები აქვს.
 სხეულის ზოგიერთ უბანზე ტატუ უფრო დიდხანს ხორცდება და მალე ფერმკრთალდება – მაგალითად:

ყურზე და ყურთან ახლოს

სხეულის ამ ნაწილზე ტატუს გაკეთება მტკივნეულიცაა და რთულიც. დიდია ალბათობა, რომ საღებავი ადვილად მოშორდება ნახატს. სხეულის ამ უბანზე ხშირად ხვდება სუნამო და თმის მოვლის საშუალებები, რაც ტატუს უფრო ფაქიზს ხდის

მაჯაზე

ამ შემთხვევაში ტატუზე უარყოფითად იმოქმედებს მზე, შხაპის გელი, დამატენიანებელი ლოსიონი და ა.შ. მაჯაზე კანი თხელი და ნაზია. შესაბამისად, შეხორცების პროცესი უფრო დიდხანს გასტანს, ნახატი კი ადვილად წაიშლება

ტერფზე

ტერფზე გაკეთებული ტატუ მალე ცვდება. ტატუს გაკეთება ქუსლზეც შეიძლება, თუმცა კოჭი ბევრად უკეთესი ვარიანტია

თითზე

ჩემმა მეგობარმა ‘ბეჭდები’ ამოისვირინგა თითების გარშემო, რომლებიც ერთი თვის შემდეგ მოულოდნელად გაცვდა და გაქრა

3. თეთრი ტატუ კარგი სანახავია, თუმცა…

ძნელია იმის პროგნოზირება, თუ რა ფორმას მიიღებს თეთრი ტატუ დროთა განმავლობაში. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ თეთრი საღებავი ადვილად შორდება კანს და დიდია ალბათობა, რომ თქვენი თეთრი ტატუ ფერს შეიცვლის – რუხ, ან მოყავისფრო-ყვითელ შეფერილობას მიიღებს (თქვენი კანის პიგმენტაციის თავისებურებების შესაბამისად).

4. აკვარელის ტატუ ძალიან მაგარია! მთავარია, სწორად გაკეთდეს

აუცილებლად აირჩიეთ ნამდვილი პროფესიონალი, ნიჭიერი ოსტატი, რომელსაც ნამდვილად შეუძლია აკვარელის ტატუს გაკეთება. 
ამ საქმეში ყველაზე სარისკო ფერების შერევაა. თუკი ყველაფერი სწორად გაკეთდება, გამაოგნებლად ეფექტური ტატუ გექნებათ.

5. შავი ტატუ მაგარია, მაგრამ მტკივნეულიცაა

“ასეთი ტატუები ყველაზე მეტად მომწონს, – ამბობს დევიდ კოტე, – შავი ტატუ ყველაზე დიდხანს გაძლებს, თუკი სწორად გაკეთდება; თუმცა, ასეთი სვირინგის გაკეთება ყველაზე მტკივნეულია”.

6. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ტატუს აირჩევთ, მთავარია, ოსტატი შეარჩიოთ სწორად

ტატუ სამუდამოდ დაგრჩებათ სხეულზე, ამიტომ სწორად უნდა გაკეთდეს. აუცილებლად იპოვეთ ისეთი ოსტატი, რომელსაც თქვენი ყველაზე მოულოდნელი ფანტაზიის განხორციელებაც კი შეუძლია. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს იაფი არ უნდა ღირდეს.

ავკასიაში ტატუს მოყვარულები კონსერვატიულობით გამოირჩევიან. ჩვენ თბილისის ერთ-ერთ სალონს ვეწვიეთ და ვკითხეთ ოსტატს, თუ როგორი სვირინგებია პოპულარული ადგილობრივ მომხმარებლებს შორის.

1. 

არწივები, 
თავის ქალები,
 ჩონჩხები კვლავ პოპულარობით სარგებლობს.

2. მაგრამ ხშირად აი, ასეთი ქალბატონებიც გვხვდებიან

3. შავ ტატუებს რაც შეეხება, ამ მხრივ, ქართველები არ ჩამორჩებიან მოდის ტენდეციებს:



ფოტო: შაკო მამუკაშვილი

4. ვერსია გოგონებისთვის:


ასევე წაიკითხეთ