მოკულულები არიან გუდაუთის ქურდული კლანის წარმომადგენლები" />

სოხუმში ორი ე.წ. “კანონიერი ქურდი” მოკლეს. მძიმედ დაიჭრა მიმტანი გოგონა

მოკულულები არიან გუდაუთის ქურდული კლანის წარმომადგენლები

ორი მამაკაცი დაიღუპა და ერთი ახალგაზრდა გოგონა მძიმედ დაიჭრა 22 ნოემბერს, აფხაზეთში, სოხუმის ცენტრში მომხდარი სროლისას. 

ყველაფერი სოხუმის “მაჰაჯირების” სანაპიროზე, პოპულარულ რესტორან „სან-რემოსთან“ დღის 14:00 საათზე მოხდა.

მაშინ, როდესაც რამდენიმე მამაკაცი რესტორნის ვერანდაზე იმყოფებოდა შენობის კარებს ავტომობილი მიუახლოვდა, გადმოვიდნენ ნიღბიანი მამაკაცები რესტორნის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

მომხდარის გამო, პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ბრძანებით, განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადაყვანილი აფხაზეთის შსს-ს მთელი შემადგენლობა, ჩაკეტილია ყველა პოსტი. მათ შორის, შეზღუდულია გადაადგილება ენგურის ხიდის გამშვებ პუნქტზეც – გადაადგილების უფლებას არ აძლევენ ახალგაზრდა მამაკაცებს. უშვებენ მხოლოდ ქალებს, ბავშვებს და ხანდაზმულებს. 

ერთი მამაკაცი – ასტამურ შამბა, ადგილზე გარდაიცვალა. მეორე – ალხაზ ავიძბა, საოპერაციო მაგიდაზე. ამ დრომდე სიკვდილს ებრძვის 22 წლის გოგონა, რესტორნის მიმტანი დომინიკა აკირთავა. როგორც ექიმები ამბობენ, იგი ღრმა კომაშია.

მედიკოსების თქმით, სამივეს ცეცხლსასროლი ჭრილობები თავის არეში ჰქონდათ. 

გოგონას შემთხვევითი ტყვია მოხვდა. რაც შეეხება იმ ორ მამაკაცს ისინი გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტები, ე.წ. “კანონიერი ქურდები” იყვნენ. სროლისას კიდევ სამი ადამიანი დაიჭრა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ამ ფაქტის შესახებ წერს პოპულარული რუსული ონლაინ-გამოცემა primecrime.ru, სადაც კრიმინალური ავტორიტეტების და”კანონიერი ქურდების” შესახებ ინფორმაციას უყრიან თავს.

გამოცემა მომხდარს “ქურდული გარჩევებს” უკავშირდება და წერს, რომ მოკლულები გავლენიანი გუდაუთელი “კანონიერი ქურდის” 53 წლის რაულ ბარცბას კლანის წევრები არიან.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, საპასუხო სროლა რესტორნიდანაც იყო, თუმცა თავდამსხმელთაგან არავინ დაჭრილა.  მანქანა, რომლითაც თავდამსხმელები გადაადგილდებოდნენ, ქალაქგარეთ დამწვარი იპოვეს.

რესტორნის გარშემო ტერიტორია შემოსაზღვრულია. ადგილზე მივიდა აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, გარი არშბა.

შსს-ში მომხდარის კომენტირებაზე უარი განაცხადეს. თქვეს, რომ დაიწყო გამოძიება.

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო


ასევე წაიკითხეთ