იურისტების აზრით, ამგვარი კამერების არსებობა ადამიანების პირად ცხოვრებაში შეჭრა და მათი კონსტიტუციური უფლებების დარღვევაა " />

სომხეთში სიჩქარის რეგისტრატორი მობილური კამერები დამონტაჟდება

იურისტების აზრით, ამგვარი კამერების არსებობა ადამიანების პირად ცხოვრებაში შეჭრა და მათი კონსტიტუციური უფლებების დარღვევაა

ფოტო: გევორგ კაზარიანი, JAMnews

სომხეთში სიჩქარის რეგისტრატორი მობილური კამერები დანერგეს. ისინი გზების იმ მონაკვეთებს გააკონტროლებს, სადაც სიჩქარის გადაჭარბების რისკი არსებობს.

ეს დანადგარები იმ ავტომობილებს გადაიღებს და აღრიცხავს, რომლებიც სიჩქარის ლიმიტს გადააჭარბებენ. რეგისტრატორები პერიოდულად გადაადგილდება და მათი მდებარეობის შესახებ მძღოლები მხოლოდ სიჩქარის გადაჭარბებისთვის გადახდილი ჯარიმის დროს შეიტყობენ.

მეტიც, არ არსებობს მობილური რეგისტრატორების არც სურათები და არც ვიდეოები, რათა მძღოლებს მათზე რაიმე წრმოდგენა შეექმნათ.

ბევრს მიაჩნია, რომ ეს რეგისტრატორები სინამდვილეში არ არსებობს და მათ შესახებ ამბავს იმის გამო ავრცელებენ, რომ დამრღვევი მძღოლების აღტყინება დააოკონ.

„საგზაო პოლიციამ სისწრაფის მობილური რეგისტრატორების დანერგვის თაობაზე ოფიციალურად განაცხადა. აქედან დასკვნა, რომ ეს დანადგარი მხოლოდ ერთია. მძღოლები მიჩვეულები არიან, რომ რეგისტრატორების წინ გამაფრთხილებელ ნიშნებს დგამენ, ამ შემთხვევაში კი ნიშნები არ იქნება“, – განაცხადა საზოგადოებრივი ორგანიზაციის „მძღოლის მეგობარი“ თანამფუძნებელმა დავიდ პედანიანმა.

მისი თქმით, სომხეთში ბევრი რეგისტრატორია დამონტაჟებული, რაც „ფულის შოვნის საშუალებაა“ – დავიდ პედანიანის აზრით, ისინი არაეფექტურია, რადგან პოლიციამ მობილური რეგისტრატორების შემოღება გადაწყვიტა.

იურისტები აღნიშნავენ, რომ რეგისტრატორები, რომლებიც მძღოლების თვალთახედვის არეში არ არის, მათ კონსტიტუციურ უფლებებს არღვევს. ამ დანადგარებს „ჩვეულებრივ“ მანქანებში დადგამენ და არა – პოლიციის, რაც, მათი თქმით, ასევე დარღვევას წარმოადგენს.

„პასუხისმგებლობის დაკისრება – არც დაჯარიმებაა და არც თავიდან აღზრდა. თუ ფარული კამერაა, მაშინ მიზანი ხდება დაჯარიმება, დამატებითი თანხის შოვნის შესაძლებლობა. უნდა ვნახოთ, თუ რა სამართლებრივ საფუძველზე დადგამენ ამ მოწყობილობებს და ადამიანის პირად სივრცეში შეიჭრებიან“, – თქვა ადვოკატმა გევორგ დავტიანმა.

პოლიცია მობილური რეგისტრატორების შემოღებას 2018 წლის იანვარში ავარიების ანალიზით ხსნის. საგზაო პოლიციის უფროსის მოადგილის არმენ ხაჩატრიანის თქმით, ახალი ადმინისტრაციული ზომების შემოღების აუცილებლობა იანვრის განმავლობაში სიკვდილით დასრულებული საგზაო შემთხვევების რიცხვით არის გამოწვეული.

ფეისბუკის სომეხმა მომხმარებლებმა ამ დღეებში გამოაქვეყნეს ავტომობილის ფოტო – გაფრთხილებით, რომ მასში  დამონატაჟებულია რეგისტრატორი. ზოგიერთები კი ასეთ წარწერიან იუმორისტულ ვიდეოს აზიარებდნენ: „მობილური რეგისტრატორი“.

 


ასევე წაიკითხეთ