კიევში, სადაც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა მიმდინარეობს, მიღებულია დეკლარაცია, რომელიც მისი საქმიანობის 25 წელიწადს ეძღვნება. 12-დან 9 ეროვნულმა დელეგაციამ დეკლარაციის მიღებას ხმა მისცა. სომხეთის დელეგაციამ დეკლარაციის მიღებას ბოიკოტი გამოუცხადა, რადგან მიიჩნია, რომ დოკუმენტი ანტოსომხურ ფორმულირებებს შეიცავს. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სომხური დელეგაციის წევრმა, დეპუტატმა გევორგ გორგისიანმა განაცხადა, რომ დეკლარაციაში რეგიონული ..." />

სომხეთში საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დეკლარაციას ანტისომხურად მიიჩნევენ

კიევში, სადაც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა მიმდინარეობს, მიღებულია დეკლარაცია, რომელიც მისი საქმიანობის ...

კიევში, სადაც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა მიმდინარეობს, მიღებულია დეკლარაცია, რომელიც მისი საქმიანობის 25 წელიწადს ეძღვნება. 12-დან 9 ეროვნულმა დელეგაციამ დეკლარაციის მიღებას ხმა მისცა. სომხეთის დელეგაციამ დეკლარაციის მიღებას ბოიკოტი გამოუცხადა, რადგან მიიჩნია, რომ დოკუმენტი ანტოსომხურ ფორმულირებებს შეიცავს.

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სომხური დელეგაციის წევრმა, დეპუტატმა გევორგ გორგისიანმა განაცხადა, რომ დეკლარაციაში რეგიონული კონფლიქტების დარეგულირების მხოლოდ ერთი პრინციპია შეტანილი – ტერიტორიული მთლიანობა;  როდესაც საერთაშორისო სამართლის სამი ძირითადი პრინციპი: ძალის გამოყენების დაუშვებლობა, ტერიტორიული მთლიანობა და ხალხების თვითგამორკვევის უფლება – განუყოფელია.

კონფლიქტების, კერძოდ მთიანი ყარაბაღის საკითხის დარეგულირების საკითხში სომხეთის ოფიციალური პოზიცია ეუთოს მინსკის ჯგუფის პოზიციას ემთხვევა. ლაპარაკია ძალის გამოუყენებლობაზე, ტერიტორიულ მთლიანობასა და ხალხების თვითგამორკვევის უფლებაზე. სომხური მხარე ამტკიცებს, რომ მოცემული პრინციპები განუყოფელია. 

„ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი – ჰელსინკის დასკვნითი აქტის მხოლოდ ერთი დებულებაა. დაუშვებელია 10-დან მხოლოდ ერთ დებულებაზე დაყრდნობა, რადგან ამგვარად ჰელსინკის დასკვნითი აქტის მიდგომა მახინჯდება“, – განაცხადა გევორკ გორგისიანმა.  

სომხეთის დელეგაციამ აღნიშნა, რომ დეკლარაციის ეს დებულება სხდომის დაწყებამდე შეიქმნა, სომხეთის დელეგაციის მონაწილეობის გარეშე, და დღის წესრიგში ბოლო მომენტში გაჩნდა.

გორგისიანმა განაცხადა, რომ ხმის მიცემას ბოიკოტი გამოუცხადა სერბეთის დელეგაციამაც, რომელიც ასევე არ მონაწილეობდა ამ დებულების შემუშავებაში. ორგანიზაციის მე-12  წევრი – რუსეთი, რომელსაც შეიძლებოდა, რომ ამ საკითხში სომხეთისთვის მხარი დაეჭირა, უკრაინასთან დაძაბული ურთიერთობის გამო, სხდომაში მონაწილეობას არ იღებდა.

„ის ქვეყნები, რომლებსაც რუსეთთან ტერიტორიული პრობლემები აქვთ, მოითხოვდნენ, რომ ეს დებულება დეკლარაციაში შესულიყო. ისინი ფარულად შეიკრიბნენ და ამ საკითხზე იმსჯელეს, დეკლარაციაში ეს დებულება შეიტანეს, შემდეგ კი კენჭის საყრელად გამოიტანეს“, – თქვა დეპუტატმა.

სომხეთის დელეგაციის სხვა წევრმა, ვაგე ენფიჯიანმა თქვა, რომ ამ დეკლარაციას ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებისთვის სამართლებრივი შედეგები არ ექნება, რადგან ის საპარლამენტაშორისო თანამშრომლობის პლატფორმის მიერ არის მიღებული.

„ეს უბრალოდ არსასურველი გამოვლინებაა. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ვმუშაობთ, სერიოზულ განხილვებს ვაწყობთ, გამოვხტეთ ჩვენი უკმაყოფილება იმით, რომ ასამბლეამ სომხეთისადმი ვერაგი და მიკერძოებული დამოკიდებულება გამოავლინა“, – თქვა ენფიჯიანმა.

1992 წლის 25 ივნისს შავი ზღვის რეგიონის 11-მა ქვეყანამ: ალბანეთმა, აზერბაიჯანმა, ბულგარეთმა, საქართველომ, სომხეთმა, საბერძნეთმა, მოლდოვამ, რუმინეთმა, რუსეთმა, თურქეთმა და უკრაინამ – სტამბულში მიმდინარე სამიტის დროს  შავიზღვისპირა ეკონომიკური თანამშრომლობის შექმნის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. 2004 წლიდან ორგანიზაციის წევრი გახდა სერბეთისც. ორგანიზაციის შტაბ-ბინა თურქეთში მდებარეობს. მისი მთავარი მიზანია – რეგიონული სტაბილურობის, ეკონომიკის განვითარების, კეთილდღეობისა და მშვიდობის  უზრუნველყოფა.

 


ასევე წაიკითხეთ