უშიშროების სამსახურის დირექტორი კანონის 350 დამრღვევის გვარების გასაჯაროების პირობას დებს" />

სომხეთში რეალური დამნაშავეების აღმოჩენასა და უდანაშაულოების პატიმრობიდან გათავისუფლებას ცდილობენ

უშიშროების სამსახურის დირექტორი კანონის 350 დამრღვევის გვარების გასაჯაროების პირობას დებს

სომხეთში მომხდარი “ხავერდოვანი რევოლუციის” შემდეგ საზოგადოება მოელის, რომ დამნაშავეები დაისჯებიან, ხოლო უდანაშაულო პატიმრები გათავისუფლდებიან. ადამიანები ამგვარ მოთხოვნებით როგორც პასუხისმგებელი ორგანოების წინ, ისე სოციალური ქსელებში გამოდიან.

ეროვნული უშიშროების სამსახურის დირექტორის არტურ ვანეციანის თქმით, „უკვე დაწყებულია ქმედებები უკანონოდ გამდიდრებული პირების გამოსავლენად“. მან პირობა დადო, რომ გამოაქვეყნებს იმ ადამიანების სიას, რომლებიც კორუფციული სქემებით მოქმედებდნენ.

არტურ ვანეციანმა აღნიშნა, რომ „სომხეთში არსებობს 350 ადამიანი, რომლებმაც არ იციან, რომ მსხვილი ბიზნესით არიან დაკავებულები და გადასახადებს არ იხდიან“.

ეროვნული უშიშროების სამსახურის დირექტორის თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ 350-ვე ამ ადამიანს იმავე დღეს განყოფილებაში დაიბარებენ:

„ბევრი უკვე მოიწვიეს, იყვნენ ისეთებიც, ვინც დააკავეს, მუშაობა მიმდინარეობს, და უახლოეს ხანში საზოგადოება ყველაფერზე  პასუხს მიიღებს. ეს რთული და მოცულობითი სამუშაოა. და ჩვენ ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ ამასთან დაკავშირებით კითხვები არავის გაუჩნდეს. ხოლო იმისთვის, რომ ეს საქმე პროფესიონალურად შესრულდეს, ცოტაოდენი დრო გვესაჭიროება“.

ეროვნული უშიშროების საბჭოს დირექტორმა განაცხადა, რომ ის კორუფციაში მხილებულ პირთა სახსრების კონფისკაციისა და თანხების სახელმწიფოს ბიუჯეტში დაბრუნების იდეას ემხრობა.

მოქალაქეების აქტიური ნაწილი ასევე მოელის, რომ გენერალური პროკურორის დამოკიდებულება პოლიტიკური პატიმრების მიმართაც შეიცვლება.

გენერალურმა პროკურორმა არტურ დავითიანმა თქვა, რომ ამჟამად სასამართლოები ქვეყანაში სიტუაციის შეცვლასთან დაკავშირებულ რამდენიმე საქმეს განიხილავენ.

მისი თქმით, საბრალდებო სკამზე აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებიც უკვე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ საშიში მოწოდებებითა და მუქარებით გამოდიოდნენ.

„არსებობს ასეთი საკანონმდებლო ფორმულირება: სიტუაციის შეცვლა. ეს იმას გულისხმობს, რომ სიტუაციის შეცვლის შედეგად ადამიანი ან მის მიერ ჩადენილი დანაშაული საზოგადოებისთვის საშიში აღარ არის, ან საფრთხე სუსტდება. შესაძლოა, მოიძებნოს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც სიტუაციის შეცვლა მოცემული პირისგან მომდინარე საფრთხის შეცვლას იწვევს“, – თქვა გენერალურმა პროკურორმა.

მიუხედავად ამისა, დავითიანი არ ეთანხმება იმ აზრს, რომ სომხეთში პოლიტპატიმრები არიან.


ასევე წაიკითხეთ