ქალაქ ეჩმიადინში „ჭკვიან გაჩერებაზე“ შესაძლებელია ტელეფონის დატენვა, Wi-Fi-ს ჩართვა და ბანკომატით სარგებლობა" />

სომხეთში პირველი „ჭკვიანი-გაჩერება“ დედაქალაქის გარეთ ააგეს

ქალაქ ეჩმიადინში „ჭკვიან გაჩერებაზე“ შესაძლებელია ტელეფონის დატენვა, Wi-Fi-ს ჩართვა და ბანკომატით სარგებლობა

გიუმრი, ეჩმიადინი, ნიკოლ ფაშინიანი, „ჭკვიანი გაჩერება“

ქალაქ ეჩმიადინში 8 ოქტომბერს ქალაქის 2700-ე წლისთავი აღნიშნეს. ამ მოვლენის საპატივცემულოდ პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი „სმარტ-გაჩერება“ გაიხსნა. აქ შესაძლებელია ტელეფონის დატენვა, Wi-Fi-ს ჩართვა, ბანკომატით სარგებლობა და იმის გაგება, თუ მოცემულ მომენტში სად იმყოფება საჭირო ტრანსპორტი.

სომხეთის მთავრობა რეგიონების განვითარებისთვის 20 მილიონ დოლარს გამოყოფს

• „სომხეთის მომავალი – მაღალტექნოლოგიურ ქვეყნად გადაქცევაა“

დეტალურად „ჭკვიანი გაჩერების“ შესახებ

გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ ერევნისა და ეჩმიადინის მერები – აიკ მარუტიანი და დიანა გასპარიანი. იქ ჩავიდა ასევე პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, რომელსაც არაერთხელ განუცხადებია, რომ დაინტერესებულია ქვეყნის უსწრაფესი ტექნიკური მოდერნიზებით.

ეჩმიადინი – ერევნიდან 20 კილომეტრში მდებარე პატარა ქალაქია. ის ქვეყნის ერთ-ერთ კულტურულ და რელიგიურ ცენტრად მიიჩნევა. აქ სრულიად სომხეთის კათალიკოსის რეზიდენცია მდებარეობს.

ეჩმიადინის მერის დიანა გასპარიანის თქმით, გაჩერების მიზანია – ტრანსპორტის მოლოდინის დროს ქალაქის მცხოვრებლებისთვის მოსახერხებელი პირობების შექმნა და ამ დროის მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოყენება.

ახლა ადამიანები „ჭკვიან გაჩერებაზე“ სპეციალური ეკრანების საშუალებით მათთვის საინტერესო მარშრუტების, ტრანსპორტის მისვლის დროისა და მთლიანად ქალაქში მარშრუტების შესახებ ინფორმაციის მიღებას შეძლებენ.

თავისი ძირითადი ფუნქციების გარდა, გაჩერება ასევე სასარგებლო იქნება მობილური ტელეფონების აქტიური მომხმარებლებისთვისაც – შესაძლებელი იქნება ტელეფონის დატენვა და უსადენო ქსელთან მიერთება. აქ დგას ბანკომატი და გადასახდელი ტერმინალი. ასევე, შესაძლებელია დროისა და ჰაერის ტემპერატურის შესახებ ინფორმაციის მიღება – თანაც, ქუჩიდანაც კი, მორბენალი სტრიქონის საშუალებით, რომელიც შორი მანძილიდანაც ჩანს.

გაჩერება ქალაქის სტუმრებისთვისაც სასარგებლო იქნება. მათ შეეძლებათ გაიგონ, თუ სად და როგორ უნდა წავიდნენ, რა ნახონ, სად იკვებონ, და როგორ დაისვენონ.

ახალი გაჩერება დახურულია, და ვენტილაციისა და გათბობის სისტემებითაა აღჭურვილი. მის გვერდით ნაგვის  ნარჩენების სორტირებისთვის სპეციალური ურნები დგას.

ქალაქის ხელისუფლება აპირებს, რომ თანდათან ეჩმიადინის ყველა გაჩერება ასევე აღჭურვოს.

მსგავსი გაჩერებები სომხეთში

კიდევ ერთი „ჭკვიანი გაჩერება“ 2019 წლის ივლისში სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქ გიუმრიში გაიხსნა. თუმცა, მომსახურების მრავალფეროვნებით ის ოდნავ ჩამორჩება იმ გაჩერებას, რომელიც ეჩმიადინში გახსნეს. გიუმრის გაჩერება გიუმრისვე მკვიდრის, მეწარმე ნორაირ დავიტიანის ინციატივისა და ინვესტიციის წყალობით გაჩნდა. ის დაახლოებით 20 წელიწადს  ცხოვრობდა მოსკოვში, მაგრამ გასულ წელს სომხეთში დაბრუნდა.

 „ორი წლის ვიყავი, როდესაც რუსეთში გავემგზავრეთ, ხოლო „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ [2018 წლის გაზაფხულზე მოხდა – JAMnews] გიუმრიში დავბრუნდით. ჩემი ვაჟის მომავალი სწორედ სომხეთში მესახება. საბოლოოდ გადმოსახლებამდე თავიდან თვენახევრით ჩამოვედი, ვნახე, რომ აქ ცხოვრებაც შეიძლება და ბიზნესის კეთებაც. ნოემბერში უკვე საბოლოოდ გადმოვედით“, – ჰყვება დავიტიანი.

გიუმრის „ჭკვიანი გაჩერების“ განათებისთვის მზის ენერგია გამოყენება. ის დანადგარები, რომლებითაც ის არის აღჭურვილი, ადამიანებს საშუალებას აძლევს, რომ თავიანთი ტელეფონები მზის ენერგიის ხარჯზე დატენონ.

გიუმრიში სამი წლის განმავლობაში უკვე 70 სმარტ-გაჩერების გახსნა იგეგმება, მათ შორის 35- ის – წელს.

2017 წლის ივლისში კი, ევროკავშირის ინიციატივით, ერევნის ავტობუსის ორ გაჩერებაზე მზის პანელები დადგეს. მათი მეშვეობით ასევე შესაძლებელია მობილური ტელეფონების, პლანშეტების და სხვა დანადგარების დატენვა.

ერევნის გაჩერებებზე მზის პანელები ევროკავშირის ინიციატივის „სომხეთის ენერგოეფექტიანობის დღეები“  ფარგლებში გაჩნდა. როგორც იმ მომენტში სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის მოქმედმა ხელმძღვანელმა პიოტრ სვიტალსკიმ განაცხადა, ამ ინიციატივის მიზანი ისაა, რომ ქვეყანაში განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება განვითარდეს და მისი რუსეთზე დამოკიდებულება შემცირდეს.

 


ასევე წაიკითხეთ