ეს ხელსაყრელი იქნება არამხოლოდ მათთვის, არამედ ნაკვეთების მფლობელებისთვისაც - მათ ქირას გადაუხდიან" />

სომხეთში მიტოვებულ მიწებს ფერმერებს დასამუშავებლად გადასცემენ

ეს ხელსაყრელი იქნება არამხოლოდ მათთვის, არამედ ნაკვეთების მფლობელებისთვისაც - მათ ქირას გადაუხდიან

სომხეთის მთელ ტერიტორიაზე მიტოვებულ მიწების გამოყენებას ახლა საკუთარი ბიზნესისა და თავიანთი მეურნეობების გამსხვილებით დაინტერესებული ფერმერები შეძლებენ. ეს დადებითად აისახება როგორც სოფლების მცხოვრებლებზე, ისე მთლიანად აგრობიზნესის განვითარებაზე. ასე მიიჩნევს პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

მიტოვებული მიწის ნაკვეთების საკითხი მთავრობაში პირველად არ განიხილებოდა. მაგრამ ახლა უკვე გამოცხადებულია გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი ათვისება.

მთავრობა მფლობელებისგან მიწების დაქირავებასა და მათი ფერმერებისთვის ქირით გადაცემას სთავაზობს.

ეკონომიკის სამინისტრომ უკვე შეიმუშავა შესაბამისი კანონპროექტი, და ის მინისტრთა კაბინეტმა მოიწონა.

აგროცოდნა ჩვეულებრივ სკოლებში

ქალების პორტრეტები სომხეთის კარტოფილის მინდვრებიდან

მიწები, რომლებიც არავის სჭირდებოდა

სომხეთის მთელ ტერიტორიაზე არის მიწის ნაკვეთები, რომლებსაც უკვე დიდი ხანია, არავინ იყენებს. მათი მფლობელები ან, დიდია ხანია, სომხეთის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან, ან მიწის დამუშავება არახელსაყრელ საქმედ მიაჩნიათ.

სომხეთში სულ 513 ათასი ჰექტარი სასოფლო სამეურნეო მიწაა. აქედან 389 ათასი ჰექტარი – საფერმერო ნაკვეთებია.  მათ შორის მხოლოდ 220 ათასი ჰექტარი მუშავდება, და, საუკეთესო შემთხვევაში – ნახევარი ირწყვება.

ამასთან დაკავშირებით პრემიერმა შემდეგი სამოქმედო გეგმა შესთავაზა:

 „ჩვენ ამ მიწებს არ ჩამოვართმევთ, მაგრამ ქირით ავიღებთ და გადავცემთ მათ, ვინც ამ მიწების დასამუშავებლად მზად არის. მფლობელებს კი  გადავუხდით ქირას, რომლის ზომასაც ოლქებისა და მიწების კატეგორიების მიხედვით დავადგენთ“.

ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ეს პროცესი სრულიად გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს, და მსჯელობა ყველა მხარისთვის ღიად უნდა მიმდინარეობდეს:

 „უნდა გამოინახოს კომპრომისული ვარიანტი, რომელიც ფერმერების, ბიზნესისა და სახელმწიფოს ინტერესებს გაითვალისწინებს, რათა ერთის ხარჯზე მეორის დახმარება არ მოხდეს. მაგრამ, რთული გადაწყვეტილებების მიღებას ვერ ავცდებით“.

სომხეთში მიტოვებულ მიწებს იმ ფერმერებს გადასცემენ, რომლებიც მათი დამუშავებისთვის მზად არიან


ასევე წაიკითხეთ