„ჭიქა ნახევრად სავსეა, თუმცა ბოლომდე გავსებული არ არის“, - ასე შეაფასა სიტუაცია ევროპის საბჭოს კორუფციასთან ბრძოლის ქვეყნების ჯგუფის გენერალურმა მდივანმა " />

GRECO: სომხეთში კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით პროგრესი შეინიშნება

„ჭიქა ნახევრად სავსეა, თუმცა ბოლომდე გავსებული არ არის“, - ასე შეაფასა სიტუაცია ევროპის საბჭოს კორუფციასთან ბრძოლის ქვეყნების ჯგუფის გენერალურმა მდივანმა

ფოტო: გევორგ კაზარიანი, JAMnews

სომხეთის მთავრობამ სასამართლო სისტემაში არსებულ კორუფციასთან ბრძოლაში გარკვეულ პროგრესს მიაღწია – ამგვარი შეფასება გააკეთა კორუფციასთან მებრძოლი ქვეყნების ჯგუფმა, GRECO-მ (Group of States Against Corruption), რომელმაც ერევანში საკუთარი დავალებების განხორციელების მონიტორინგი ჩაატარა.

ორი წლის წინ მოცემულმა ორგანიზაციამ, რომელმაც სომხეთის პარლამენტის წევრებს, მოსამართლეებსა და პროკურორებს შორის არსებული კორუფციული რისკები შეაფასა, მთავრობას 18 დავალება მისცა.

GRECO-ს გენერალური მდივანი მიესლმება იმ ფაქტს, რომ სომხეთში, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, მთავარი ყურადღება სასამართლო სისტემის მიმართ იყო მიპყრობილი, რადგანაც რეფორმების გატარება, პირველ რიგში,  სწორედ ამ სფეროშია აუცილებელი.

„მოცემულ მომენტში მოქმედებები საჭირო მიმართულებით ვითარდება. სასამართლო სისტემაში მომხდარი ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ისიც, საზოგადოებამ იცოდეს და სწამდეს, რომ არსებობს ისეთი სისტემა, რომელიც ყველანაირი ზეწოლისგან თავისუფალია. ჭიქა ნახევრად სავსეა, თუმცა მთლიანად გავსებული არ არის“, – განაცხადა  GRECO-ს გენერალურმა მდივანმა ჯანლუკა ესპოზიტომ.

ესპოზიტომ სასამართლო სისტემაში კორუფციის შესამცირებლად აუცილებელ ფაქტორად ორგანიზაციის ორი დავალება დაასახელა: უმაღლესი სასამართლო ორგანოსა და ოფიციალურ პირთა ქონების მაკონტროლებელი კომისიის შექმნა.

სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა პიოტრ სვიტალსკიმ აღნიშნა, რომ GRECO-ს დავალებების შესასრულებლად სომხეთს ფინანსური დახმარება გამოეყო.

„მიგვაჩნია, რომ GRECO სომხეთში ჩვენი ლოკალური პროექტების თვალსაზისრისითაც ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს. ბოლო თვეებში სომხეთში რიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა კორუფციასთან ბრძოლის ინსტიტუციონალური  და საკანონმდებლო საფუძვლების გამყარების მიზნით, შეიმუშავეს კანონი ახალი ანტიკორუფციული ორგანოს შესაქმნელად, რომელიც ინფორმატორებს იცავს და დეკლარაციის წარმდგენი პირების სიას აფართოებს.

ევროკავშირი ამ ცვლილებებს მიესალმება, მაგრამ, როგორც იცით, მთავარი ამ მიდგომების ცხოვრებაში განხორციელებაა. ანტიკორუფციული ორგანო მალე ამოქმედდება, და საკანონმდებლო ცვლილებები უკვე ქმედითად შემოწმდება. იმედი გვაქვს, რომ სომხეთის მოქალაქეები ცვლილებებს იგრძნობენ“, – თქვა ევროკავშირის ელჩმა.

ამავდროულად, სომხეთის იუსტიციის მინისტრი დავიდ არუთუნიანი მიიჩნევს, რომ GRECO-ს დავალებების შედეგების ნაწილი ჯერჯერობით საგრძნობი ვერ გახდება – საჭიროა დრო.

„კერძოდ, დეკლარირება ან ის, რომ წელს ოფიციალური პირებისთვის ნაღდი ანგარიშსწორება შევზღუდეთ. მეტიც, ჩვენ პასუხისმგებლობის დასაკისრებლად ძალიან სერიოზული საშუალებები გავითვალისწინეთ. ამ წლების განმავლობაში კანონისთვის გვერდის ავლის ამ სერიოზული საშუალების დახურვა შევძელით“, – თქვა არუთიუნიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, ახალი სასამართლო კოდექსი სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებს გადაჭრის, აპრილიდან კი კორუფციასთან ბრძოლის კომისიაც ამოქმედდება.

Related Posts

ესტონეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც სომხეთისა და ევროკავშირის შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა

ესტონეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც სომხეთისა და ევროკავშირის შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა

კორუფციასთან ბრძოლა სომხეთში. მითი და რეალობა

კორუფციასთან ბრძოლა სომხეთში. მითი და რეალობა

კორუფციასთან ბრძოლაში სომხეთმა მნიშვნელოვან წინსვლას ვერ მიაღწია

კორუფციასთან ბრძოლაში სომხეთმა მნიშვნელოვან წინსვლას ვერ მიაღწია

მმართველმა პარტიამ სომხეთის პრეზიდენტობის კანდიდატი დაასახელა

მმართველმა პარტიამ სომხეთის პრეზიდენტობის კანდიდატი დაასახელა

სომხეთის

სომხეთის "მარტის მოვლენებიდან" 10 წლის შემდეგ, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მკვლელობის საქმე გაუხსნელია

სომხეთის პრეზიდენტი: „ჩვენ ევროპის საბჭოს წინაშე ვალდებულებები შევასრულეთ“

სომხეთის პრეზიდენტი: „ჩვენ ევროპის საბჭოს წინაშე ვალდებულებები შევასრულეთ“

სომხეთში დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანო შეიქმნება

სომხეთში დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანო შეიქმნება

სომხეთში კორუფციასთან ბრძოლა გრძელდება, მაგრამ შედეგი ჯერ არ ჩანს

სომხეთში კორუფციასთან ბრძოლა გრძელდება, მაგრამ შედეგი ჯერ არ ჩანს

სომხეთში ოპოზიციონერს თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯეს

სომხეთში ოპოზიციონერს თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯეს

სომხეთში პრემიერ-მინისტრის წლიური მუშაობის შედეგებს აჯამებენ

სომხეთში პრემიერ-მინისტრის წლიური მუშაობის შედეგებს აჯამებენ

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ