მაგრამ თუ ისინი თანხას დააბრუნებენ, სისხლის სამართლის საქმე დაიხურება" />

სომხეთში გადასახადების დამალვის გამო რამდენიმე ოლიგარქზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

მაგრამ თუ ისინი თანხას დააბრუნებენ, სისხლის სამართლის საქმე დაიხურება

სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტმა გამოაქვეყნა იმ გაზგასამართი სადგურების სია, რომლებიც გადასახადების გადახდას თავს არიდებდნენ. მთლიანობაში გადასახადების გადახდას თავს არიდებს რვა კომპანია. მათ რიცხვშია ასევე ის გაზგასამართი სადგურები, რომლებიც პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერს, სომხეთის ეროვნული საკრებულოს დეპუტატს, ოლიგარქ გაგიკ ცარუკიანს ეკუთვნის. გადასახადებს არ იხდიდა ასევე სომხეთის პარლამენტის ყოფილი დეპუტატის მგერ სედრაკიანის კომპანია, და „გაზპრომ-სომხეთის“  კუთვნილი „ავტოგაზი“.

მთლიანობაში ამ კომპანიებმა სახელმწიფო ბიუჯეტში 946 მილიონი დრამის (დაახლოებით 2 მილიონი დოლარი) ოდენობის თანხა არ შეიტანეს.

სისხლის სამართლის საქმე ყველა კომპანიის წინააღმდეგ არის აღძრული. თუმცა, თუკი ისინი სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზარალს აანაზღაურებენ, სისხლის სამართლის საქმე დაიხურება;

 „არსებობს საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული ძალიან მნიშვნელოვანი რამ –  საზოგადოებას ეკონომიკური დანაშაულების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნა აქვს. ჩემი აზრით, სამეურნეო სუბიექტების გასამართლება, ციხეში ჩასმა და მათთვის სამეურნეო საქმიანობის აკრძალვა საჭირო არ არის,  რადგან შედეგად, გადასახადების პოტენციურ გადამხდელს ვკარგავთ. გადასახადების გადამხდელის ქცევა უნდა შეფასდეს და სწორი მიმართულება მიეცეს“, – განაცხადა სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის ხელმძღვანელმა დავიდ ანანიანმა.

მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ თვენახევრის განმავლობაში სულ გამოვლინდა 42 მილიონი დოლარის ოდენობის გადასახადების გადაუხდელობის შემთხვევა, რაც დაბრუნებას ექვემდებარება. აქედან ბიუჯეტში უკვე 800 მილიონი დარამია (1,6 მილიონი დოლარი) დაბრუნებული.

სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს განაცხადა, რომ ეს თანხა ყოველდღიურად იზრდება:

 „დღესდღეობით ამ თანხამ 1,5 დრამი (3,1 მილიონი დოლარი) შეადგინა. ეს უწყვეტი პროცესია, რადგან სულ ახალ-ახალი სისიხლის სამართლის საქმეები აღიძრება“.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ