სირიაში მყოფი დიპლომატიური წარმომადგენლობა თანამემამულეების სასწრაფო ევაკუაციისთვის მზადაა" />

სომხეთმა სირიის ტერიტორიაზე თურქეთის სამხედრო შეჭრა დაგმო

სირიაში მყოფი დიპლომატიური წარმომადგენლობა თანამემამულეების სასწრაფო ევაკუაციისთვის მზადაა

თურქეთი, სირია, სომხეთი, ერდოღანი, ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთი სირიის ტერიტორიაზე თურქეთის ჯარის შეჭრას გმობს. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. პრემიერ-მინისტრმა მოწოდებით მიმართა ასევე საერთაშორისო საზოგადოებრიობას, რათა თურქეთის თავდასხმის საწინააღმდეგოდ ყველა ღონე იხმარონ.

სირიაში სომხეთის ჰუმანიტარული მისია გრძელდება. სომეხი ექიმები და გამნაღმველები ყოველდღიურ მუშაობას აგრძელებენ.

ვინ არიან ქურთები და რატომ არიან ისინი დარტყმის ქვეშ

• რატომ აზერბაიჯანმა სირიაში თურქეთის ოპერაციას მხარი დაუჭირა

რატომ მიდიან სირიაში პანკისელი ბიჭები?

სირიაში სომხეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა დაბომბვის ქვეშ, კერძოდ – ქალაქ ტელ აბიადსა და კამიშლიში, მოხვედრილი თანამოქალაქეების სასწრაფო ევაკუაციის ორგანიზებას ახდენს.

თურქეთმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში ოპერაცია დაიწყო, რათა საკუთარი საზღვრების გასწვრივ „უსაფრთხო ზონა“ შექმნას. შეტევის ქვეშ არის 200-ზე მეტი ობიექტი. გამოიყენება მძიმე სამხედრო შეიარაღება – ავიაცია და არტილერია. ვაშინგტონმა განაცხადა, რომ თურქ სამხედროებს წინააღმდეგობას არ გაუწევს, და ამ ტერიტორიებიდან საკუთარი ჯარის გაყვანა დაიწყო. შექმნილ სიტუაციაში კონფლიქტის ესკალაციის საფრთხე გაჩნდა თურქ და სირიელ ქურთებს შორის, რომლებიც ამჟამად სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს აკონტროლებენ. 

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ გაფრთხილებას იძლევა

საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებაში ნათქვამია:

„ეს შეჭრა სამომავლოდ რეგიონული უსაფრთხოების გაუარესებას, მშვიდობიან მოსახლეობას შორის დანაკარგებს,  გადაადგილებულ პირთა დიდ ნაკადს, და საბოლოოდ, ახალ ჰუმანიტარულ კრიზისს გამოიწვევს“.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, ეს სამხედრო თავდასხმა, იდენტობის საფუძველზე, ადამიანების უფლებების უხეში და მასობრივი დარღვევის საფრხთეს ქმნის

„სომხეთი ამ სამხედრო თავდასხმის შესაჩერებლად, მასობრივი სიმხეცის აღსაკვეთად და სირიის თურქეთის მოსაზღვრე მოსახლეობის დასაცავად  ქმედითი საერთაშორისო ძალისხმევის გამოყენებისკენ მოუწოდებს“.

გარდა ამისა, განცხადებაში ნათქვამია, რომ ერევანი მოძმე სირიელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას გააგრძელებს.

სომხეთის ჰუმანიტარული დახმარების შესახებ

ერევანი დამასკოს ომის დაწყებიდან სამშვიდობო დახმარებას უწევს. დახმარება განკუთვნილია სირიის იმ მოსახლეობისთვის, რომელიც საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალდა.

სომხურ მხარეს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ სირიაში მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ისახავს და მხოლოდ ჰუმანიტარული საქმიანობით შემოიფარგლება.

 „დახმარების გაწევა მხოლოდ არასაომარი მოქმედებების ზონაში მოხდება. სომეხი სპეციალისტები ჰუმანიტარულ საქმიანობას განახორციელებენ, რაც განაღმვას, მოსახლების ნაღმსაწინააღმდეგო ინფორმირებას, ასევე ალეპოში სამედიცინო დახმარების გაწევას გულისხმობს“, – განაცხადა  სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა არცრუნ ოვანისიანმა.

სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა ასევე განაცხადა , რომ სომეხი სპეციალისტები სამხედრო მოქმედებებში არ ჩაერთვებიან:

 „ეს მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარული პროგრამაა  და მას არავითარი  სამხედრო მნიშვნელობა არ გააჩნია. ჩვენ ამ პროგრამის განხორციელებას სომხეთის საბიუჯეტო შესაძლებლობების ფარგლებში ვაპირებთ. 2019 წლის ბიუჯეტში ჰუმანიტარული პროგრამის ჩატარების ყველა ხარჯი გათვალისწინებულია“.

სირიაში სამხედრო მოქმედებების აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ 2019 წლის თებერვალში სომხეთმა იქ ჰუმანიტარული მისია გააგზავნა. ეს არის გამნაღმველებისა და ექიმების ჯგუფი – სულ 83 ადამიანი.

განგაში პანკისის ხეობაში – სირიის ომის ექომ საქართველომდეც მოაღწია

სომხეთი ალეპოში ჰუმანიტარულ მისიას გააგრძელებს

იმის თაობაზე, რომ სომხეთი სირიის ტერიტორიაზე თურქეთის ჯარის შეჭრას გმობს, 10 ოქტობერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმაც განაცხადა:

 „ამ სიტუაციით შეფშფოთებულები ვართ, რადგან, ჩვენი შეფასებით, ამგვარი ქმედებები სირიაში ჰუმანიტარულ კრიზისს კიდევ მეტად გააღრმავებს“.

ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობამ აუცილებლად უნდა გადადგას ნაბიჯები თურქეთის უკანონო თავდასხმის შესაწყვეტად, და დაიცვას თურქეთის საზღვრის გასწვრივ მცხოვრები სირიის მოქალაქეები, მათ შორის – ეროვნული უმცირესობებიც“.

 „ამ კონტექსტში მინდა აღვნიშნო, რომ სომხეთი ალეპოში (სირია) ჰუმანიტარულ მისიას ატარებს, ამას წარმატებით აკეთებს, და ჩვენ მის განხორციელებას გავაგრძელებთ“, – თქვა ფაშინიანმა.

ჰუმანიტარული განაღმვისა და ექსპერტიზების ცენტრის საზოგადოებასთან ურთერთობაზე პასუხისმგებელმა ნაზელ ელბაკიანმა ჰუმანიტარული მისიის გაგრძელება ასევე დაადასტურა:

 „ეს-ესაა, სირიაში ჰუმანიტარული მისიის ხელმძღვანელს ვესაუბრე. მისია ჩვეულებრივ რეჟიმში მოქმედებს… მისიას სხვა მითითებები არ მიუღია. სომეხი ექიმები და გამნაღმველები ალეპოში ყოველდღიურ მუშაობას აგრძელებენ.

რა ზომებს იღებს სომხეთის ხელისუფლება

სომხეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, სირიის, ლიბანისა და ერაყის მოქალაქეებს შეუძლიათ, თავიანთ ქვეყნებში  სომხეთის მოქალაქეობა მიიღონ.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ავეტ ადონცმა განმარტა, რომ ჯერ კიდევ 2012 წელს მთავრობამ ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო, და სირიის, ლიბანისა და ერაყის მოქალქეებს ამ ქვეყნების საკონსულოებსა და საელჩოებში  სომხეთის მოქალაქეობის მიღება შეეძლოთ. თუმცა, მაშინ ვადა 2018 წლის 31 დეკემბრამდე იყო შეზღუდული.

„ამ ქვეყნებში არსებული შიდა სიტუაციისა და დაძაბულობის გათვალისწინებით, აუცილებელია მოცემული გადაწყვეტილების გაგრძელება, რათა ამ ქვეყნების მოქალაქეებმა თავიანთი ქვეყნების საკონსულოებსა და საელჩოებში  სომხეთის პირველი პასპორტის მიღება 2019 წლის 31 დეკემბრამდე შეძლონ“, – აღნიშნა ადონცმა.

თურქეთის სირიაში შეჭრის შედეგები

10 ოქტომბერს სირიული სააგენტო Sana-ს  ცნობით, გაირკვა, რომ სხვადასხვა ქალაქში მომხდარი დაბომბვების შედეგად დაიღუპა 8 მშვიდობიანი მოქალაქე, 20 კი – დაიჭრა.

იუწყებიან ასევე, რომ დაღუპულთა შორის არის რამდენიმე ბავშვი და ქალი.

გაჩნდა ინფორმაცია იმ სომხების შესახებ, რომლებიც თურქეთის ჯარის მიერ დაბომბვის ქვეშ არსებულ დასახლებებში ცხოვრობენ.

განათლების, მეცნიერების,  ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხთა საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ მხითარ აირაპეტიანმა თავის  Facebook-გვერდზე ინფორმაცია  გაავრცელა

სირიაში სომხეთის მთავარი კონსულის არმენ სარკისიანის სიტყვებზე დაყრდნობით, მხითარიანი იუწყება, რომ სირიაში სომხეთის წარმომადგენლობა მზადაა თანამემამულეების სასწრაფო ევაკუაციისთვის.

„სირიის ჩრდილოეთით, ქალაქ ტელ-აბიადში დაახლოებით 16 სომხური ოჯახი თურქეთის ჯარის მიერ დაბომბვის ქვეშ მოჰყვა… გარდა ამისა, ქალაქი კამიშლი ცეცხლის ქვეშაა, სადაც ასევე ბევრი სომეხია“,  – დაწერა მხითარიანმა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ 16 ოჯახიდან 13 – ტელ აბიადიდან უკვე გაემგზავრა, ხოლო კამიშლის სომხები – 400-ზე მეტი ოჯახი –  საკუთარი სახლების დატოვებას ჯერჯერობით არ თანხმდება.


ასევე წაიკითხეთ