სომხეთში მწვავე პოლიტიკური დებატები და „ყველას წინააღმდეგ„ მიმართული საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. " />

სომხეთი: ის, ვინც პური მოიტანა და მოკვდა

სომხეთში მწვავე პოლიტიკური დებატები და „ყველას წინააღმდეგ„ მიმართული საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

ერევანში დაძაბული სიტუაციაა -16 მარტს არტურ სარგსიანი გარდაიცვალა, რამაც საზოგადოების დიდი ნაწილის მძაფრი რეაქცია გამოიწვია. სარგსიანმა პოპულარობა 2016 წლის ივლისში, ოპოზიციურ დაჯგუფებასა და პოლიციას შორის მომხდარი დაპირისპირების დროს მოიპოვა.

 

Артур

2016 წლის 17 ივლისს შეიარაღებული მოქალაქეების ჯგუფმა ერევნის გარეუბანში სომხეთის პოლიციის საპატრულო-გამშვები სამსახურის პოლკის ტერიტორია დაიკავა და დაახლოებით ერთი თვით ადრე დაკავებული ოპოზიციონერის, ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლება და პრეზიდენტ სარგსიანის გადადგომა მოითხოვა.

დაპირისპირება ორ კვირაზე მეტხანს გრძელდებოდა.

Bread

დაჯგუფება „სასნა ცრერის“ წევრმა, ვარუჟან ავეტისიანმა „ფეისბუკში“  გასნაცხადა, რომ შეიარაღებული ამბოხება დაიწყო. იგი ხალხს მობილიზებიასკენ მოუწოდებდა. „რევოლუცია დაიწყო, შემოგვიერთდით!“ – წერდა ის ინტერნეტში და საზოგადოებას გარეთ გამოსვლისა და ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებდა. JAMnews-ის რეპორტაჟი 2016 წლის ივლისის მოვლენების შესახებ.  

26 ივლის შემთხვევის ადგილზე არტურ სარგსიანი გამოჩნდა. საკუთარი მანქანის საჭესთან მჯდარმა სარგსიანმა პოლიციის მიერ აღმართული ზღუდე გაარღვია და, სამართალდამცავების სროლის ფონზე, ამბოხებულთა ჯგუფამდე მიაღწია. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ მის ერთადერთ მიზანს ოპოზიციონერებისთვის საჭმლის მიტანა წარმოადგენდა.  მის გამოჩენამდე ალყაშემორტყმული ამბოხებულები რამდენიმე დღის განმავლობაში შიმშილობდნენ.

ამ ისტორიის შემდეგ არტურ სარგსიანი უაღრესად პოპულარულ ადამიანად იქცა. მას  მეტსახელად “აც ბეროხი“ შეარქვეს, რაც სომხურად „პურის მომტანს“ ნიშნავს. მაგრამ იგი დააკავეს და „ამ ქვედანაყოფის ადმინისტრაციული შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის დაკავება და უკანონოდ დაკავებულ სივრცეში გამაგრება“ დასდეს ბრალად.

 თავიდან იგი ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით გაათავისუფლეს, მაგრამ 2017 წლის 9 თებერვალს მას ამ პირობის დარღვევაში დასდეს ბრალი და, შედეგად, სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ამის პასუხად არტურ სარგსიანმა შიმშილობა დაიწყო.

შიმშილობა 23 დღის განმავლობაში არ შეუწყვეტია. ამის შემდეგ, 6 მარტს, იგი 26 პარლამენტარის  თავდების საფუძველზე გაათავისუფლეს. ექვსმა დეპუტატმა გირაოს თანხა შეაგროვა – თითოეულმა მათგანმა ხუთასი ათასი დრამი [დაახლოებით 1000 დოლარი] გადაიხადა.

მაგრამ 15 მარტს მისი მდგომარეობა უკიდურესად გამწვავდა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც იმავე ღამით ოპერაცია ჩაუტარდა. მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და 16 მარტს აც ბეროხი გარდაიცვალა. ოფიციალურად, სიკვდილის მიზეზად გულის გაჩერება დასახელდა.  

აქტივისტებმა მის სიკვდილში ხელისუფლება დაადანაშაულეს და ამჟამად მოითხოვენ, რომ პასუხისგებაში მიეცეს ყველა იმ სტრუქტურის ხელმძღვანელი, რომელიც მის დაპატიმრებაში მონაწილეობდა.

მთავარ დამნაშავეთა შორის ისინი იუსტიციის მინისტრს, არპინე ოვანესიანსა და ჯანდაცვის მინისტრ ლევონ ალთუნიანს ასახელებენ. აქტივისტები მათ გადადგომას მოითხოვენ

ამას გარდა,  აქტივისტები მოითხოვენ, რომ არტურ სარგსიანი სამხედრო პანთეონ ერაბლურში დაიკრძალოს – გამომდინარე იქიდან, რომ 1991-1994 წლებში იგი მთიანი ყარაბაღის ომში მონაწილეობდა.

საპროტესტო ტალღის ქრონოლოგია

 

unnamed-4-14-600x399

27 თებერვლიდან 6 მარტამდე (არტურ სარგსიანის გათავისუფლებამდე) აქტივისტების ჯგუფი ერევანში მის მხარდასაჭერ მჯდომარე აქციას არ წყვეტდა.

2 მარტს არტდაჯგუფება „კონტრდარტყმამ“ პარლამენტის ტერიტორიის ღობეზე გამოსახა მოწოდება არტურ სარგსიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. თუმცა, ძალიან მალე  გრაფიტი სათანადო ორგანოებმა წაშალეს.

 

Граффити

 

16 მარტს, არტურ სარგსიანის გარდაცვალების დღეს, კოკისპირული წვიმის მიუხედავად, დაახლოებით ასმა ადამიანმა სომხეთის დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობა მოაწყო. დემონსტრანტები მოქალაქეებს  არტურ სარგსიანის ხსოვნის პატივსაცემად გამართულ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ.

17 მარტს კი ერევანში მოწყობილ მსვლელობაში ორ ათასზე მეტმა დემონსტრანტმა მიიღო მონაწილეობა. ისინი პერიოდულად გზას კეტავდნენ და ხანმოკლე მჯდომარე დემონსტრაციებს ატარებდნენ. რეპუბლიკის მოედანზე, მთავრობის სასახლესთან მისული დემონსტრანტების ლიდერებმა სომხეთის მინისტრთა კაბინეტს გადასცეს მოთხოვნა არტურ სარგსიანის სამხედრო პანთეონ „ერაბლურში“ დაკრძალვასთან დაკავშირებით. პრემიერის მრჩეველმა, აიკ ზოღრაბიანმა პირობა დადო, რომ დემონსტრანტები პასუხს მომდევნო დღეს მიიღებდნენ.

 

იმავე დღეს დაახლოებით 30-მა აქტივისტმა თავისუფლების მოედანზე მჯდომარე აქცია დაიწყო. დემონსტრანტების განცხადებით, მათ გადაწყვეტილი აქვთ, რომ ეტაპობრივად მიაღწიონ იმ მოთხოვნების შესრულებას, რომლებიც მათ აქვთ.

შაბათს, 18 მარტს მანიფესტანტებისთვის არავის უცნობებია, თუ რას ფიქრობდა ხელისუფლება არტურ სარგსიანის დასაფლავებასთან დაკავშირებით. პროტესტის ნიშნად, აქტივისტები შეეცადნენ, რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა გადაეკეტათ, მაგრამ პოლიციამ ძალა გამოიყენა და დემონსტრანტები გზის სავალი ნაწილიდან განდევნა.

ამის შემდეგ  აქტივისტები თავისუფლების მოედანზე დაბრუნდნენ და განაცხადეს, რომ საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ და დაუმორჩილებლობის აქციაში  საზოგადოების ფართო მასებს ჩართავენ.

რატომ მაინცდამაინც ჯანდაცვისა დ იუსტიციის მინისტრები?

arm1489737999100

medialab.am

იმიტომ, რომ არტურ სარგსიანს ბეხტერევის დაავადება სჭირდა – ავადმყოფობა, რომელიც მინისტრთა კაბინეტმა  პატიმრობასთან შეუთავსებელი დარღვევების სიაში შეიტანა. და, ამის მიუხედავად, ის მაინც დააპატიმრეს.

ამას გარდა, მანამდე არტურ სარგსიანმა ხერხემლის პროთეზირების ოპერაციაც გადაიტანა; პირველი დაპატიმრების შემდეგ კი ექიმებმა  კუჭისა და საყლაპავი მილის ეროზია დაუდგინეს. ამას გარდა, არტურს  საყლაპავ მილზე ნახეთქები აღმოაჩნდა, რის გამოც მას შიდა სისხლდენა და სისხლიანი პირღებინება დაეწყო
2016 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში არტურ სარგსიანის დაცვის მხარემ ევროპის ადამიანის უფლებათა სასასამართლოს მიმართა  შუამდგომლობით და სომხეთის მთავრობისათვის მისი მკურნალობისათვის საჭირო ზომების მიღების დავალება სთხოვა რამდენიმე დღის შემდეგ ევროსასამართლომ  ქვეყნის ხელისუფლებას ამომწურავი ინფორმაცია მოსთხოვა  პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.  
გახდა თუ არა შიმშილობა არტურ სარგსიანის სიკვდილის მიზეზი? უახლოეს მომავალში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგები გამოქვეყნდება, მაგრამ როგორც ჩანს, უკვე შეიძლება იმის მტკიცება, რომ შიმშილობამ ასეთი დაავადებების მქონე ადამიანის სიკვდილი ძალიან დააჩქარა.

სომეხი უფლებადამცველები არტურ სარგსიანს „სინდისის პატიმარს“ უწოდებენ.

რას წერენ სოციალურ ქსელებში

სომხურ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული გზავნილებით თუ ვიმსჯელებთ, საზოგადოების უდიდესი ნაწილი მომხდარს პირად ტრაგედიად მიიჩნევს.

პირველი ტენდენცია: არტური რეჟიმმა იმსხვერპლა

რესპუბლიკურმა პარტიამ არტურ სარგსიანის სიკვდილთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა. ხუმრობთ? ჯერ ადამიანს კლავთ და შემდეგ მწუხარებას გამოთქვამთ? სად იყვნენ რესპუბლიკელები, როდესაც არტური 25 დღის განმავლობაში შიმშილობდა? სად იყვნენ რესპუბლიკელი დეპუტატები მაშინ, როდესაც არტურის მხარდასაჭერად ხელმოწერები გროვდებოდა? ახლა მაინც გამოიჩინეთ თავშეკავება. თქვენს ცინიზმს საზღვარი არ აქვს.

 [ხელისუფლებამ] არტური კი არა, მოთმინება მოკალით. ჩვენ ლოდინს აღარ ვაპირებთ, ჩვენ მზადებას ვიწყებთ!

მეორე ტენდენცია: არტური საზოგადოების გულგრილობამ იმსხვერპლა

ის არა ხელისუფლების, არამედ ჩვენი  სულმოკლეობის გამო მოკვდა”.

არტური გარდაიცვალა! იგი რეჟიმმა მოკლა. ჩვენ კი ხელისუფლებას მისი მოკვლის უფლება მივეცით“.

მესამე ტენდენცია: წინასაარჩევნო

თავისი სიკვდილით არტური იმ ჭაობს დაუპირისპირდა, რომელსაც პოლიტიკურ სისტემად მიიჩნევენ. იგი არამხოლოდ სახელისუფლებო პარტიას, არამედ ყველა იმ ძალასაც დაუპირისპირდა, რომელიც ოპოზიციად ასაღებს თავს. მან გაიმარჯვა. ახლა კი ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, მივიღებთ თუ არა მონაწილეობას პოლიტიკური ფარისევლობის ზეიმში”!

ყველა, ვინც პატივს სცემს არტურს, არჩევნებს ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს. სწორედ ასეთი გეგმა ჰქონდა მას სიკვდილის წინ”.

კარგი იქნება, თუკი პურის ფასის მცოდნე ყველა კანდიდატი საჯაროდ იტყვის უარს წინასაარჩევნო რბოლაზე”.

 


ასევე წაიკითხეთ