ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ მისი დაკეტვის ვალდებულება არ აქვს" />

სომხეთის ატომური სადგური მუშაობას აგრძელებს. მას ახალი ენერგობლოკი დაემატება

ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ მისი დაკეტვის ვალდებულება არ აქვს

სომხეთში აშენდება ახალი ატომური ენერგობლოკი, რომელიც ყოველწლიურად 600 მეგავატ ენერგიას გამოიმუშავებს. ეს ქვეყანაში წარმოებული ენერგიის მოცულობის შენარჩუნების საშუალებას გააჩენს.

უნდა დაიკეტოს თუ არა ატომური სადგური სომხეთში? და უნდა აშენდეს თუ არა ახალი

სომხეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ

ატომური სადგურის ექსპლუატაცია უნდა გაგრძელდეს

მეწამორის ატომური ელექტროსადგური, უკვე დიდი ხანია, დავის საგანს წარმოადგენს. ზოგიერთი საერთაშორისო სტრუქტურა, მათ შორის ევროკავშირი, სადგურის დაკეტვას ან მოდერნიზაციას მოითხოვს. დისკუსიის გააქტიურების მიზეზად ევროკავშირსა და სომხეთს შორის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება იქცა.

ენერგეტიკული თანამშრომლობისა და ატომური უსაფრთხოების განყოფილების თანახმად, სომხური მხარე ვალდებულებას იღებს, რომ ატომური ელექტროსადგური დაკეტოს და მისი ახალი სიმძლავრეებით შეცვლა განხორციელდეს. მაგრამ ქვეყნის ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ ექსპლუატაციის ვადები გაგრძელდება, რადგან ამჟამად სომხეთს ახალი ელექტროსადგურის აშენება ან არსებული სიმძლავრეების შეცვლა არ შეუძლია.

მოცემულ მომენტში მიმდინარეობს სამუშაოები, რაც სადგურის უსაფრთხოდ ექსპლუატაციის საშუალებას გააჩენს. თუმცა, ჯერჯერობით გაურკვეველია, ეს ვადა რა დროით გაგრძელდება.

გარდა ამისა, იგეგმება ახალი ენერგობლოკის მშენებლობა. მანამდე იუწყებოდნენ, რომ ის სომხეთს შეიძლება 5 მილიარდი დოლარი დაუჯდეს.

ატომური ელექროსადგური მაშინ დაიკეტება, როდესაც სიმძლავრეების შეცვლა მოხერხდება

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ატომური ელექტროსადგურის დაკეტვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ევროკავშირთან შეთანხმება ატომური ელექტროსადგურის დაკეტვას არ გულისხმობს:

„მინდა იმის კონსტატირება მოვახდინო, რომ სომხეთ-ევროკავშირს შორის ყოვლისმოცველი და გაფართოებული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებაში ატომური სადგურის დაკეტვის თემა ადეკვატური სიმძლავრის ენერგიის წყაროების შექმნას ებმის. ჩვენს დღის წესრიგში ატომური ელექტროსადგურის დაკეტვა კი არ დგას, არამედ შესაბამისი შემცვლელი სიმძლავრეების შექმნა“.

მეწამორის ატომური ელექტროსადგურის შესახებ

სომხეთის, ან მეწამორის ატომური ელექტროსადგური, ოც წელიწადზე მეტია, რესპუბლიკის ენერგეტიკული უსაფრთხოების სისტემის საკვანძო რგოლს წარმოადგენს. ის სომხეთის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის დაახლოებით 40 პროცენტს უზრუნველყოფს. და სტრატეგიულ მიმართულებად არის მიჩნეული.

ობიექტი საექსპლუატაციოდ 1977 წელს ჩაბარდა. 1988 წელს  ქვეყნის ჩრდილოეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ საბჭოთა კავშირის

მინისტრთა საბჭომ ატომური ელექტროსადგურის მუშაობის შეჩერების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ეს განმეორებითი ბიძგების ალბათობას უკავშირდებოდა.

თუმცა, ხუთი წლის შემდეგ, 1993 წელს დამოუკიდებელი სომხეთის ხელისუფლება სადგურის მეორე ენერგობლოკის თავიდან ამოქმედებაზე წავიდა. ელექტროენერგიის სხვა რეალური წყაროების არარსებობის პირობებში, ეს ერთადერთი საშუალება იყო ენერგეტიკული კრიზისიდან გამოსასვლელად, რომელიც ქვეყანაში სსრკ-ს დაშლისა თურქეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან ბლოკადის შემდეგ დაიწყო.

ატომური ენერგია სომხეთის საერთო ენერგეტიკული სისტემის უმნიშვნელოვანეს საკითხად რჩება და სტრატეგიულ მიმართულებად მიიჩნევა.


ასევე წაიკითხეთ