ხილითა და სხვა პროდუქტებით დატვირთული მანქანები ოთხი დღე-ღამის განმავლობაში საზღვართან დგანან. მძღოლები პანიკაში არიან - საწვავი ილევა და ტვირთი, შესაძლოა, გაფუჭდეს" />

ზემო ლარსთან წარმოქმნილი საცობის გამო, სომხეთიდან წამოსული ათასობით მანქანა მეოთხე დღეა გაჩერებულია

ხილითა და სხვა პროდუქტებით დატვირთული მანქანები ოთხი დღე-ღამის განმავლობაში საზღვართან დგანან. მძღოლები პანიკაში არიან - საწვავი ილევა და ტვირთი, შესაძლოა, გაფუჭდეს

„ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან წარმოქმნილი საცობის გამო. მანქანების კოლონა კილომეტრებზე გაიჭიმა. მძღოლების თქმით, საზღვართან ათასზე მეტი მანქანაა. პრაქტიკულად, ყველა ეს მანქანა სომხეთიდანაა. სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით დატვირთული სატვირთოები ოთხი დღე-ღამის განმავლობაში ვერ ახერხებენ საკონტროლო-გამშვები პუნქტის გადაკვეთას.

  ძირითად სახმელეთო  გზას, რომლის გავლითაც სომხეთიდან რუსეთში ექსპორტი ხორციელდება სწორედ „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტი წარმოადგენს.

 „ოთხშაბათს შუადღისთვის „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან 100-120 სატვირთო ავტომობილი დაგროვდა. განსაკუთრებული საცობი საქართველოს მხარეს, რუსეთის საზღვრის მიმართულებით წარმოიქმნა, მაგრამ მოძრაობა ორივე მიმართულებით გაძნელებულია.  საობის მიზეზები „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის გამტარუნარიანობას უკავშირდება“, – აცხადებენ სომხეთის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების  სამინისტროში.

აქ აღიარებენ, რომ არსებითი ნაბიჯების გადადგმა არ შეუძლიათ. პრობლემა მასშტაბურია და მისი გადაწყვეტის ერთადერთი გზა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით ალტერნატიული გზების გახსნაა;

ერთადერთი გრძელვადიანი გადაწყვეტილება ალტერნატიული გზის გახსნაა, რაზეც მოლაპარაკებები როგორც ქართულ, ისე რუსულ მხარეებთან მიმდინარეობს“.

 „ზემო ლარსის“ საბაჟო საგუშაგოს საპროექტო გამტარუნარიანობა ბუნებრივი თავისებურებებით არის შეზღუდული. ჩვეულებრივ, ის დღეში 70-80 სატვირთო ავტომობილს, 200 მსუბუქ მანქანას და 40 ავტობუსს შეადგენს. დღე-ღამეში საზღვრის გადალახვა დაახლოებით 4000 ადამიანს შეუძლია.

თუმცა, ბოლო რამდენიმე დღეა, სატვირთო ტრანსპორტის ნაკადმა 200 ავტომობილს მიაღწია, ადამიანების რაოდენობა კი 10 ათასს გაუტოლდა. სატვირთო ავტომანქანების დაგროვება იმას უკავშირდება, რომ პრიორიტეტი მსუბუქ ავტომობილებს ენიჭება.

ამავდროულად, სომეხი ბიზნესმენები მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალზე ლაპარაკობენ. ერთ-ერთი მათგანი მიხაილ ბაღდასარიანი ჰყვება, რომ მისი კუთვნილი, გარგრით დატვირთული სატვირთო, მესამე დღეა, საზღვარზე გადასვლას ვერ ახერხებს. კიდევ ორი დატვირთული მანქანა კი ერევანში დგას:

 „ზუსტად არ ვიცით, თუ რას უკავშირდება ეს საცობი. ქართველები რუსებს აბრალებენ, რუსები – ქართველებს. ახლა ჩვენ იმ ორი სატვირთოს ერევნიდან გამომგზავრებას ვერ ვრისკავთ, რადგან შეიძლება დღეების განმავლობაში მათაც იქ დგომა მოუხდეთ. აქ მაცივრები მაინც მუშაობს და საწვავის პრობლემა არ არის“.

სატვირთოს პატრონი შიშობს, რომ გარგარი შეიძლება გაუფუჭდეს. მაცივრები საწვავზე მუშაობს, საწვავი კი ილევა. მიხაილი ამბობს, რომ გადატანაში 50 ათასი რუბლი გადაიხადა (დაახლოებით $800), ამ თანხის ნახევარზე მეტი უკვე საწვავს მოხმარდა.

 „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან გაჭედილი ერთ-ერთი სატვირთოს მძღოლმა JAMnews-სს ათასობით დამდგარი მანქანის შესახებ უამბო:

 „ძალიან სამწუხარო სიტუაციაა. უკვე ორი დღეა, გზა გადაკეტეს და გასვლის საშუალება აღარ არის. დატვირთული მანქანები დგას. ათასზე მეტი მანქანაა. საწვავი ილევა და მის მოსამარაგებლად წასვლაც არ შეგვიძლია. უბრალოდ, საშინელ სიტუაციაში ვართ. მალე წყალიც გამოილევა. პანიკაში ვართ“.

სომხეთში ახლა მოსავლის აღების სეზონია. პროდუქციის ნაწილი ექსპორტზე გადის. ავტომობილების კილომეტრიანი რიგები ამ პერიოდში „ზემო ლარსთან“ პრაქტიკულად ყოველ წელს იჭიმება. გზა ხშირად მეწყერის გამოც იკეტება.


ასევე წაიკითხეთ