ბირთვული უსაფრთხოების თემაზე მომუშავე გარემოსდამცველები იძულებული არიან ქვეყანა დატოვონ " />

საშიში თემა: რატომ დევნიან რუსეთში გარემოსდამცველ აქტივისტებს

ბირთვული უსაფრთხოების თემაზე მომუშავე გარემოსდამცველები იძულებული არიან ქვეყანა დატოვონ

 zaborona.com მასალის მიხედვით

2014 წელს რუსეთ-უკრაინის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ, რუსეთის სპეცსამსახურებმა მთავრობის მოწინააღმდეგე საზოგადოებრივი აქტივისტებს დევნა გაააქტიურეს, განსაკუთრებულ ყურადღებას კი გარემოსდამცველებსა და იმ აქტივისტებს უთმობენ, რომლებიც ბირთვული ენერგიით თემაზე მუშაობენ.

REUTERS/Alexander Demianchuk

მათი საქმიანობის ჩახშობის მიზნით, აქტიურად გამოიყენება კანონი უცხოელთა აგენტების შესახებ, რომელიც რუსეთში 2012 წლის ივნისში მიიღეს და რომელიც მიმართულია უცხოეთიდან დაფინასებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ.

ერთ – ერთი პირველი გარემოსდაცვითი ორგანიზაცია, რომელსაც კანონი შეეხო, “იმედის პლანეტა” იყო. ორგანიზაციას უფლებადამცველი ნადეჟდა ქუთეპოვა ხელმძღვანელობს, რომელიც ბირთვული უსაფრთხოების სფეროში დარღვევებს იძიებს.

• წყლის გარეშე დარჩენილი სომხური სოფლები იცლება

•  აზერბაიჯანული ნაღმები საქართველოში

• დიდი ხეები – მილიარდერის უკანასკნელი ცდუნება

კუტეპოვა ჩელიაბინსკის ოლქის მცირე “დახურულ” ქალაქ ოზერსკიდანაა. ეს ქალაქი საწარმო “მაიაკის” გარშემო შეიქმნა, რომელიც ბირთვული იარაღის კომპონენტებს აწარმოებს, ბირთვული საწვავის გადამუშავებას ეწევა და რადიოაქტიური ნარჩენების ინახავს. 1957 წელს მაიაკში უბედური შემთხვევა მოხდა, რომლის შედარება ჩერნობილის კატასტროფასთან შეიძლება. ანტიბირთვულ მოძრაობაში ჩართული გარემოსდამცველები მას “პირველ ჩერნობელს” უწოდებენ. შემთხვევის შესახებ მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გახდა ცნობილი.

ორგანიზაცია უცხოელ აგენტად გამოაცხადეს, თავად  კუტეპოვას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ცდილობდნენ გადასახადების დამალვის მუხლით. მის ოფისში ჩხრეკებით ჩატარდა, სამართალდამცავები მიდიოდნენ საბავშვო ბაღში (ნადეჟდას ოთხი შვილი ჰყავს), ბლოკავდნენ საბანკო ანგარიშებს და მას სახლთან ყარაულობდნენ. ბოლო წვეთი  გახდა პროპაგანდისტული ფილმი “რუსეთის ბირთვული გული”, რომელიც რუსეთის მთავარ სახელმწიფო არხზე გავიდა. სადაც ითქვა, რომ “იმედის პლანეტა” ინდუსტრიული ჯაშუშობით არის დაკავებული, ანადგურებს ბირთვულ საწარმოებს და ოზერსკში “ფერად რევოლუციას” ამზადებს.

მალევე ეთერში ტელეწამყვან ოლგა სკაბეევას ვრცელი რეპორტაჟი გავიდა, სადაც მან კუტეპოვას სახლი და ბინა აჩვენა და მას ამერიკელი ჯაშუში უწოდა, რომელიც ქვეყნის “ბირთვულ ფარს”ანადგურებდა. ადვოკატმა გარემოსდამცველს რეკომენდაცია მისცა სასწრაფოდ ბარგი ჩაელაგებინა დ ქვეყანა დაეტოვებინა: დღე-დღეზე მისთვის ოფიციალურად ბრალდების წაყენება იყო მოსალოდნელი. 7 ივლისს კუტეპოვა შვილებთან ერთად პარიზში ჩავიდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ საფრანგეთში  პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.

უმჯობესია ატომის ნაცვლად ნაგავს მიხედონ  

რუსეთის სოციალ-ეკოლოგიური კავშირი აწარმოებს მონიტორინგს უფლებადამცველების დევნაზე რუსეთში გარემოსდაცვითი მოძრაობების სფეროში. მაგალითად, 2014 წლიდან უცხოური აგენტების შესახებ კანონის გამოყენების პერიოდში, ხელისუფლებამ აგენტების რეესტრში 31 გარემოსდაცვითი-საზოგადოებრივი ორგანიზაცია შეიტანა , რის შემდეგაც 22 მათგანი დახურეს.

ამასთან, მხოლოდ 2019 წლის პირველ ხუთ თვეში გარემოსდამცველის ერთი მკვლელობა, შვიდი თავდასხმა ეკო აქტივისტებზე, სისხლის სამართლის დევნის ხუთი შემთხვევა და მინიმუმ 110 ადმინისტრაციული საქმე დაფიქსირდა.

”დევნის გამო ეკოლოგებმა თვითცენზურას მიმართეს, განსაკუთრებით იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც უცხოელ აგენტებად არ ცნეს ,” – ამბობს ვიტალი სერვეტნიკი, რუსეთის სოციალურ-ეკოლოგიური კავშირის თანათავმჯდომარე.

ნაგვის პრობლემაზე საუბარი უფრო ადვილია, ვიდრე რადიოაქტიური ნარჩენების პრობლემაზე, რადგან ეს ხალხის ცხვირწინ ხდება  – ნაგავსაყრელი იწვის, ყარს და ყველას ხელს უშლის. ბირთვული ენერგიის საკითხი კი სხვაა. რეპრესიების  გამო ეკო-მოძრაობა ნამდვილად დაეცა, ძალიან ბევრმა დატოვა ქვეყანა. ”

”თუ დაკავებული ხარ მთავარი გარემოსდაცვით საკითხებით, საუბრობ არა ნაგვის სეგრეგაციაზე, არამედ რადიოაქტიურ ნარჩენებზე, მაშინ ეს ყოველთვის იწვევს სახელმწიფოსთან კონფლიქტს,” – ამბობს ნაილა იბრაგიმოვა, მურმანსკელი გარემოს აქტივისტი.

სახელმწიფო თვლის, რომ ახალგაზრდები არ უნდა ჩაერიოს სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებში, და მხოლოდ მაკულატურა უნდა აგროვოს, მაშინ პრობლემები არ იქნება. მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება – დედამიწა ბრტყელი არ არის, გაჩუმება, თითქოს არაფერი ხდება, სულ უფრო და უფრო რთულია.” 


ასევე წაიკითხეთ