პატიმრებმა უვადო შიმშილობა გამოაცხადეს" />

სამხრეთი ოსეთი : „ციხეში სამედიცინო შემოწმებას არ გავდივართ, რადგან ჩვენი ექიმები სამსახურიდან გაუშვეს“

პატიმრებმა უვადო შიმშილობა გამოაცხადეს

 

ცხინვალის ციხის პატიმრებმა უვადო შიმშილობა გამოაცხადეს, და პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

მოთხოვნები ასეთია:

  • მისცენ სასჯელის კოლონიაში და არა ციხეში მოხდის საშუალება;
  • ნომერ 1 გამოსასწორებელი კოლონიის ყველა პატიმრისთვის შესრულდეს პარლამენტის დადგენილება სასჯელის ვადის შეღავათიანი დაანგარიშების შესახებ. დადგენილების თანახმად, ერთწლიანი პატიმრობა წელიწადნახევრად უნდა ჩაითვალოს;
  • სასჯელის შემადგენლობა რეჟიმების მიხედვით დაიყოს (საერთო და მკაცრი);
  • სასეირნო ზონის ტერიტორიის გაზრდა;
  • პაემნების რაოდენობის თვეში ორამდე გაზრდა;
  • საკნების ფანჯრებით აღჭურვა;
  • სამედიცინო მომსახურებისა და წამლებით მომარაგების გაუმჯობესება.

სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ და შიმშილობის გამომცხადებელი პატიმრების მიერ ხელმოწერილ ტექსტში ნათქვამია:

“ციხეებში არ არის საკმარისი ელემენტარული პირობები, და ის პატიმრების ხანგრძლივად ყოფნისთვის მოწყობილი არ არის – არადა, ზოგიერთი პატიმარი აქ, 10 წელიწადზე მეტია, იმყოფება. არ არის სასეირნო ადგილი. სამედიცინო შემოწმებას არ გავდივართ, რადგან ჩვენი ექიმები სამსახურიდან გაუშვეს. ჩვენ დეპუტატებთან ორი შეხვედრა გვქონდა, რა დროსაც დაგვპირდნენ, რომ ჯერ თითქოს – 2015 წლიდან, შემდეგ კი 2016 წლიდან მსჯვრდებულების პატიმრობის ვადის შეღავათიანი დაანგარიშების კანონი ამოქმედდებოდა, თუმცა მათ ეს არ გააკეთეს“.

მსჯავრდებულთა ნათესავები ვარაუდობენ, რომ პროტეტის უკიდურესი ზომისკენ პატიმრებს იმან უბიძგა, რომ ის ამნისტია, რომელსაც ასე ძლიერ ელოდნენ, და რომელიც პარლამენტმა პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით მიიღო (არჩევნები 2017 წლის 9 აპრილს ჩატარდა), თითქმის არ განხორციელდა: მთლიანობაში 50 პატიმრიდან ამნისტიციის პირობებს მხოლოდ ორი შეესაბამება, და ჯერ არც ისინი გათავისუფლებულან. არადა, ამნისტიციის იმედი 20 პატიმარს ჰქონდა.

რამდენიმე ხნის წინათ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საკნებში რეიდები ჩაატარეს, რამაც პატიმრებისა და მათი ნათესავების აღშფოთება გამოიწვია – რადგან მათი მტკიცებით, ჩხრეკისას არამხოლოდ აკრძალულ ნივთებს ართმევდნენ, არამედ პატიმრების კამერებს ანადგურებდნენ, ამტვრევდნენ ავეჯს, ჭურჭელს და პირადი მოხმარების სხვა ნივთებს.

მაშინ სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვნა მკაცრად გააკრიტიკა გამოსასწორებელი კოლონიის უფროსისა და სასჯელაღსრულების სამართველოს ხელმძღვანელის უმოქმედობა, და განცხადა, რომ გამოვლენილი დარღვევები სასჯელაღსულების სამართველოს თანამშრომლების გარეშე  ვერ მოხდებოდა.

ხელისუფლების რეაქცია პატიმართა მოთხოვნებზე

იუსტიციის მინისტრმა ზალინა ლალიევამ ციხეში პატიმრები მოინახულა და მათ პირობების გაუმჯობესებას დაჰპირდა.

თუმცა, მან განაცხადა, რომ ციხეში ყოფნის პირობები „არც ისე ცუდია“.

„პატიმრებს აქვთ სამჯერადი მრავალფეროვანი კვება, შხპები, სასეირნო ზონა. დისციპლინა საკმაოდ რბილია“, – თქვა მინისტრმა.

ციხეში ზემოთ ხსენებული ჩხრეკის დროს პატიმრებს ჩამოართვეს მობილური ტელეფონები, ბასრი საგნები, ლურსმნები და კანაფის მარცვლები. იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიოს სამართალდამცავები მსგავს ფაქტებს ციხეში კორუფციის დასტურად აღიქვამენ, ზალინა ლალიევამ ეს გარემოება ციხეში „რბილი დისციპლინის“ დამადასტურებლად დაასახელა.

მან განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრომ რუსეთში პატიმრობაში მყოფი სამხრეთი ოსეთის ოც მოქალაქეზე მეტისგან ცხინვალის ციხეში გადაყვანის თაობაზე მიიღო თხოვნა.

მინისტრის თქმით, მართალია, საავადმყოფოში ციხის ექიმი ერთ წელიწადზე მეტია, აღარ არის, საჭიროების შემთხვევაში, პატიმარს რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამკურნალოდ უშვებენ.

„ციხის ადმინისტრაციის მხრიდან სამედიცინო ჩარევის არც ერთი შემთხვევა არ დარჩენილა უყურადღებოდ“, – უთხრა მინისტრმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, პატიმრები ყოველწლიურ სამედიცინო შემოწმებასა და დისპანსერიზაციას გადიან. გამოსასწორებელ კოლონიაში კი მუდმივი მედდაც ჰყავთ.

„სახალხო პარტიის“ დეპუტატი ამირან დიაკონოვი მიიჩნევს, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია ყველა პოლიტიკური ძალის კონსოლიდირება და პრობლემის შესახებ ღია მსჯელობის გამართვა.

ცხინვალის ციხე 1992 წელს დაარსდა ადგილობრივი გამოსფხიზლებლის საამისოდ ადაპტირებულ შენობაში. დღეს იქ სასჯელს 50 პატიმარი იხდის, 23-მა მათგანმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო


ასევე წაიკითხეთ