ახალი კანონის თანახმად, მოქალაქეობის მიღება შეუძლიათ იმ ქვეყნების მცხოვრებლებს, სადაც რთული პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობაა, ასევე, სადაც შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს" />

რუსეთი უცხოელებისთვის მოქალაქეობის მინიჭებას ამარტივებს

ახალი კანონის თანახმად, მოქალაქეობის მიღება შეუძლიათ იმ ქვეყნების მცხოვრებლებს, სადაც რთული პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობაა, ასევე, სადაც შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს

REUTERS/Maxim Shemetov 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უცხოელების მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს. „ნოვაია გაზეტას“ ცნობით, ახალი კანონის მიხედვით, პრეზიდენტი იღებს უფლებას, ერთპიროვნულად განსაზღვროს უცხოელთა ის კატეგორიები, რომლებსაც გამარტივებული წესით რუსეთის მოქალაქეობის მიღების უფლება ექნებათ.

• უკრაინამ 16-დან 60 წლამდე რუსეთის მოქალაქე მამაკაცებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

• არააფხაზებმა აფხაზეთში მოქალაქეობის უფლება უნდა დაამტკიცონ

კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, გამარტივებული წესით რუსეთის მოქალაქეობის მიღების იმედი შეიძლება ჰქონდეთ იმ ქვეყნების მოქალაქეებს, „სადაც რთული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარებაა, ასევე, სადაც შეიარაღებული კონფლიქტი ან პოლიტიკური რეჟიმის ცვლილება ხდება“.

ამასთან, გამარტივებული წესები შეეხებათ სახელმწიფო პროგრამის მონაწილეებს, რომლებიც საკუთარი ნებით გადადიან რუსეთში საცხოვრებლად და რომლებმაც უკვე მიიღეს ქვეყანაში ცხოვრების დროებითი უფლება.

რუსული კანონების თანახმად, უცხოელმა, რომელსაც რუსეთის მოქალაქეობის მიღება სურს, თავდაპირველად ცხოვრების უფლება უნდა მიიღოს და შემდეგ, მინიმუმ ხუთი წელი უნდა იცხოვროს რუსეთის ტერიტორიაზე და მხოლოდ ამის შემდეგ აქვს მოქალაქეობაზე განაცხადის შეტანის უფლება.

ამასთან ერთად, უნდა დაამტკიცოს, რომ აქვს შემოსავალი და მიიღოს რუსული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. იმ უცხოელებს, რომლებსაც რუსეთის ხელისუფლება მოქალაქეობის გამარტივებულად მიღების უფლებას მისცემს, ამ პროცედურების გვერდის ავლა შეეძლებათ.


ასევე წაიკითხეთ