ისტორია აფხაზეთში გატაცებული რუსი ბიზნესმენის შესახებ" />

როგორ გახდა ჩეჩნეთის პრეზიდენტი პოპულარული აფხაზეთში

ისტორია აფხაზეთში გატაცებული რუსი ბიზნესმენის შესახებ

აფხაზეთში გაიტაცეს რუსი ბიზნესმენი;

როგორც აღმოჩნდა, გატაცებაში ფიგურირებენ ადგილობრივი მილიცია და ჩეჩნეთის პრეზიდენტი, რამზან კადიროვი.

მოვლენების ქრონოლოგია ასეათია:

სამი თვის წინ, აფხაზეთში ვიღაცამ რუსი ბიზნესმენი, მაქსიმ იაკოვლევი გაიტაცა. გატაცება ხმაურიანი იყო – ნიღბიანმა ადამიანებმა ახალ ათონში, სასტუმროში იაკოვლევის ნომრის კარი შეამტვრიეს და ბიზნესმენი ნომრიდან გამოიყვანეს. რაც შეეხება მომსახურე პერსონალს –  წინდაწინ საწყობში ჩაკეტეს.

აფხაზეთის მილიცია იაკოვლევს მთელ სამ თვეს უშედეგოდ ეძებდა. შემდეგ ბიზნესმენის ნათესავებმა ჩეჩნეთის პრეზიდენტს, რამზან კადიროვს მიმართეს.

მალე აფხაზეთში, განსაკუთრებული აფიშირების გარეშე, კადიროვის წარმომადგენლები ჩავიდნენ და გატაცებული ბიზნესმენი გუდაუთის რაიონის ერთ-ერთ სოფელში აღმოაჩინეს. აფხაზეთის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსმა, დაურ ამიჩბამ თქვა, რომ იაკოვლევი ექიმებმა გასინჯეს და გამომძიებლებმა დაკითხეს, მაგრამ სხვა არანაირი დეტალი ცნობილი არ არის.

მაქსიმ იაკოვლევი აფხაზეთში 2018 წლის გაზაფხუის დასაწყისში დასასვენებლად არ ჩასულა. ჯერ კიდევ 2013 წელს ყირგიზეთმა სხვისი ქონების მისაკუთრების საქმეზე მასზე ინტერპოლის ხაზით ძებნა გამოაცხადა. იაკოვლევი ერთხანს ტაილანდში იმალებოდა, მაგრამ შემდეგ, ეტყობა, აფხაზეთი უფრო უსაფრთხო ადგილად მიიჩნია – როგორც ჩანს, შეცდომით.

დღეს ის უკვე სახლშია, სანკტ-პეტერბურგში, საავადმყოფოში წევს და ჟურნალისტებთან კავშირზე არ გამოდის.

ასევე წაიკითხეთ: რით დააფრთხეს აფხაზეთის კურორტებმა რუსი ტურისტები

სამაგიეროდ, საზოგადოების წინაშე რამზან კადიროვი გამოვიდა. მან თავის Telegram-ზე პოსტი დაწერა – აშკარად იმის საცნობებლად, რომ სწორედ მან გაათავისუფლა იაკოვლევი.

ადამ დელიმხანოვი (მარცხნივ) და რამზან კადიროვი

კადიროვი მოჰყვა ისტორიას, თუ როგორ მიმართეს მას ბიზნესმენის ნათესავებმა – და შემდეგ მადლობა გადაუხადა თავის მრჩეველს, სახელმწიფო დუმის დეპუტატ ადამ დელიმხანოვს.

„ეს იყო რთული პროცესი, მაგრამ მნიშვნელოვანია შედეგი – მაქსიმ იაკოვლევი თავისუფალია. გულწრფელად ვემადლიერები ადამ სულტანოვიჩს პრობლემის წარმატებულად გადაწყვეტისთვის, მაქსიმ იაკოვლევს უსწრაფეს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ რეაბილიტაციას ვუსურვებ“.

აფხაზეთში კადიროვის მონაწილეობით მომხდარი ისტორია სოციალურ ქსელებში ძალიან პოპულარული გახდა. ადამიანები კრიმინალთან ბრძოლის საკითხში აფხაზეთის სამართალდამცავი ორგანოების არაეფექტიანობაზე წერენ, ბევრი ამბობს, რომ ისეთ ლიდერზე ოცნებობენ, როგორიც კადიროვია.

რამდენიმე სახასიათო კომენტარი:

“რაში გვჭირდება დემოკრატიული ინსტიტუტების მომრავლება, თუკი მათგან არავითარი სარგებელი არ იქნება. ამას ჯობს, ვინმე დესპოტი გვყავდეს, მაგრამ წესრიგის დამყარებაზე პასუხს აგებდეს”;

“ჩვენთან აქ არც ერთი პოლიტიკოსი საკუთარ სიტყვებზე პასუხს არ აგებს; მან კი თქვა და გააკეთა. და დიდხანს ლოდინიც არ მოგვიხდა”;

“აფხაზეთში ერთი წლით მაინც რომ წაგვეყვანა მთელი ნაყარ-ნუყარი გაიფანტებოდა”.


ასევე წაიკითხეთ