მე-20-21-ე საუკუნეების აზერბაიჯანული ჯაზის ისტორია ბაქოს ჯაზფესტივალზე წარმოდგენილი ფოტოებით " />

როგორ გახდა აზერბაიჯანული ჯაზი ცნობილი – ფოტოისტორია

მე-20-21-ე საუკუნეების აზერბაიჯანული ჯაზის ისტორია ბაქოს ჯაზფესტივალზე წარმოდგენილი ფოტოებით

Slider
ავტობუსის პატარა გაჩერების უკან, ნაკლებად შესამჩნევი პლაკატი კიდია - „მეტი ჯაზი, მეტი ინტელექტი!“. რამდენიმე ქუჩის შემდეგ - ჯაზმუსიკოსის, ჯეიმი დევისის უზარმაზარი ფოტო. ის სვეტიდან უყურებს გამვლელებს. უბრალო ტურისტიც კი, რომელიც სულ რამდენიმე დღით ჩამოვიდა, არ გამოტოვებს ბაქოს ჯაზფესტივალის სარეკლამო კამპანიას.
ერთი შეხედვით არაფერი განსაკუთრებული, ხელისუფლების რიგითი პოპულისტური პროექტი. ასეთი რამდენიმე იყო - ფორმულა 1, ევროპული თამაშები, ფეხბურთში ევროპა ლიგის გათამაშების ფინალი. და ახლა ჯაზფესტივალი?

Slider
Slider

ბილეთის ფასი - ადგილობრივებისთვის ძალიან მაღალია. ასე რომ, მაყურებელთა შორის უმრავლესობა, სავარაუდოდ, შეძლებული ადგილობრივი მცხოვრებლები და უცხოელები არიან. მაგრამ ბაქოში ჯაზი პოპულარულია.

Slider
Slider
ბაქო და ჯაზი: ისტორია
Дჯაზი ამერიკაში მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიბადა. ბევრი მიიჩნევს, რომ ნიუ ორლეანში, და მას თავდაპირველად აფროამერიკელები უკრავდნენ. რამდენიმე წლის შემდეგ კი ჯაზი პოპულარული გახდა ევროპაშიც - და მაშინ მივიდა კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარე ამ მეტწილად მუსლიმურ ქვეყანაში.

იმ დროს ცნობილი და პოპულარული ქალაქი იყო, რომელიც იზიდავდა ბიზნესმენებს, ინჟინრებსა და თავგადასავლების მაძიებლებს მთელი მსოფლიოდან. მაგრამ ჯაზი ბაქოში პოპულარული გახდა არა მარტო იმიტომ, რომ ისინი ერთმანეთს ჰგავდნენ თავიანთი კოსმოპოლიტური არსით. კიდევ ერთი სტიმული გახდა გრამოფონის გამოგონება.
Slider
Slider

1920 წელს, ქვეყანაში საბჭოთა არმიის შეჭრამ და საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამ ხელი არ შეუშალა ბაქოში ჯაზის პოპულარობას. უფრო მეტიც, 1922 წელს, ბაქოში პირველი ჯაზკონცერტი ჩატარდა.

Slider
Slider
მართალია, ჯაზი საბჭოეთისთვის მტრული ამერიკიდან მოვიდა, ჯაზისადმი აქ მაინც კეთილგანწყობილები იყვნენ, რადგან განიხილებოდა, როგორც შევიწროებული აფროამერიკელების მუსიკა. ამიტომ დაშვებული იყო მისი შესრულება.
პირველი აზერბაიჯანული ჯაზბენდი 1920-იან წლებში შეიქმნა. მისი ერთ-ერთი დამაარსებელი იყო ცნობილი ნიაზი. ბაქოს ცენტრში მისი სახელობის ქუჩაა, ასევე რადიო, ტელეარხი და სკოლა. ქალაქში არის მისი მუზეუმი და ცოტა ხნის წინ დაუდგეს ძეგლიც.

Slider
Slider

მაგრამ საკმაოდ მალე, საბჭოთა ხელისუფლების დამოკიდებულება ჯაზისადმი შეიცვალა. ქვეყნის სათავეში სტალინი მოვიდა და მას შემდეგ, ვინც უსმენდა ან უკრავდა ჯაზს, მისი დევნა დაიწყეს. გავლენიანმა მწერალმა მაქსიმ გორკიმ გამოაქვეყნა ესე, რომელშიც დაწერა, რომ „ჯაზი - ეს იგივეა, რაც ჰომოსექსუალიზმი, ნარკოტიკები და ეგოცენტრიზმი“.

Slider
Slider

საბჭოთა კავშირში ჯაზი აიკრძალა და მუსიკოსებს ისღა დარჩენოდათ, ან ემიგრაციაში წასულიყვნენ, ან სარდაფებსა და კერძო ბინებში დაეკრათ. ბაქო იყო ერთ-ერთი ადგილი, სადაც ჯაზს შედარებით გაუმარტივდა გადარჩენა.

Slider
Slider
აზერბაიჯანული ჯაზის დაბადება.
ბაქოში არის ერთი პატარა ბინა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისვლა. ეს ბინა არის აზერბაიჯანული ჯაზის დაბადების მოწმე. ის ძველ ქალაქში, ერთ-ერთ ვიწრო ქუჩაზე მდებარეობს. აქ გაიზარდა ვაგიფ მუსტაფაზადე.
როდესაც ვაგიფი ჯერ კიდევ პატარა ბიჭი იყო და პიანინოზე დაკვრას სწავლობდა, ჯაზის მელოდიებით მოიხიბლა, რომელსაც ფილმებში და ასევე, სრულიად საიდუმლოდ, რადიო „ამერიკის ხმაზე“ უსმენდა. ის პიანინო და ის რადიო დღესაც მის ოთახში დგას.
Slider
Slider

ამ სახლ-მუზეუმის ახალგაზრდა მეთვალყურე ქალმა გვითხრა, რომ ვაგიფი თავისი პირველი ჯაზკომპოზიციების შექმნაში საათებს ატარებდა პიანინოსთან. შემდგომში ისინი ცნობილი გახდა ჯაზისა და ხალხური მუღამის უნიკალური კომბინაციის გამო.

Slider
Play
Slider

სტალინის გარდაცვალების შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. თანდათან ჯაზზე აკრძალვა მოიხსნა და 1960-იან წლებში, ბენდებს უკვე თავისუფლად შეეძლოთ დაეკრათ და ჩატარდა ჯაზფესტივალებიც. ერთ-ერთი პირველი 1969 წელს, ბაქოში გაიმართა. პირველი ადგილი მაშინ ვაგიფ მუსტაფაზადემ აიღო და ის გახდა მუსიკოსი, რომელმაც შთააგონა მთელი თაობა და აზერბაიჯანულ ჯაზს მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი.

Slider
Slider
ჯაზი აზერბაიჯანში დღეს.
ბაქოში, ჯაზფესტივალების ტრადიცია ჯერ კიდევ საბჭოთა დროს შეჩერდა. შემდეგ, რამდენჯერმე იყო ფესტივალების ორგანიზების მცდელობა. შედარებით წარმატებული გამოდგა ჯაზფესტივალი, რომელიც მუსიკოსმა რაულ სულთანოვმა 2005 წელს გამართა ბაქოში.
დღეს აზერბაიჯანში სხვა მუსიკალური მიმდინარეობები უფრო პოპულარულია. მაგრამ ამას შეიძლება მსოფლიო ტენდენცია ვუწოდოთ. როკმა, პოპმა და ელექტრონულმა მუსიკამ ჯაზს დიდი კონკურენცია გაუწიეს.
Slider
Slider

მაგრამ ბაქოში დღესაც არიან ჯაზმუსიკოსები და ბევრი მათგანი ცნობილი და პოპულარულია.

Slider
Slider

რაულ სულთანოვი ამბობს, რომ ფესტივალი - კარგი საშუალებაა ამ მუსიკოსების მხარდასაჭერად და მსოფლიოსთვის აზერბაიჯანული ჯაზის შესახსენებლად.

Slider
Slider

ასევე წაიკითხეთ