დარო სულაკაური ასეთ ქორწილებს იმიტომ იღებს, რომ საზოგადოების ყურადღება ნაადრევი ქორწინების პრობლემას მიაპყროს." />

როგორ ათხოვებენ საქართველოში არასრულწლოვან გოგონებს

დარო სულაკაური ასეთ ქორწილებს იმიტომ იღებს, რომ საზოგადოების ყურადღება ნაადრევი ქორწინების პრობლემას მიაპყროს.

დარო სულაკაური ქართველი ფოტოგრაფია. იგი 31 წლისაა. დაიბადა თბილისში. ფოტოჟურნალისტიკა ნიუ-იორკში, ფოტოგრაფიის საერთაშორისო ცენტრში შეისწავლა. მისი ნამუშევრები Forbes-ში, MotherJones-ში, SundayTimes-ში, TheNewYorkTimes-ში, Saveur-ში, TheEconomist-ში, Vision-ში, Bloomberg-ში, “ლიბერალში” და სხვა გამოცემებში იბეჭდებოდა.

Instagram Twitter

ეს ისტორია საქართველოში გავრცელებულ ადრეულ ქორწინებებს ეხება. მე გიამბობთ ამბავს იმ ადგილების ჩვენებით, სადაც ქორწილები და სხვა სახის რიტუალები ტარდება. ამას გარდა, გაჩვენებთ ახალგაზრდა პატარძლებსა და მათი ოჯახების წევრებს, რომლებმაც თავიანთი არასრულწლოვანი ქალიშვილების ქორწინება დაუშვეს.

ძალადობის მსხვერპლთა ფსიქოლოგიური და სამედიცინო დახმარების ქართულ ცენტრში შემთხვევით გავიგე, რომ საქართელოში არასრულწლოვან გოგონებს ათხოვებენ. შოკირებული ვიყავი, რადგან ამის შესახებ მანამდე არასდროს მსმენია. სურვილი გამიჩნდა, ეს პრობლემა შემესწავლა და მთელი მსოფლიოსთვის მეამბო – ასე გადავწყვიტე ფოტოპროექტის შექმნა.

კახეთის ერთ სოფელში ვიპოვე ოჯახი, რომელიც 17 წლის გოგონას ქორწილისთვის ემზადებოდა. სიძე გავიცანი, რომელმაც ქორწილში დამპატიჟა და გადაღების უფლება მომცა. იგი 22 წლის იყო. გოგონამ თავისი მომავალი მეუღლე პირველად ნიშნობის წინა დღეს ნახა.

ამ პროექტით მსურდა, საზოგადოების ყურადღება გამემახვილებინა ნაადრევი ქორწინების საკითხზე, რომელსაც სახელმწიფო პრობლემად არ აღიარებს.

საქართველო არის ქვეყანა, რომელშიც აღინიშნება ადრეული ქორწინებების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რაც განსაკუთრებით ეთნიკურ უმცირესობებს შორის ვლინდება.

გოგონა, რომელიც თხოვდება, საერთოდ ვერ ხვდება, რას ნიშნავს ქორწილი. იგი არამხოლოდ მშობლების სახლს, არამედ სკოლასაც ტოვებს და ქორწილის შემდეგ, სავარაუდოდ, სწავლას არც გააგრძელებს.

საქართველოს განათლების სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში 13-დან 15 წლამდე ასაკის 7 ათასზე მეტი გოგონა სკოლას არ ამთავრებს.

საქართველოს სოფლებში სრულ საშუალო განათლებას მხოლოდ რამდენიმე მოზარდი იღებს. აღსანიშნავია, რომ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლას მხოლოდ ამ კატეგორიის ახალგაზრდები აგრძელებენ.

ადრეული ქორწინებები ადამიანისა და ბავშვის უფლებებს ეწინააღმდეგება და კულტურულ მემკვიდრეობასა და თანამედროვე საზოგადოების ნორმებს შორის არსებულ უფსკრულს ზრდის.

მინდოდა, რომ ამ საკითხზე მთელი მსოფლიოს დაეწყო საუბარი. მჯერა, რომ დისკუსია მშვენიერი ინსტრუმენტია, რომელსაც მნიშვნელოვანი ცვლილებების მოხდენა შეუძლია.

 


ასევე წაიკითხეთ