25 ყველაზე ნათელი მომენტი ინგლისური პრემიერ-ლიგის ისტორიაში " />

რატომ გვიყვარს ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატი?

25 ყველაზე ნათელი მომენტი ინგლისური პრემიერ-ლიგის ისტორიაში

ინგლისი პრემიერ-ლიგის, მსოფლიოში   ყველაზე ყურებადი საფეხბურთო ჩემპიონატის 26-ე სეზონი 11 აგვისტოს დაიწყო. CNN ამ მიზეზით ამ ტურნირის 25-წლიანი ისტორიიდან ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტებს იხსენებს.

1.

 

2002 წლის ოქტომბერში „არსენალი“ , რომელიც მანამდე ზედიზედ 30 მატჩში არ დამარცხებულა, ლივერპულში „ევერტონთან“ მატჩის გასამართად ჩავიდა. მაშინ ჯერ კიდევ ყველასთვის უცნობმა მოთამაშემ უეინ რუნიმ გაიტანა გოლი, რომელმაც „ევერტონს“ საშუალება მისცა, რომ „არსენალის“ გამარჯვებების სერია შეეწყვიტა.

მოდევნო 15 წლის განმავლობაში რუნი „მანჩესტერ იუნაითედის“ ლეგენდად იქცა, ხოლო ამ სეზონებს შორის შუალედში მშობლიურ „ევერტონში“ დაბრუნდა.

2.

 

სერ ალექს ფერგიუსონი „მანჩესტერ იუნაითედს“ 27 წელიწადს წვრთნიდა: 1986 დან 2013-მდე. ამ უდიდესმა მწვრთნელმა თავის კლუბთან ერთად ინგლისის 13 ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგის, ყველაზე პრესტიჟული ევროპული ტურნირის 2 თასი მოიგო. მან კარიერა ინგლისური პრემიერ-ლიგის თასის მორიგი აღმართვით, 2013 წელს დაასრულა.

3.

სტივენ ჯერალდი „ლივერპულის“ ღირსებას 17 წლის განმავლობში იცავდა. ლივერპუში გატარებული მისი ბოლო სეზონის განმავლობაში კლუბს ინგლისის ჩემპიონატში გამარჯვების რეალური შანსები ჰქონდა, რაც ჯერარდს მანამდე არ გამოსდიოდა, და რასაკვირველია, ის ამაზე ოცნებობდა.

2014 წლის 27 აპრილს „ლივერპული“ „ჩელსის“ ეთამაშებოდა, ხოლო ყველა ექსპერტი იმაზე თანხმდებოდა, რომ ეს სეზონის გადამწყვეტი თამაში იყო. უმარტივეს სიტუაციაში ჯერარდი მოედნის თავის ნაწილში წაბორძიკდა, „ჩელსის“ თავდამსხმელს გადამწყვეტი გოლის გატანის საშუალება მისცა და „ლივერპულს“ ჩემპიონობის შანსი დააკარგვინა.

4.

2015/16 წლების სეზონის დასაწყისში ბუკმეკერები მიიჩნევდნენ, რომ კლუბი „ლესტერის“ ჩემპიონობის შანსი 5000/1-ს უტოლდებოდა; კლუბმა, რომელიც წინა ჩემპიონატში ქვედა დივიზიონში ჩამოქვეითებას ძლივს გადაურჩა, არნახული სეზონი ჩაატარა, და მთელი საფეხბურთო სამყარო გააოცა. „ლესტერი“, რომლის შემადგენლობაშიც ყველასთვის უცნობი ფეხბურთელები თამაშობდნენ, ინგლისის ჩემპიონი გახდა, და ამით ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი მთავარი სენსაცია მოახდინა.

5.

2009 წლის 17 ოქტომბერს „ლივერპული“ „სანდერლენდს“ ეთამაშებოდა. „სანდერლენდის“ მოთამაშის მიერ აშკარად მიზანს აცილებული ბურთი მოედანზე გადმოვარდნილ გასაბერ ბუშტს მოხვდა, რის შემდეგაც მედანზე გაგორდა და „ლივერპულის“ კარში შევარდა. „ლივერპულის“ მოთამაშეებმა გაპროტეტება სცადეს. მაგრამ საბოლოოდ მსაჯმა დააფიქსირა გოლი, რომელიც პრემიერ-ლიგის ისტორიაში ყველაზე კურიოზულად იქცა.

6.

2001 წლის აპრილში „მანჩესტერ იუნაითედის“ მოთამაშე როი კინმა ძალიან უხეშად დაარღვია წესები „მანჩესტერ სიტის“ მოთამაშის ალფე-იგე ჰაალანდის მიმართ. ყველასთვის აშკარა იყო, რომ კინმა ეს განზრახ გააკეთა, რისთვისაც მან ხუთი მატჩით დისკვალიფიკაცია და 150 ათასი ფუნტის ოდენობის რეკორდული ჯარიმა მიიღო.

კინმა ამგვარად გადაუხადა სამაგიერო ჰაალანდს, რომელმაც მას მანამდე, ოთხი წლით ადრე სიმულიანტი უწოდა.

7. 

2003/04 წლების სეზონზე „არსენალი“ ინგლისის ჩემპიონი ისე გახდა, რომ მას არც ერთი მატჩი არ წაუგია. არც მანამდე და არც მას შემდეგ ამის მიღწევა სხვას არავის მოუხერხებია. იმ გუნდში თამაშობდნენ ისეთი დიდი მოთამაშეები, როგორიცაა ტიერი ანრი, პატრიკ ვიიერა, დენის ბერგკამპი და იანს ლემანი.

8.

„ასტონ ვილას“ წინააღმდეგ თამაშის დროს 2005 წლის აპრილში „ნიუკასლის“ ორმა მოთამაშემ – კირონ დაიერმა და ლი ბოუერმა რაღაც ვერ გაიყვეს, და ამის გამო იჩხუბეს. ფეხბურთის ისტორია მოედანზე ჩხუბის ბევრ მაგალითს იცნობს, მაგრამ ერთი კლუბის მოთამაშეებს შორის ჩხუბი მხოლოდ ერთხელ მოხდა. საბოლოოდ მსაჯმა ორივეს წითელი ბარათი ამოუღო.

9.

რუსმა მეწარმემ რომან აბრამოვიჩმა კლუბი „ჩელსი“ 2003 წელს შეიძინა და ტრანსფერებზე იმ დროისათვის უზარმაზარი ფული დახარჯა. მომდევნო წელს მან კლუბში ჟოზე მოურინიო მიიწვია, რომელმა მოგვიანებით „ჩელსის“ რამდენიმე ნადავლი და ნამდვილი ტოპ-კლუბის სტატუსი მოუტანა, ხოლო თავად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი გახდა.

10.

2013 წლის 20 აპრილს „ლივერპულის თავდამსხმელმა ლუის სუარესმა „ჩელსის“ მცველს ბრანისლავ ივანოვიჩს ამ გუნდებს შორის თამაშის დროს უკბინა. მსაჯმა ეს ვერ შენიშნა, მაგრამ მოგვიანებით სუარესს ათი თამაშით დისკვალიფიკაცია მიენიჭა.

11.

2009/10 წლების სეზონის დასაწყისში, რამდენიმე თვეში მას შემდეგ, რაც ემანუელ ადერბაიორი „არსენალიდან“ „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა, ეს ორი გუნდი ერთმენეთს ხვდებოდა. ადერბაიორმა გოლი გაიტანა, რომელიც არაფრით იყო დასამახსოვრებელი, მოთამაშეს მთელი მოედანი რომ არ გადაერბინა, და ეს გოლი საპირისპირო მხარის ტრიბუნებთან არ ეზეიმა, სწორედ იქ, სადაც „არსენალის“ ფანები ისხდნენ; ამით მან გულშემატკივრების მრისხანება გამოიწვია.

12.

2008 წლის 26 დეკემბერს „ჰალ სიტი“, „მანჩესტერ სიტისთან“ 4-0-ს აგებდა. „ჰალის“ მწვრთნელი ფილ ბრაუნი განრისხდა, და გადაწყვიტა, საკუთარ მოთამაშეებს ზედ მოედანზე, გულშემატკივრების თვალწინ დალაპარაკებოდა. მწვრთნელმა თამაშის მიმდიანრეობაზე გავლენის მოხდენა ვერ შეძლო, „სიტიმ“ ანგარიშით 5-1 მიგო, მაგრამ „ჰალის“ ფანები კიდევ დიდხანს იხსენებდნენ ბრაუნის არასტანდარტულ სვლას.

13.

2016/17 წლებში „მანჩესტერს იუნაითედსა“ და „არსენალს“ შორის მატჩში მანჩესტერის გუნდის მთავარ მწვრთნელს კურიოზული სიტუაცია შეემთხვა. ლუი ვენ გალი სამწვრთნელო ზონაში წაბორძიკდა და ზურგზე დაეცა. ამ მომენტისთვის ვენ გალის საქმე კლუბში არცთუ კარგად მიდიოდა, და მის დაცემას სოციალურ ქსელებში გულშემატკივართა ათასობით გადაკრული კომენტარი მოჰყვა.

14.

2011 წლის თებერვალში უეინ რუნიმ ინგლისის პრემიერ-ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გოლი გაიტანა. ეს მანჩესტერში „მანჩესტერ იუნაითედის“ მთავარი მეტოქის „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ მატჩის დროს მოხდა, და ამიტომ ამ გოლის ფასი უაღრესად მაღალია. რუნიმ ოცი მეტრიდან, მაკრატელას ილეთით გაიტანა გოლი, და მეკარეს ამ ბურთის მოგერიების არანაირი შანსი არ ჰქონდა.

15.

1999 წლის 3 აგვისტოს „არსენალის“ მწვრთნელმა არსენ ვენგერმა თავისი ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერი განახორციელა – კონტრაქტი დადო ახალგაზრდა ფრანგ თავდამსხმელ ტიერი ანრისთან. მოგვიანებით ანრი იმ არსენალის მთავარ ვარსკვლავად იქცა, რომელიც 2002 და 2004 წლებში ჩემპიონი ხდებოდა.


ასევე წაიკითხეთ