კომუნისტების ადგილი საქართველოში არ არის - პარლამენტის თავმჯდომარემ აქციის მონაწილეებს კომუნისტები უწოდა" />

პროტესტი შრომითი უფლებების მოთხოვნით – საკონსტიტუციო პროექტის განხილვა თბილისში ჩაიშალა

კომუნისტების ადგილი საქართველოში არ არის - პარლამენტის თავმჯდომარემ აქციის მონაწილეებს კომუნისტები უწოდა

12:54

ფილარმონიის დიდ საკონცერტი დარბაზში საკონსტიტუციო ცვლილებების საყველთაო-სახალხო განხილვა დღეს აღარ გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის თქმით,  ადგილი აქვს პროვოკაციას და ის ვერ ხედავს შეხვედრის გაგრძელების აზრს.

12:51

იარეთ ილია ჭავჭავაძის გზით! დაამთავრეთ კომუნიზმი! კომუნისტების ადგილი საქართველოში არ არის! – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ თბილისში, საკონსტიტუციო პროექტის დასკვნით განხილვაზე მისული ახალგაზრდების ჯგუფს, რომლებიც შრომის პირობებს აპროტესტებდნენ და შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვენ. კობახიძემ პროტესტის მონაწილეები ახალგაზრდების შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.

„ფასადური სოლიდარობა არის კომუნისტების მოგონილი. ეს არის თქვენი გზა. იარეთ ილია ჭავჭავაძის გზით! კომუნიზმი საქართველოში დამთავრდა! კომუნიზმიც არის ცოდნის დეფიციტის შედეგი. იარეთ ცოდნის გზით, დაამთავრეთ კომუნიზმის გზა!, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

12:47

ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში სიტყვით დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბრეგაძე გამოვიდა, მან პროტესტის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად მიწების გასხვისების აკრძალვა დაასახელა.

“თქვენ აკანონებთ ჩვენი მამა-პაპის მიწის გაყიდვას, ჩვენ არ მოგცემთ ამის უფლებას. ქართული მიწა არ გაიყიდება”, – აღნიშნა ბრეგაძემ. მას რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ ეს ტყუილია.

12:41

თბილისის ფილარმონიის საკონცეტრო დარბაზში, საქართველოს კონსტიტუციის პროექტის საბოლოოდ განხილვა “აუდიტორია 115”-ის პროტესტით დაიწყო. ორგანიზაციის წევრებმა საკონსტიტუციო კომისიის წევრებს შეძახილებით მიმართეს: “კონსტიტუცია ხალხს”, “ოთხი მეშახტე”.

პროტესტის მონაწილეები კონსტიტუციაში შრომითი უფლებების შესახებ ჩანაწერის გაკეთებას და დამსაქმებელთა უფლებების დასაცავად შრომითი ინსპექციის შექმნას მოითხოვენ. მოქალაქეები ამ წუთებში სიტყვით გამოდიან და პოლიტიკოსებს მშრომელთა უფლებების დაცვისკენ მოუწოდებენ.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ