მხატვარმა ეს ბიბლიური სიუჟეტის გათანამედროვების სურვილით ახსნა" />

ობამა და პუტინი ბელარუსის ეკლესიაში ფრესკებზე გამოსახეს

მხატვარმა ეს ბიბლიური სიუჟეტის გათანამედროვების სურვილით ახსნა

ფოტო: nn.by

ევრორადიოს მასალა

ბელარუსულ ქალაქ ვიტებსკში  წმინდა ანტონი პადუანსკის ეკლესიის კედლებზე უცნაური ფერწერა გაჩნდა – აქ ანგელოზები გიტარასა და საქსოფონზე უკრავენ, ბიბლიური პერსონაჟების გვერდით კი ფორმიანი სამხედროები და საქმიან კოსტუმებში გამოწყობილი მამაკაცები არიან გამოსახულნი.

მაგრამ ახლშობილი იესოსადმი მოგვების თაყვანისცემის სიუჟეტი გაცილებით დიდ ყურადღებას იპყრობს; ქალწულ მარიამსა და ახალშობილ უფალს საჩუქრებს უძღვნიან ადამიანები, რომლებიც ძალიან ჰგვანან ვალდიმირ პუტინს, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და დალაი ლამას.   

“ჩემთვის ხელოვნებასა და რელიგიაში მთავარი ლეიტმოტივი ის არის, თუ რამდენად უბამენ ისინი მხარს რეალობას, რომელიც მუდმივად იცვლება, – უყვება ევრორადიოს ფრესკების ავტორი, მხატვარი ვლადიმირ კონდრუსევიჩი, – ეს არ არის რაიმე ზღაპრული ხასიათის ისტორია, რომელიც ორი ათასი წლის წინათ მოხდა – ეს ის არის, რაც ახლა ხდება – „მოგვთა და უპოვართა თაყვანისცემა“ – ამ ფრესკას ასეთი სახელი დავარქვით. ანუ ძლიერთა ამა ქვეყნისათა და მათი, ვინც ყველაზე დაბალ სოციალურ საფეხურზე დგას. შემდეგ უკვე ინტერპრეტაციისთვის დიდი ველი იშლება. არის ასეთი მომენტი: თუ გახსოვთ, საჩუქრები სამ მოგვს მიჰქონდა: კასპარს, ბალთაზარს და მელხიორს, რომლებსაც ყველაზე ხშირად სხვადასხვა რასის წარმომადგენელ ადამიანებად გამოსახვენ ხოლმე – შავკანიანად, თეთრკანიანად, და ყვითელკანიანად; ამიტომაც, ეს გმირები ძალიან მოუხდა.  

მხატვრის თქმით,  კლასიკური ბიბლიური სიუჟეტების გათანამედროვების იდეა თავად ეკლესიის შენობის იერსახის წყალობით გაჩნდა. ეს არის კულტურის სახლის გადაკეთებული შენობა, ამიტომაც, კლასიკური ფრესკები აქ შუფერებელი იქნებოდა. ხოლო, ის, თუ რა დეტალები დაემატებინა ან რომელი პერსონაჟები აერჩია, ამას მხატვარი მღვდელ ვიაჩესლავ ბორკთან ერთად წყვეტდა.

თუმცა, თავად ვლადიმირ კონდრუსევიჩი თავს გამომგონებლად არ მიიჩნევს:

„ცუდს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ ნახატზე ტრაქტორი ან სხვა თანამედროვე რაღაცები გაჩნდეს. შეიძლება ნახოთ  ვინმე ელ გრეკოს ნამუშევრები, რომელიც ანგელოზებს ვიოლინოებით და ვიოლონჩელებით ხატავდა. იმ დროისთვის ეს ახალი ინსტუმენტებიც თვალში საცემი იყო და რევოლუციურად და გარღვევად აღიქმებოდა. თუნდაც ბრეიგელი ავიღოთ, რომელმაც ჩვილების ცემის სცენა მისთვის თანამედროვე ჰოლანდიურ სოფელში დახატა. ეს ყველაფერი თოვლზე ხდება, აშკარად არა – ბიბლიურ ადგილებში. ასე რომ, ჩვენ პირველები არ ვართ, ვინც  ბიბლიური სიუჟეტების აქტუალიზაცია სცადა.

ვლადიმირ კონდრუსევიჩმა უკვე შვიდი ეკლესია მოხატა, ბევრგან ცლკეული ფრესკები შექმნა,  თუმცა  კლასიკურ სიუჟეტებში აწმყოს შეტანა ყოველთვის არ გამოდის – ყველაფერი საკუთრივ შენობასა და მღვდლებზეა დამოკიდებული.

მიუხედავად ყველაფრისა, წმინდა ანტონი პადუანსკის ეკლესიის მრევლი მხატვრის ნამუშევრებით კმაყოფილია.

“ვინც ჩემთან მოდის, ძირითადად, აღფრთოვანებული შეფასებებით მოდის, – გვიმხელს ვლადიმირ კონდრუსევიჩი, –  ვისაც არ მოსწონს, ხმას არ იღებენ, ჩემთან ლაპარაკი არ სურთ. ასე რომ, უფრო ხშირად დადებით შეფასებებს ვისმენ. არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ საკულტო შენობების სტილისტიკა მთთვის მიუღებელია, რადგან სინამდვილესთან კავშირს ვერ ხედავენ. აქ კი ამბობენ, რომ თავისუფლად სუნთქავენ. აი, ასეთი შეფასებებიც იყო“.


ასევე წაიკითხეთ