ნატო მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ჯარები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან" />

ნატო-ს გენერალური მდივანი: საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, ჩარევის უფლება არავის აქვს

ნატო მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ჯარები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან

ნატო-ს გენერალუტი მდივანი იენს სტოლტენბეგრი ქართველ სამხედროებთან REUTERS

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში 25 მარტს პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტსა და მთავრობის სხვა წევრებს შეხვდა.

სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და მომავალ თანამშრომლობაზე ისაუბრა, ასევე, ნატო-ს წვრთნებისა და შეფასების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ნატო-საქართველოს სწავლებას დაესწრო.

იენს სტოლტენბერგის მთავარი გზავნილები

“თქვენ ხართ არაწევრი, თუმცა დიდი წვლილის შემტანი ჩვენს საქმიანობაში”, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა თბილისში ყოფნისას.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს დამოკიდებულება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, არ შეცვლილა. მისი თქმით, საქართველო მნიშვნელოვანი მოკავშირე და პარტნიორია, რასაც დღეს მიმდინარე ერთობლივი წვრთნები კიდევ ერთხელ ადასტურებს.

• თვალსაზრისი: საქართველო-ნატო, ათი წელი მოჯადოებულ წრეზე

• საქართველო ნატოს წვრთნებს მასპინძლობს. ფოტორეპორტაჟი

• საქართველოში ევროკავშირის და ნატოს მხარდაჭერა იზრდება, რუსეთი საფრთხედ აღიქმება – NDI

სტოლტენბერგის ვიზიტი საქართველოში დაემთხვა ნატოს სწავლებებს, რომელშიც პარტნიორი და წევრი ქვეყნები იღებენ მონაწილეობას. ამ სწავლების მნიშვნელობას თავად გენმდივანმაც გაუსვა ხაზი და დაამატა, რომ ჯერ კიდევ 2008 წელს მიიღო ნატომ გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი ქვეყანა.

“საქართველო და ნატო ერთობლივად გადაწყვეტენ, როდის უნდა გახდეს საქართველო ნატოს წევრი და არცერთ სხვა მხარეს არ აქვს ჩარევის უფლება”, – იენს სტოლტენბერგი.

მისი თქმით, საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და მის მაგივრად ვერავინ მიიღებს გადაწყვეტილებას.

იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო-ში გაწევრიანებისთვის საჭიროა საქართველომ გაატაროს რეფორმები, მათ შორის, სასამართლო სისტემასა და თავდაცვის სფეროში.

“ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს”, – განაცხადა სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

სტოლტენბერგი ნატოს სახელით რუსეთს მოუწოდებს, რომ უკან გაიწვიოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება და გაიყვანოს ჯარები მათი ტერიტორიიდან.

ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებები

“საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზე არასოდეს ყოფილა”, – განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, იენს სტოლტენბერგის საქართველოში ვიზიტი კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას.

მისი თქმით, კონსტიტუციაში შესაბამისი ჩანაწერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს არჩევანი არის ნატოში ინტეგრაცია.

“ასეთი დატვირთვით ნატოს დღის წესრიგში საქართველოს ყოფნა მიანიშნებს, რამდენად პრიორიტეტულია საქართველო ნატო-სთვის”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ვიზიტი ტარდება ნატო-ს საიუბილეო მინისტერიალის წინ.

როგორც გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, “საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკა, ეს არის ჩვენი ძალა და ეს იქნება ჩვენი გამარჯვების გზა”. მან აღნიშნა, რომ იენს სტოლტენბერგთან მისი შეხვედრის მთავარი გზავნილი ოკუპირებულ ტერიტორიებს უკავშირდებოდა.

პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ქმედებებიდან გამომდინარე, ოკუპაციის ხაზთან ძალიან დამძიმდა ვითარება, ეს იქნება გატაცებები, თუ მუქარები ნატოს წვრთნებთან დაკავშირებით.

,,ამის მიუხედავად, საქართველო არ ცვლის სამშვიდობო გზავნილებს. სხვა პოლიტიკა საქართველოს არ გააჩნია – მხოლოდ სამშვიდობო პოლიტიკა, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა გააქტიურდეს ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი, მიიღოს მან პოლიტიკური დატვირთვა, ან ჟენევაში ან სხვანაირად.

არ შეიძლება, რომ ჩვენ შეგუებულნი ვიყოთ საკითხის მხოლოდ ტექნიკურ დონეზე გადაწყვეტას, რადგან რეალურად პროგრესი, რომ მშვიდობიანად გადაწყდეს ეს საკითხი, ამ ფორმით, არ არსებობს, თუ ჩვენი პარტნიორები რუსეთს ყოველდღიურად არ შეახსენებენ, რომ მან უნდა შეასრულოს არსებული ვალდებულებები,“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ოპოზიცია

საპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სტოლტენბერგის ვიზიტი არის მნიშვნელოვანი გზავნილი რუსეთისთვის, რადგან ოკუპანტ ქვეყანას დაანახებს, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ალიანსისთვის.

ოპოზიციაში მმართველ გუნდ ნატოსთან თანამშრომლობის მექანიზმს უწუნებენ და ამბობენ, რომ მეტი ქმედითი ნაბიჯია საჭირო ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებისთვის.

,,ვიზიტიც მნიშვნელოვანია, წვრთნებიც, რაც იმართება, ასევე მნიშვნელოვანია, თუმცა მეტი აქტიურობაა საჭირო, რადგან ნატოში წევრობა ამ ხელისუფლებამ გადაწია ცოტა უკანა პლანზე,“ – აცხადებს ,,ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია.

ოპოზიციამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სასამართლო რეფორმებსა და არჩევნებზე. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით მიმართა ოპოზიციურმა ტელევიზიამ, რუსთავი 2-მა სტოლტენბერგს. სტოლტენბერგმა „კურიერის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ის იცნობს საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ქვეყანაში რეფორმები უნდა იყოს უწყვეტი, რათა დაკმაყოფილდეს უმაღლესი სტანდარტი.

,,ჩვენ ძალიან გვსურს ვიხილოთ კიდევ უფრო მეტი წინსვლა ამ რეფორმების ფარგლებში და გაძლიერდეს თქვენი დემოკრატიული ინსტიტუტები არჩევნების ჩატარების კუთხით,“- აცხადებს სტოლტენბერგი.

ამავე თემაზე

"საეჭვო ღონისძიება" - კრემლი საქართველოში მიმდინარე ნატოს წვრთნებს ეხმაურება. ფოტოისტორია წრთვნებიდან

"უსაფრთხოდ და პროფესიონალურად" – როგორ გამოიყურება ახლოდან აშშ-რუსეთის სამხედრო მეტოქეობა შავ ზღვაზე

10 წელიწადი აგვისტოს ომის შემდეგ - სად ვართ ახლა?

10 წელიწადი აგვისტოს ომის შემდეგ - სად ვართ ახლა?

NDI-ის კვლევა. რას ფიქრობენ საქართველოში ქვეყნის შიდა და საგარეო პრობლემებზე. მოკლედ ყველაზე მთავარი

NDI-ის კვლევა. რას ფიქრობენ საქართველოში ქვეყნის შიდა და საგარეო პრობლემებზე. მოკლედ ყველაზე მთავარი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი:

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: "რუსეთის შეჭრა საქართველოსა და უკრაინაში გამოწვევაა ჩვენი უსაფრთხოებისთვის"

იზორია: 2018 წელს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს სერიოზული რეფორმები ელის

იზორია: 2018 წელს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს სერიოზული რეფორმები ელის

კარასინი საქართველოს ემუქრება:

კარასინი საქართველოს ემუქრება: "ჩვენ ხომ გვახსოვს, საიდან იწყებოდა უკრაინის პრობლემები"


ასევე წაიკითხეთ