შესაწირი ცხვრების ონლაინ- შეკვეთა და სპეციალური პუნქტები მათ დასაკლავად " />

მსხვერპლშეწირვის დღესასწაული აზერბაიჯანში: როგორ ,,გათანამედროვდა” ის

შესაწირი ცხვრების ონლაინ- შეკვეთა და სპეციალური პუნქტები მათ დასაკლავად

აზერბაიჯანში მსხვერპლშეწირვის მუსლიმურ დღესასწაულს, ყურბან ბაირამს აღნიშნავენ. ბოლო წლებში დღესასწაული „გათანამედროვდა“ – ახლა შესაწირი ცხვრის ონლაინ შეკვეთა შეიძლება, ხოლო მათი დაკვლა მხოლოდ საგანგებოდ აღჭურვილ პუნქტებშია მიზანშეწონილი.

• რის გარეშე არ შეიძლება ყოფნა აღდგომის დღეს საქართველოში

• სველი სომხური დღესასწაული ვარდავარი – ვიდეო

დღესასწაულის შესახებ

დღესასწაული ყურბან ბაირამი უკვაშირდება ლეგენდას იმის შესახებ, თუ როგორ სურდა წინასწარმეტყველ აბრაამს (იბრაგიმი) ღმერთისთვის თავისი ვაჟის შეწირვა, ღმერთმა კი ბავშვი კრავით შეცვალა.  

დღესასწაულის თარიღი, გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, ყოველწლიურად ცოტ-ცოტას იწევს. წელს ის 12 აგვისტოს დაემთხვა. ამის საპატივცემულოდ ორი დღე – ორშაბათი და სამშაბათი – არასამუშაოდ გამოცხადდა. 

ყურბან ბაირამის დროს მიღებულია ცხოველების მსხვერპლად შეწირვა. აზერბაიჯანში, როგორც წესი – ცხვრების. შეწირული ხორცი მეზობლებს, ნათესავებსა და ღარიბებს უნდა დაურიგდეთ. ამის გაკეთება დამოუკიდებლადაც შეიძლება და შესაძლებელია ხორცის მეჩეთში მიტანაც, რომელიც მისი „განაწილებით“ დაკავდება.

თანამედროვე მიდგომა

მორწმუნეებს შორის ყურბან ბაირამის პოპულარობის მიუხედავად, აზერბაიჯანში ის ბევრს ძალიან სასტიკ და მოძველებულ დღესასწაულად მიაჩნია. მით უმეტეს, რომ წინათ ცხვრებს სადაც მოუხდებოდათ, იქ კლავდნენ – ქალაქის ქუჩებშიც კი, და არც სანიტარულ და არც ეთიკურ ნორმებს არ იცავდნენ. ბაქოს მცხოვრებლები განსაკუთრებით უკმაყოფილოები იყვნენ „სიკვდილმისჯილი“ ცხვრების ყურებით და ტროტუარებზე სისხლის გუბეების დანახვა მათ შოკს გვრიდა. 

ამიტომ, რამდენიმე წლის წინათ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მსხვერპლშეწირვის პროცესი უფრო თანამედროვე გაეხადა.

ახლა შესაწირი ცხვრის ონლაინ შეკვეთა შეიძლება (ეს დაახლოებით $100 დაჯდება), ცხოველების დაკვლა კი მხოლოდ საგანგებოდ აღჭურვილ პუნქტებშია დაშვებული. ყოველ შემთხვევაში, პროსამთავრობო მედია ასე ამბობს. ამ პუნქტებთან ვეტერინარულ-სანიტარული ლაბორატორიები მოქმედებს, ხოლო ცხვრის ტყავისა და სხვა ნარჩენების გასატანად სპეციალური კონტეინერები აქვთ.  


ასევე წაიკითხეთ