ეს გადაწყვეტილება აზერბაიჯანის ისტორიაში პირველ ვირტუალურ ყრილობაზე მიიღეს " />

აზერბაიჯანულმა მოძრაობა „რესპუბლიკურმა ალტერნატივამ“ (REAL) თავი პოლიტიკურ პარტიად გამოაცხადა

ეს გადაწყვეტილება აზერბაიჯანის ისტორიაში პირველ ვირტუალურ ყრილობაზე მიიღეს

აზერბაიჯანის ოპოზიციურმა მოძრაობამ „რესპუბლიკური ალტერნატივა“ (REAL) 9 აპრილს დამფუძნებელი ყრილობა ჩაატარა და თავი პოლიტიკურ პარტიად გამოაცხადა. პოლიტიკური პარტიის ყრილობა აზერბაიჯანის ისტორიაში პირველად ჩატარდა ინტერნეტით სოციალურ ქსელ ფეისბუკის პლატფორმაზე.

პარტიის გადაწყვეტილება ყრილობის ონლაინ-რეჟიმში ჩატარების თაობაზე განპირობებულია მთავრობის მიერ პარტია REAL-ის საინიციატივო ჯგუფისთვის სხდომის ჩასატარებლად შენობის გამოყოფაზე უარის თქმით.

რესპუბლიკურმა ალტერნატივამ“ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ 2014 წლის 14 იანვრიდან აპირებს მოძრაობიდან პოლიტიკურ პარტიად ტრანსფორმირებას, იმავე წლის 28 მაისს კი ბაქოში პარტიის შექმნის თაობაზე საინიციატივო ჯგუფის დამფუძნებელი კონფერენცია ჩატარდა. ახალი პოლიტიკური ორგანიზაციის პირველი დამფუძნებელი ყრილობის ჩატარება რამდენჯერმე გადაიდო, რადგან ღონისძიებისთვის განკუთვნილი შენობის დაქირავება ვერ შეძლეს“.

საერთო ჯამში, 48-ჯერ მივმართეთ ქალაქ ბაქოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, სხვადსხვა სასტუმროს, ბიზნეს ცენტრს პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ჩასატარებლად ჩვენთვის შენობის გამოსაყოფად, მაგრამ სულ უარს ვიღებდით. ამიტომ, ონლაინ ყრილობის ჩატარება მოგვიხდა“, – თქვა REAL-ის აღმასრულებელმა მდივანმა ნატიკ ჯაფარლიმ.

ჯაფარლიმ განაცხადა, რომ ონლაინ ყრილობის მუშაობაში 250-მა დარეგისტრირებულმა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა. ღია კენჭისყრის გზით, მათ პოლიტიკური პარტიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს, დაამტკიცეს მისი პროგრამა და წესდება.

ყრილობის მეორე ეტაპზე, ფარული კენჭისყრით, პარტია „რესპუბლიკური ალერნატივა“-ს თავმჯდომარედ ილგარ მამედოვი აირჩიეს. ასევე აირჩიეს პარტიის მეჯლისის წევრები.

ილგარ მამედოვის დიდი ავტორიტეტისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ის პატიმრობაში იმყოფება, თავმჯდომარის თანამდებობაზე სხვა კანდიდატურა არავის წამოუყენებია“, – თქვა ჯაფარლიმ.

JAMnews შეკითხვას, მთავრობის თვალში ასეთი ფორმის ყრილობის ლეგიტიმურობის თაობაზე, ჯაფარლიმ უპასუხა:

ჩვენ მაინც არ ვაპირებთ, რომ ოფიციალურად დარეგისტრირების მიზნით, იუსტიციის სამინისტროს მივმართოთ. თუკი ყრილობის ჩასატარებლად შენობა არ გამოგვიყვეს, პრობლემებს რეგისტრაციასთან დაკავშირებითაც შეგვიქმნიან. გარდა ამისა, რეგისტრაციისთვის იუსტიციის სამინისტროში, სულ ცოტა, ჩვენი 100 წევრის პირადი მონაცემების წარდგენა მოგვიწევს. მაგრამ, ჩვენ მათთვის პრობლემების შექმნა არ გვსურს. ვალდებულები არ ვართ, რომ პოლიტიკური საქმიანობის ნებართვა სახელმწიფოსგან ავიღოთ. ჩვენს ქვეყანაში პარტიული სიების მიხედვით მაინც არც ერთი არჩევნები არ ტარდება“.

მოძრაობა „რესპუბლიკური ალტერნატივა“ 2009 წელს აზერბაიჯანის კონსტიტუციაში საპრეზიდენტო ვადის რაოდენობათა შეზღუდვის გასაუქმებლად ჩატარებული რეფერენდუმის საპირწონედ შეიქმნა.

მოძრაობის ლიდერს ილგარ მამედოვს 2013 წელს, ქალაქ ისმაილიში მასობრივი არეულობების ორგანიზების ბრალდებით, თავისუფლების შვიდი წლით აღკვეთა მიესაჯა. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მისი დაპატიმრება არამართლზომიერად და პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნია, და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების დადგენილება გამოიტანა. სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება 2014 წლის მაისშია მიღებული, და ჯერაც არ არის აღსრულებული.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ