ურჩების გათავისუფლება და ღალატში დადანაშაულება - საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი თვე დარჩა" />

მოღალეტეები და მხსნელები: სამხრეთ ოსეთში პრეზიდენტობისთვის ბრძოლა დაიწყო

ურჩების გათავისუფლება და ღალატში დადანაშაულება - საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი თვე დარჩა

სამხრეთი ოსეთის საპრეზიდენტო კამპანიაში სკანდალები მატულობს. ორ წამყვან კანდიდატს – პრეზიდენტსა და პარლამენტის სპიკერს შორის არსებული დაპირისპირება საინფორმაციო ომში, კინკლაობასა  და საჯარო ბრალდებებში გადაიზარდა.

სამხრეთი ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 9 აპრილს ჩტარდება. მთავარი კონკურენტები არიან – პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი და პარლამენტის სპიკერი, პარტია „ერთიანი ოსეთის“ თვმჯდომარე ანატოლი ბიბილოვი. საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას აპირებს ასევე ედუარდ კოკოითი, რომელიც სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტი იყო 2006-2011 წლებში და 2011 წლის კრიზისის შემდეგ რესპუბლიკა დატოვა. სამხრეთელი ოსი პოლიტიკოსების აზრით, ექს-პრეზიდენტის საცხოვრებელი ცენზი ნორმას არ შეესაბამება

ლეონიდ თიბილოვი

ანატოლი ბიბილოვი

ედუარდ კოკოითი

ბიბილოვი და თიბილოვი – რა არის უთანხმოების მიზეზი

პრეზიდენტსა და სპიკერს შორის მკვეთრი კონკურენცია 2017 წლამდე გაცილებით ადრე დაიწყო. ამ ორ პოლიტიკოსს შორის პოლიტიკური დაპირისპირება ფაქტობრივად 2014 წლიდან ვითრდება.

2014 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ანატოლი ბიბილოვმა და მისმა პარტია “ერთიანმა ოსეთმა“ ოსი ხალხის რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანების იდეით გაიმარჯვეს. ის ამიმრჩევლებს რუსეთთან ინტეგრაციიის პროცესის დაჩქარებას დაჰპირდა,შექმნა საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქცია  – 34 სადეპუტატო მანდატიდან 20, და ის პარლამენტის სპიკერად აირჩიეს.

სამხრეთი ოსეთის მომავალთან დაკავშირებით ბიბილოვსა და თიბილოვს შორის აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს. ახლანდელი პრეზიდენტი ასევე იზიარებს იმ იდეას, რომ სამხრეთი ოსეთი ჩრდილოეთ ოსეთს შეუერთდეს და რუსეთის ნაწილი გახდეს. ლეონიდ თიბილოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „თავის მისიას შესრულებულად მიიჩნევს, როდესაც სამხრეთი ოსეთი რუსეთის ფედერაციას შეუერთდება“.

პოლიტიკოსებს შორის უთანხმოება გაჩნდა მეთოდებთან დაკავშირებით  და აგრეთვე იმის თობაზე ერთგვარი კონკურენციის გამო, თუ ვინ არის „მთავარი“ რესპუბლიკაში.

ბიბილოვმა მაშინვე გამოავლინა თავი როგორც პრეზიდენტის მიერ არამართულმა პოლიტიკოსმა. წინამორბედებისგან განსხვავებით, საკანონმდებლო ხელისუფლების საქმიანობას აღმასრულებელ ხელისუფლებას არ უთნხმებდა.

პარლამენტის სპიკერის სახით სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტს გაუჩნდა კონკურენტი, მიუხედავად ანატოლი ბიბილოვის განცხადებისა, რომ ის „ოპოზიციონერი არ არის“.

თიბილოვსა და ბიბილოვს შორის ურთიერთობა შესამჩნევად გაცივდა 2014 წელს, როდესაც „ერთიანმა ოსეთმა“ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების წინადადება წამოაყენა.

პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა კატეგორიული ფორმით გამოთქვეს აზრი ამ ინიციატივის საწინააღმდეგოდ, და ყველას შეახსენეს, რომ საგარეო პოლიტიკაში საქმიანობა – უშუალოდ პრეზიდენტის სფეროა. თიბილოვმა მაშინ განაცხადა, რომ ოსი ხალხის რუსეთთან გაერთიანების საუკუნო ოცნებაზე არ შეიძლება ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ და მისმა ლიდერმა გამოაცხადონ მონოპოლია.

კრიტიკის ქარცეცხლში გატარების ფონზე, „ერთიან ოსეთს“ რეფერენდუმი აუკრძალეს.

საპარლამენტო არჩევნებზე ბიბილოვის გამარჯვების შემდეგ პრეზიდნეტმა უფრო აქტიურად დაიწყო ლაპარაკი გაერთიანების შესახებ. მან თითქმის ხელიდან გამოსატაცა კონკურენტს იდეა, და საზოგადოებას დაჰპირდა, რომ 2016 წლის აგვისტოში თავად ჩაატარებდა რეფერენდუმს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ. თიბილოვს მაშინ ასეთი ინიციატივაც ჰქონდა, რომ კონსტიტუციაში შესწორებები შეეტანათ და პრეზიდენტისთვის მიენიჭებინათ ერთპიროვნული უფლება, თხოვნით მიემართა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის სამხრეთი ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში მიღების თობაზე. მაგრამ, ეს ინიციატივა არ მიიღეს.

პრეზიდენტისა და სპიკერის კონკურენციის შედეგები

პრეზიდენტსა და სპიკერს შორის პოზიციათა სხვაობამ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთობა გაამწვავა

პროფესიონალური პარლამენტი

კერძოდ, პრეზიდენტის დასმულ კითხვასმოჰყვა პროფესიონალური პარლამენტის შესახებ კანონის დაბლოკვა.

სამხრეთ ოსეთში დეპუტატების ნაწილი საპარლამენტო საქმიანობას ხელისუფლებაში მუშაობას უთავსებს.ასეთი დეპუტატები ხშირად ვერ ესწრებიან საპარლამენტო სესიებს, რადგან სამინისტროში ან უწყებაში სამსახურში იმყოფებიან. გარდა ამისა, მათ პარლამენტის სპიკერთან ურთიერთობაში  პრეზიდენტის ხაზის თანმიმდევრულად გატარება დაიწყეს. და სპიკერმა მათ ამ პრაქტიკის შეწყვეტა ურჩია.

საპარლამენტო უმცირესობის სამმა პარტიამ – „ სახალხო პარტიამ“, „ხალხის ერთობამ“ და „ნიხასმა“, რომლებიც პრეზიდენტის პოლიტიკას ატარებენ, შიდასაპარლამენტო ოპოზიცია ჩამოაყალიბეს და კანონპროექტი დაბლოკეს.

2017 წლის ბიუჯეტი

2016 წლის ბოლოს სამხრეთ ოსეთში 2017 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით სკანდალი აგორდა. პარლამენტის სპიკერმა კონსტიტუციის დარღვევის შესახებ განაცხადა – მთავრობას ჰქონდა წინადადება, გამოყოფილიყო 11 მილიონი რუბლი (დაახლოებით $187 ათასი) უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოსთვის, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წელს გაუქმდა.

საბოლოოდ საპარლამენტო უმრავლესობამ უარი განაცხადა 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიღებაზე, პრეზიდნტმა და სპიკერმა კი ერთმანეთის მიმართ უამრავი ბრალდება გამოთქვეს.

ტელეგადაცემები

2017 წელს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა (პრეზიდენტის მომხრეები-რედ.) საჩივარი გამოთქვეს „საეთერო დროის არათანაბრად გადანაწილების“ გამო. საქმე ეხებოდა ტელეგადაცემას „საპარლამენტო საათი“.

ისინი საპარლამენტო უმრავლესობას (სპიკერის მომხრეებს- რედ.) პროგრამის მონოპოლიზებაში ადანაშაულებდნენ  და სთავაზობდნენ გადაცემის საეთერო დრო თანაბრად გაენაწილებინათ ოთხი საპარლამენტო პარტიისთვის.

პარლამენტის სპიკერი საყვედურებს არ დაეთანხმა, გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანა და აღმასრულებელი ხელისუფლება პარლამენტსა და პარტია „ერთიან ოსეთზე“  ზეწოლაში დაადანაშაულა.

საბოლოოდ ინფორმაციისა და ბეჭვდითი საქმის სახელმწიფო კომიტეტმა პროგრამა „საპარლამენრო საათის“ ჩვენება აკრძალა.

ანატოლი ბიბილოვმა საპასუხოდ განაცხადა „საპარლამენტო უმრავლესობისა და პარლამენტის თავმჯდომარის დისკრედიტირების“ მცდელობის შესახებ და რესპუბლიკის მოსახლეობას მოუწოდა, „არ დაიჯერონ ის სიცრუე, რაც პარლამენტის ოპონენტების მიერ ვრცელდება“.

„ჩვენ არ ვაპირებთ მოვითმინოთ მსგავსი უკანონო ქმედებები, – განაცხადა სპიკერმა, – „საპარლამენტო საათის“ გამოსვლა დაკავშირებულია იმ გამალებულ მედიაკამპანიასთან, რომელიც ბიუჯეტის გარშემო გაჩაღდა. ჩვენ მოსახლეობისთვის იმის ახსნა გვსურს, რომ ბიუჯეტის არმიღება აბსოლუტურად არ ახდენს გავლენას ბიუჯეტზე მყოფთათვის ხელფასების გაცემაზე, არ აფერხებს სახელმწიფო ბიუჯეტის დაცული მუხლების დაფინანსებას, მათ შორის – არც არჩევნების ჩასატარებლად საჭირო სახსრებს“.

ამის შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ზეწოლით, აიკრძალა საავტორო გადაცემა „დეტალების“ ეთერით გაშვებაც, რომელიც ასევე პარლამენტის საქმიანობას აშუქებდა.

ბრძოლა სოციალურ ქსელებში

პრეზიდენტისა და სპიკერის ურთიერთსაყვედურები და კინკლაობა, რასაკვირველია, უდავოდ აისახებოდა სოცილურ ქსელებში. სამხრეთ ოსეთში არ არსებობს დამოუკიდებელი მედია, მხოლოდ – სახელმწიფო და ხელისუფლებას სრულად დაქვემდებარებული. ისინი მკაცრი ცენზურის ქვეშ არიან და ამიტომ, სამხრეთ ოსეთში ინფორმაციის და კომუნიკაციის ერთდერთი წყაროდ, ისეთ სივრცედ, სადაც თავისუფლად შეიძლება აზრის გამოთქმა, სოციალური ქსელები იქცა.

ამიტომაც, სწორედ აქ შეეჯახნენერთმანეთს ოპონენტები მკვეთრი ურთიერთბრალდებებით და კინკლაობის კომპრომატების ომად გადაქცევის საფრთხე დადგა.

31 იანვარს პრეზიდენტი თიბილოვი საჯაროდ გამოვიდა და გააკრიტიკა სოცილური ქსელების ის მომხმარებლები, რომლებიც, მისი აზრით, “ახლანდელი ხელისუფლების მიღწევების ნეგატიურ ინტერპრეტაციას ადენენ“. პრეზიდენტი თავის სიტყვაში კრიტიკასაც კი გასცდა, და განაცხადა, რომ დაავალებს სპეცსამსახურებსა და პროკურატურას, „გამოიძიონ სოციალურ ქსელებში არაკონსტრუქციული კრიტიკის ფაქტები“.

„მინდა, მათ ვუთხრა: „თუ შენ სამშობლოზე მზრუნველი ადამიანი ხარ – კეთილი ინებე და, შენი წინადადებები წამოაყენე, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ და დავამუშავოთ ისინი, მაგრამ ასე, უჩუმრად, ზურგიდან – ეს უკვე მათი ღალატია, ვინც ამ საკითხებით აქტიურადაა დაკავებული“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ერთი დღის შემდეგ გაათავისუფლეს საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომელი, ელენა კულუმბეგოვა, პარტია „ერთიანი ოსეთის“ თვალსაჩინო წარმომადგენელი (სპიკერი პარტია-რედ).

 

Kulumbegova

ელენა კულუმბეგოვა

მისი გათავისუფლება უკავშირდება ფეისბუკში მის პირად გვერდზე ლეონიდ თიბილოვის მიმართ გამოთქმულ არასასიამოვნო კომენტარებს.

ახლა ეს კომენტარები უკვე გამქრალია, მაგრამ თავად კულუმბეკოვა ამბობს, რომ პირველი ეხებოდა დისკუსიას ტამერლან ტადეევის „სპიკერისთვის“ ნამბობის შესახებ, რომ ოდესღაც სამხრეთი ოსეთის პირველი თვდაცვის მინისტრმა ვალერი ხუბულოვმა ლეონიდ თიბილოვს(ახლანდელი პრეზიდენტი-რედ) დაარტყა პოლიტიკური უთანხმოების გამო.

„მე ასეთი რამ დავწერე: “ ჰა, ჰა, თურმე ხშირად ბეგვავდენ კიდეც, იმედია, ოდესმე ამოვალთ ამ ორმოდან“. მეორე კომენტარი დავწერე ჯგუფში „სამხრეთი ოსეთი“; ის ასეთი შინაარსის იყო: „აი, სამსახურიდან შინ ვბრუნდები, რადიო ჩავრთე და აქტიური აგიტაცია მიდის. მოხუცი სავარძელს ებღაუჭება“.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ლეიტენანტის კულუმბეგოვას გამონათქვამები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეურაცხყმყოფელად მიიჩნიეს და პროკურატურას სარჩელით მიმართეს.

ოფიციალური განცხადებების ბრძოლა

სამხრეთი ოსეთის ორი მთავარი პოლიტიკოსის დაპირისპირება საინფორმაციო და ოფიციალური განცხადებების დონეზე გრძელდება.

2 თებერვალს სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა კულუმბეგოვას დასაცავად გააკეთა განცხდება.

„ხელისუფლება ცდილობს,  სვარძლები შეინარჩუნოს, ქვეყნაში არამარტო ცენზურა შემოიღო, არამედ უკვე რეპრესიაბამდეც დავიდა… ხელისუფლებამ უკვე მიიყვანა ქვეყანა იმ სამარცხვინო მდგომარეობამდე, რომელიც აღარ დაიმალება
..
 დაე, იცოდნენ სამხრეთი ოსეთის ხალხმა და ჩვენმა რუსმა ძმებმა – რეპუბლიკაში სამართლებრივი განუკითხაობა სუფევს, ხელისუფლება კორუფციონერებს აქვთ უზურპირებული“, – განაცხადა სპიკერმა

ოსური სოციალური ქსელების ერთ-ერთმა მომხმარებელმა ალანმა  JAMnews-ს საკუთარი აზრი გაუზიარა:

„სამხრეთ ოსეთში სიტყვის თავისუფლება – კონსტიტუციის 31-ე მუხლით არის გარანტირებული, ინფორმაციის თავისუფლად მოძიების, მიღების, გადაცემის, წარმოების და ნებისმიერი კანონიერი გზით გავრცელების უფლება. სოციალურ ქსელებთან ბრძოლა – ეს სიტყვის თავისუფლებისა და ჩვენი მოქალაქეების პირადი უსაფრთხოებისთვის პირდაპიირი მუქარაა, რადგან პრეზიდენტი ღიად, ტრიბუნიდან გვამუქრება, რომ КГБ-ს და პროკურატურის საშუალებით გაგვისწორდება.

ჩვენს პრეზიდნტში КГБ-ს ყოფილმა თანამშრომელმა გაიღვიძა. როგორც ჩანს, მას იმ დროის დაბრუნება სურს, როდესაც ადამიანებს პოლიტიკური ანეკდოტებისთვის დევნიდნენ.

ალტერნატიულ საინფორმაციო საშუალებებზე წვდომის შეზღუდვა – ეს ოპონენტებთან სტალინური მეთოდებით ბრძოლაა. „არ არის სიტყვის თავისუფლება – არ არის პრობლემა“ – ასე ცდილობენ ხელისუფლებაში მოსული ძველი დროის ჩეკისტები და კომუნისტები სტალინის სიტყვების ახლებურ ყაიდაზე გადაწყობას“.

ამჟამად ფეისბუკზე დარეგისტრირებულია ერთდროულად სამი პოლიტიკოსის მხარდამჭერთა ჯგუფები – მოქმედი პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის, პარლამენტის სპიკერის ანატოლი ბიბილოვის და სამხრეთი ოსეთის ექს-პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს 
Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ