ადგილობრივი ფერმერები ტყეს წვავენ, რომ წარმოება გაზარდონ. შედეგი კი პლანეტარული მასშტაბის კატასტროფა იქნება " />

მოსაზრება: ბრაზილიაში ტყის ხანძრები ორგანიზებული იყო, უნდა გაიმართოს სასამართლო კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის

ადგილობრივი ფერმერები ტყეს წვავენ, რომ წარმოება გაზარდონ. შედეგი კი პლანეტარული მასშტაბის კატასტროფა იქნება

ხანძარი ამაზონის ტყეში. სახალმძრო ბრიგადის წევრები ცდილობენ გააკონტროლონ ცხელი წერტილები
Jack Marley, გამოცემა The Conversation რედაქტორი

ბრაზილიაში, ამაზონის ტროკიპულ ტყეებში გაჩენილი საშინელი ხანძრის კვამლის უკან, საშინელი სურათი იხატება:

მხოლოდ 2019 წლის ივლისში, იქ, ყოველდღიურად მანჰეტენის რაიონის ზომის ტერიტორია იწვოდა.

ბევრი ფიქრობს, რომ ამ კატასტროფაში ადამიანები პირდაპირ არ არიან დამნაშავეები და რომ ეს სტიქიური უბედურება იყო, მაგრამ ასე არ არის.

უფრო პირიქით.

ამაზონის ტყეებს წინასწარი განზრახვით წვავდნენ ადგილობრივი ფერმერები. მთავარი მიზანი იყო ჯუნგლებში მცხოვრები ძირძველი ტომების განდევნა – და რეგიონის გახსნა ეკონომიკური განვითარებისთვის.

• დიდი ხეები – მილიარდერის უკანასკნელი ცდუნება

• ქვიშის კარიერი და არავითარი მიწათმოქმედება

• ლეგენდარული კვარტალი სადაცაა გაქრება – ბაქოელები „სოვეტსკაიას“ იხსენებენ

ბრაზილიის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო „ამაზონის აუზის ბრაზილიის ეკონომიკაში ინტეგრირება“. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მან 95 პროცენტით შეამცირა გარემოსდამცველი ორგანოს ბიუჯეტი და საგრძნობლად შეამსუბუქა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების პირობები.

ბოლსონაროს აქტიურად დაუჭირეს მხარი ადგილობრივმა ფერმერებმა, რომლებმაც ტროპიკული ტყის დაწვა დაიწყეს, რათა ეს ტერიტორია საძოვრებისთვის გაეთავისუფლებინათ.

მისი პრეზიდენტობის პირველ წელს ამაზონის აუზში ტყის ხანძრების ფართობი 84 პროცენტით გაიზარდა.

ბოლსონაროს საქმიანობით პირველები ამაზონის აუზის ძირძველი მცხოვრებლები დაზარალდებიან. მაგრამ ტროპიკული ტყეების გაქრობამ, შესაძლოა, კლიმატური ცვლილებებიც დააჩქაროს, ეს კი პლანეტარული მასშტაბის უბედურება იქნება.

შეიძლება თუ არა ამასთან დაკავშირებით რაიმეს გაკეთება იურიდიული თვალსაზრისით? 

შეიძლება. სამყაროს არ შეუძლია გააგრძელოს უძლურმა ყურება, როგორ იწვება ტროპიკული ტყე. 

მეხანძრეები ებრძვიან ცეცხლს ბრაზილიაში, ამაზონის აუზში, Tenharim Marmelos Indigenous Land-ის რაიონში. 15 სექტემბერი, 2019. REUTERS/Bruno Kelly

ტარა სმიტმა, ბანგკოკის უნივერსიტეტის სამართლის ლექტორმა, მაგალითად, გამოცემა The Question-თან საუბრისას გამოთქვა მოსაზრება, რომ დაიწყოს საერთაშორისო სისხლისსამართლებრივი დევნა ბრაზილიაში ტყის ხანძრების გაჩენაში დამნაშავეების წინააღმდეგ და მისი კვალიფიცირება მოხდეს, როგორც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის, რომლის მსხვერპლიც ხდება არა მხოლოდ უშუალოდ დაზარალებულები, არამედ დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანი.

ეს ეფექტური საშუალება იქნებოდა პლანეტაზე ეკოლოგიური კატასტროფის შესაჩერებლად.

პირველად ცნება „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული“ გამოიყენეს ნიურნბერგის ტრიბუნალზე, მეორე მსოფლიო ომის მოთავეების წინააღმდეგ.

კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულში ბრალი დასდეს ორ გერმანელ გენერალს – ალფრედ იოდლსა და ლოთარ რენდულიჩს „მიწის დაწვის“ ტაქტიკის გამოყენებისთვის.

ეკოლოგიურ კატასტროფებთან დაკავშირებით, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ბრალდება ჯერჯერობით არავისთვის წაუყენებიათ, მაგრამ, შესაძლოა, უკვე დროა.

მრავალჯერ გაიზარდა ადამიანის უნარი, დააბინძუროს გარემო და ეკოლოგიური დანაშაული აღარ არის მხოლოდ ამა თუ იმ ქვეყნის პრობლემა. მაგალითად, ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონის გაზრდა – პლანეტაზე მცხოვრები ყველა ადამიანის პრობლემაა.

კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის ბრალის წაყენებას კონკრეტულად პრეზიდენტ ბოლსანეროსთვის, შესაძლოა, კარგი პრეცედენტი შეექმნა.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გენერალურმა პროკურორმა ფატუ ბენსუდამ უკვე დადო პირობა, რომ შეეცდება, „კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის“ გაგება ეკოლოგიურ დანაშაულზეც გავრცელდეს.


ასევე წაიკითხეთ