დანგრეული სახლები, ქუჩები და გზები" />

მივიწყებული კურორტი – ფოტოისტორია ოჩამჩირეს შესახებ

დანგრეული სახლები, ქუჩები და გზები

საბჭოთა კავშირის პერიოდში ეს პატარა ქალაქი და მის გარშემო არსებული სანაპირო ზოლი ძალიან პოპულარული იყო. ახლა კი “ყველასგან მივიწყებული კურორტი” შეგვიძლია ვუწოდოთ.

ოჩამჩირეში სუფთა ზღვა და აფხაზეთის ყველაზე გრძელი, ორკილომეტრიანი სანაპირო ზოლია. საკვები და საცხოვრებელი აქ შედარებით იაფია.

მაგრამ ქალაქი ცარიელია. ტურისტული სეზონის დროსაც კი. ადგილობრივების თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ ოჩამჩირე რუსეთ-აფხაზეთის საზღვრისგან შორსაა და აქ ტურისტული ინფრასტრუქტურა არ არსებობს. აქ არც გართობაა, არც სასტუმროები, და არც კომფორტული ბინები.

ქალაქის ცენტრი. დღის ორი საათი. ქუჩაში, ფაქტობრივად, არავინაა. ვერავის დაელაპარაკები იმაზე, თუ რა არის ამ ქალაქში კარგი.

ადმინისტრაციის შენობის წინ ცხენები და ძროხები სეირნობენ. სამაგიეროდ, გზებზე საცობები არ არის.

დანგრეული სახლები, ქუჩები და გზები… საშუალებების ტოტალური დეფიციტი და შედეგად არამხოლოდ ტურისტების, არამედ მოსახლეობის ნაკლებობაც შეინიშნება… ომამდე ოჩამჩირეში 30 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, დღეს კი – ცხრაჯერ ნაკლები.

გასულ წელს რაიონში 4 ათასი ადამიანი ისვენებდა, 20 ათასი ტურისტი კი ოჩამჩირეში გავლით, ექსკურსიების ფარგლებში ჩავიდა. ოჩამჩირის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ხრიპს ჯოპუას თქმით, ამის მიუხედავად, რაიონის ბიუჯეტში მაინც არაფერი შესულა – ტურისტებმა ფული ვერსად დახარჯეს, რადგან ოჩამჩირეში არ არსებობს ობიექტები, სადაც ტურისტები ფულის დახარჯვას შეძლებდნენ.

ადგილობრივი აფაცხის მასპინძელი მუსიკას რთავს. დინამიკებიდან კავკასიური შანსონი იღვრება. ჩვენ დღეს რიგით მეორე კლიენტები ვართ.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.

გამოქვეყნებულია: 28.08.2016


ასევე წაიკითხეთ