აზერბაიჯანში ძალადობის მსხვერპლად ყოფნა სირცხვილია?" />

მეშინია ლაპარაკის

აზერბაიჯანში ძალადობის მსხვერპლად ყოფნა სირცხვილია?

 რამდენიმე დღის განმავლობაში “ჰეშტეგებით” #‎ЯнебоюсьСказат‬ь და #‎ЯнеБоюсьСказать სოციალურ ქსელებში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალების ასობით საზარელი ისტორია გამოჩნდა. აქცია, რომლის მიზანიც მეტწილად დამალული პრობლემის გაცხადებაა, უკრაინულ ჟურნალ “ჟილას” რედაქტორმა და საზოგადოებრივმა აქტივისტმა, ანასტასია მელნიჩენკომ წამოიწყო.

“მინდა, რომ დღეს ჩვენ, ქალებმა, ვილაპარაკოთ. მინდა, რომ იმ ძალადობაზე ვისაუბროთ, რომელიც უმრავლესობას საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი. მინდა, თავს არ ვიმართლებდეთ ამგვარი ფრაზებით: “დღისით მზისით “სპორტულები” მეცვა, მაგრამ მაინც ხელი მტაცეს”; იმიტომ, რომ ჩვენ თავის მართლება არ გვჭირდება. ეს ჩვენი ბრალი არ არის, ყოველთვის მოძალადეა დამნაშავე. ლაპარაკის არ მეშინია. და თავი დამნაშავედ არ მიმაჩნია”, – 5 ივლისს, საკუთარ “ფეისბუქგვერდზე” დაწერა ანასტასია მელნიჩენკომ.

თურქეთი: ქალების მკვლელობა და მათზე ძალადობა გრძელდება

როგორ რესტორნებში არ დადიან ქალები აზერბაიჯანში და რატომ?

სომხეთში ქალები ბავშვის გაჩენას ფინანსური პრობლემების გამო აღარ ჩქარობენ

ოზგეჯანის ხსოვნისთვის

ოზგეჯან ასლანი

ასეთი ფლეშმობი პირველი არ არის. 2015 წლის 11 თებერვალს თურქეთში 20 წლის სტუდენტი ოზგეჯან ასლანი მოკლეს. მძღოლმა შეამჩნია, რომ მიკროავტობუსის სალონში მხოლოდ ერთი მგზავრი იყო დარჩენილი და გოგონას გაუპატიურებას შეეცადა. გოგონა შეეწინააღმდეგა. მძღოლმა მას დნით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მოკლა.

ჰეშთეგი #sendeanlat (“მოჰყევი შენს ამბავს”) თურქეთში მცხოვრები ქალების მიმართ გამოვლენილი სექსუალური ძალადობის ფაქტებს ეხება. ის მომხდარი ტრაგედიის შემდეგ გაჩნდა “ტვიტერში” და მსოფლიო “ტრენდად” იქცა.

ოზგეჯან ასლანის დასაფლავებას დაესწრო 5 ათასზე მეტი ადამიანი, რომლებიც სამგლოვიარიო რიტუალში მონაწილეობის მისაღებად ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩავიდნენ. თურქეთის ბევრ ქალაქში მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა. კლუბ “გალათასარაის” ფეხბურთელები მოედანზე გამოვიდნენ პლაკატით, რომელზეც ეწერა: “ნუ იქნები ჩუმად ოზგეჯანის ხსოვნისთვის. უთხარი “არა!” ქალების მიმართ ძალადობას!”

Photo: aljazeera.com.tr

ქალთა მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სახეობაა. დისკრიმინაცია სქესის მიხედვით, ოჯახური ტერორი, სექსუალური მეძიებლობა – საზოგადოებისთვის ყველაზე დაფარული პრობლემებია, რადგან ასეთი შემთხვევების გაცხადება თავად მსხვერპლს აყენებს რისკის ქვეშ.

ბევრი სვამს კითხვას, თუ როგორ უშველის ქალებს ფეისბუკში ჩატარებული აქცია. ვინც ამ კითხვას სვამს, არ ითვალისწინებენ იმას, რომ სექსუალური და ყოფითი ძალადობის ბევრი მსხვერპლი წლობით მალავს ყველაფერს, რადგან საზოგადოებრივი გაკიცხვის ეშინია

არასრულწლოვანი ცოლები თურქეთში 

• მამაკაცები-უკეთესი აღმზრდელები არიან, ვიდრე ქალები. გამოცდილი მამაკაცი ძიძა თბილისიდან

“მაპატიე, ჩემო დაო”

 “სათქმელი მეც მაქვს. მაგრამ ეს ძალიან რთული აღმოჩნდა. მე, 40 წლის ქალს, ამის მოყოლა მიჭირს. 10-ჯერ მაინც დავიწყე წერა, მაგრამ ისევ ვშლიდი. იმის გახსენებაზე, თუ როგორ ძალადობდა შენზე ცხრა წლის ასაკში უფროსი მამაკაცი, მთელი შინაგანი სამყარო გიკვდება.

თითქოს ეს დიდი ხნის წინათ მოხდა. თითქოს ცხოვრებაში კიდევ ათობით შემთხვევა იყო, როდესაც შიშისგან დამჯერი არარაობა ხდებოდი. მაგრამ, ის ცხრა წლის გოგონას შიში მთელი ცხოვრების მანძილზე გაგყვება,” – “ფეისბუკში”, საკუთარ გვერდზე დაწერა “აზერბაიჯანის ქალთა კრიზისული ცენტრის” ყოფილმა ხელმძღვანელმა, მათანათ აზიზოვამ, და აზერბაიჯანელ ქალებს ფლეშმობში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

თუმცა, სოციალურ ქსელებში “ჰეშთეგით” #‎mendanishmagdangorxmuram ერთი ისტორიაც არ არის. ეს არც არის გასაკვირი. აზერბაიჯანული საზოგადოება ხომ მომხდარში, ძირითადად, მსხვერპლ ქალებს ადანაშაულებს. თუმცა, “ფეისბუკის” რუსულენოვანმა სეგმენტმა ამ წამოწყებს აქტიურად დაუჭირა მხარი, და ბევრი იმანაც გააოცა, რომ აზერბაიჯანში მომუშავე ტაქსის მძღოლებს შორის ამდენი მოძალადეა.

ერთ-ერთ მონათხრობში აღნიშნულია, რომ ტაქსის მძღოლს შეეშინდა, როდესაც აღმოაჩინა, რომ მისი მსხვერპლი ქალწული იყო. “მაპატიე, ჩემო დაო, არ ვიცოდი, გთხოვ, არავის უთხრა, შვილი უმამოდ არ დამიტოვო,” – სთოვა გოგონას. ბევრი ისტორია მესამე პირშია მოთხრობილი – იმ ქალებზე, რომლებიც თავად ვერ ბედავენ ამ თემაზე საუბარს. და თითქმის ყველა შემთხვევაში მსხვერპლს კიცხავენ – ოჯახის წევრებიც კი.

“დედა მცემდა და ტიროდა. მცემდა და ტიროდა,” – ეს ფრაზა ერთი ქალის მონათხრობიდანაა. იგი დანის მუქარით გააუპატიურეს 14 წლის ასაკში.

მათანათ აზიზოვა საკმაოდ კარგად იცნობს აზერბაიჯანელი ქალების პრობლემებს. იგი თხუთმეტ წელიწადს მუშაობდა “ქალთა კრიზისულ ცენტრში” და ამ პერიოდში ორგანიზაციას ასობით ქალმა მიმართა. თითოეული მათგანი საყოფაცხოვრებო და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

“აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსში არის მუხლები, რომლებიც სქესობრივი ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისგან დაცვას ითვალისწინებს. მაგალითად 149-ე მუხლი (“გაუპატიურება”), 150-ე (“სქესობრივი ხასიათის ძალადობრივი ქმედება”) და 151-ე მუხლი (“სექსუალური ხასიათის ქმედებების იძულება”).

თუმცა, გოგონები მომხდარზე საუბრისგან მაინც იკავებენ თავს, რადგან ინფორმაციის გავრცელების, დაცინვისა და გაკიცხვის ეშინიათ. ხშირად ქალები უახლოეს ადამიანებს შორისაც კი ვერ ნახულობე მხარდაჭერას,” – გააცხადა აზიზოვამ.

მათი თქმით, აზერბაიჯანში სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებლი საქმეების განხილვის დროსაც კი დამამცირებელი დაკითხვებისა და ნართაულების ატანა უწევთ. საბოლოოდ კი ასეთი შეკითხვები და ქარაგმები გარშემომყოფებს არწმუნებს, რომ თავად მსხვერპლია დამნაშავე.

“სამწუხაროდ, ჩვენი კანონმდებლობის არასრულყოფილება ქალებისადმი ძალადობის ფაქტებთან მიმართებით მამაკაცებს დაუსჯელობის შეგრძნებას უჩენს,” – მიაჩნია უფლებადამცველს.

სახლში წასვლის მრცხვენოდა

“სამართლიანობას მივაღწიე. ჩემი მწამებელი ციხეშია. მაგრამ მხოლოდ უფალმა უწყის, მანამდე რა გამოვიარე,” – აცხადებს ალია მანსუროვა, რომელიც სექსუალური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა.
რუფატ მეხტიევი მან ინტერნეტით გაიცნო. ერთხანს ინტერნეტითა და ტელეფონით ურთიერთობდნენ, ხოლო როდესაც ერთმანეთს შეხვდნენ, მამაკაცმა ალია დაიყოლია, რომ მასთან მისულიყო სტუმრად.

“მარწმუნებდა, – მოდი, ჩემთან ავიდეთ, ბარემ ნახავ, მზითევშიო რა უნდა მოიტანოო. ჩემს ძაღლს გაჩვენებ და გეფიცები, ხელს არ გახლებო. ვენდე, მან კი გამაუპატიურა,” – აღნიშნა მანსუროვამ.

“თავს საშინლად ვგრძნობდი – მტკიოდა და მრცხვენოდა. მინდოდა, იქაურობას გავცლოდი, მაგრამ დაშინება დამიწყო და მოითხოვდა, დავრჩენილიყავი. მრცხვენოდა და იმაზე ვფიქრობდი, რას იფიქრებდა ხალხი ჩემზე ამ ყველაფრის შემდეგ,” – თქვა ალიამ.

ასე იქცა იგი რუფატის “დეფაქტო ცოლად”, რეალურად კი ალია ორთვენახევრის განმავლობაში მეხტიევის ტყვე იყო.

მეხტიევი მანსუროვას აშინებდა, სისტემატურად სცემდა და აუპატიურებდა. ამას გარდა, ემუქრებოდა ალიას მოხუც მამას, რომელსაც ერთხელ სცემა კიდეც – როდესაც მოხუცი ქალიშვილის სახლში დაბრუნებას შეეცადა.

 “თავს იატაკზე მარტყმევინებდა, თმებით მათრევდა, მამცირებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდა. ჩედა ჭირად, მაშინვე დავორსულდი. დამცინოდა, – ზურგზე დაწექი და მუცელზე დაგახტებიო. იმის გამო მცემდა, რომ ტოქსიკოზი დაეწყო და გული მერეოდა. მუხლმოყრილი ვევედრებოდი, ტყვეობიდან გავეთავისუფლებინე, რაზეც მპასუხობდა,- აქედან ცოცხალი ვერ გააღწევო,” – ჰყვება ალია.

ალიას მამამ დახმარებისთვის საზოგადოებრივ ორგანიზაცია “სუფთა სამყაროს” მიმართა.

“ძალიან იყო დაშინებული. მის ოჯახს ემუქრებოდნენ და ფიზიკურადაც ძალადობდნენ. მომართვისთანავე საბუნჩინის რაიონში, პოლიციის მე-15 განყოფილებაში მივედით. განყოფილების უფროსს ვესაუბრეთ, მაგრამ იქ არ დაიჯერეს, რომ ასეთი რამ მართლაც შეიძლებოდა მომხდარიყო,” – განაცხადა საზოგადოებრივი ორგაიზაცია “სუფთა სამყაროს” ხელმძღვანელმა, მეჰრიბან ზეინალოვამ.

ქალი დაბეჯითებით მოითხოვდა, რომ პოლიციის თანამშრომლები რუფატ მეხტიევის სახლში მისულიყვნენ. ალიამ სამართალდამცავების დარწმუნება შეძლო და რუფატს სამართალდამცავების სახლში მიღება მოუხდა.

ალია მანსუროვას ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელმაც დაადასტურა, რომ მანსუროვას ცემის კვალი და თავის ქალის სერიოზული ტრავმა აღენიშნებოდა. ამჟამად, ფსიქოლოგიურ პრობლემებთან ერთად, იგი თავის ძლიერ ტკივილებსაც განიცდის. მანსუროვას მეხსიერების ნაწილობრივი დაკარგვაც დაუდგინდა.

რუფატ მეხტიევის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლის (“ჯანმრთელობისათვის განზრახ მიყენებული მსუბუქი დაზიანება”) მიხედვით აღიძრა. ეს მუხლი განსასჯელისთვის აღმკვეთ ღონისძიებად ითვალისწინებს ჯარიმას, ან გამოსასწორებელ სამუშაოებს ერთი წლის ვადით.

მოგვიანებით, მრავალრიცხოვანი პუბლიკაციებისა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული მასალების წყალობით, სამართალდამცავები იძულებულები გახდნენ, მეხტიევისთვის წარედგინათ ბრალი აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 133.2.2.

(“ქალისათვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმების მიყენება იმ მდგომარეობაში, როდესაც მსხვერპლის ორსულობის ფაქტი დადგენილია”) 133.2.6 (“ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმის მიყენება. ტანჯვის მიყენება წამების გზით”), 150.1 (“სქესობრივი ხასიათის ძალადობრივი ქმედება” და 149-ე (“გაუპატიურება”) მუხლებით.

საბოლოოდ მეხტიევს მიუსაჯეს პატიმრობა 10 წლისა და 11 თვის ვადით.

თავად არის დამნაშავე

 ამ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ ქალი აზერბაიჯანულმა საზოგადოებამ დაიცვა. თუმცა, რა თქმა უნდა, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც თავად ქალის ადანაშაულებდნენ იმაში, რაც დაემართა. ასეთები მოძალადეს ემხრობოდნენ კიდეც, – ქალი თავადაა დამნაშავე, არ უნდა მისულიყო მასთან სტუმრადო.

აზერბაიჯანში იმდენად ძლიერია ძალადობის მსხვერპლი ქალის დადანაშაულების ტენდენცია, რომ  მკვლელობის შემთხვევების გაშუქებსაც კი ახლავს ხოლმე წამახალისებელი კომენტარები.

“ახალგაზრდა კაცმა საკუთარი და მოკლა, როდესაც გაიგო, რომ გოგონა ვიღაცას ხვდებოდა,” – იუწყებიან მედიასაშუალებები. ეს ხალხი კი წერს:”ყოჩაღ, კაცს ღირსება დაუცავს.”

“მამაკაცმა გაიგო, რომ მისი ყოფილი ცოლი მეორედ თხოვდებოდა, და ყოფილი მეუღლე მოკლა”, – “ყოჩაღ, კაცური კაცი ყოფილა!”, – იწონებენ ეს ადამიანები.

“ღამის 3 საათზე ქუჩაში ახალგაზრდა ქალი გააუპატიურეს” – “სწორია! რა უნდოდა ღამით ქუჩაში? იქნებ საერთოდაც მეძავია… თვითონვეა პროვოკატორი,” – სიხარულით გაიძახის კიდევ ერთი ასეთი.

როგორ დაეხმარება ქალებს აქცია #‎ЯнеБоюсьСказать და მისი მსგავსი სხვა ღონისძიებები? მსგავსი აქტივობები ნელა, მაგრამ თანმიმდევრულად ცვლის საზოგადოების დამოკიდებულებას სექსუალურ ძალადობის მიმართ, და მსხერპლად ქცეულ ქალებს ეუბნება, რომ ისინი მარტონი არ არიან.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ