კიდევ ერთი ქართველი მფრინავი დაჭრილია " />

კონგოში ქართველი მფრინავის ტყვეობიდან დასხნის თაობაზე დიპლომატები მოლაპარაკებების აწარმოებენ

კიდევ ერთი ქართველი მფრინავი დაჭრილია

ქართველი დიპლომატები კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ამბოხებულთა ტყვეობაში ჩავარდნილი საქართველოს მოქალაქის დასახსნელად მოლაპარაკებებს კონგოს ხელისუფლებასთან აწარმოებენ. სამხედრო მფრინავი, საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედრო მოსამსახურე სოსო ოსურაული ტყვეობაში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც მეამბოხეებმა სამთავრობო ძალების ვეტრმფრენი ჩამოაგდეს. მეორე ქართველი მფრინავი დაშავდა, თუმცა ტყვეობას გადაურჩა.

“დიპლომატიურად ვურთიერთობთ კონგოს დემოკრატიული რეპუბლიკის წარმომადგენლებთან. რა ინფორმცაისაც ვფლობთ არის ის, რომ ერთ-ერთი ქართველი, რომელიც ამ შეიარაღებული დაჯგუფების ხელში ტყვედ აღმოჩნდა, ჯანმრთელია. საქართველოს მეორე მოქალაქე დაჭრილია და მკურნალობს ქალაქ გომაში”, – განაცხადა “რუსთავი-2”-თან სატელეფონო საუბრისას საქართველოს ელჩმა სამხრეთ აფრიკაში ბექა დვალმა.

მანამდე საქართველოს საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ კონგოში საქართველოს მოქალაქის დატყვევების ფაქტი ამ ქვეყნის ხელისუფლებამ დაადასტურა.

საქათველოს თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, კონგოში მყოფი საქართველოს მოქალაქეები შეიარაღებულ ძალებში არ ირიცხებიან, ოსურაულმა კი შეიარაღებული ძალები 2015 წელს დატოვა. კონგოში კი ყოფილი სამხედროები კერძო პირების სტატუსით გაემგზავრნენ.

ქართველ სამხედრო მფრნავებს სამსახურის უცხოეთში ძებნა მას შემდეგ დასჭირდათ, რაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მის შეიარაღებაზე მყოფი მი-24 ტიპის საბრძოლო ვერტმფენები ჩამოწერა.

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკა აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი სახელმწიფოა. 1998-2002 წლებში ქვეყნის ტერიტორიაზე “დიდი აფრიკული ომი” მიმდინარეობდა, რომელშიც 20-მდე შეიარაღებული დაჯგუფება მონაწილეობდა და 5 მილონზე მეტი ადამიანი შეეწირა. ზავის დადების შემდეგ ქვეყანაში გაერო-ს მშვიდობისმყოფელები იმყოფებიან.  ამჟამად სამხედრო კონფლიქტი აღმოსავლეთის კივუს პროვინციაში ტუტსის მეამბოხეებსა და სამთავრობი ძალებს შორის მიმდინარეობს .


ასევე წაიკითხეთ