მან თვის ძმასთან - ადამთან ერთად სომხეთის პასპორტი მიიღო და სომხეთის შეიარაღებული ძალების რიგებში ჩაეწერა" />

ცნობილი ბიზნესმენი დენ ბილზერიანი სომხეთში ჩავიდა

მან თვის ძმასთან - ადამთან ერთად სომხეთის პასპორტი მიიღო და სომხეთის შეიარაღებული ძალების რიგებში ჩაეწერა

მსოფლიოში სახელგანთქმული სომხური წარმოშობის ამერიკელი დენ ბილზერიანი სომხეთში 27 აგვისტოს საკუთარი თვითმფრინავით ჩაფრინდა. მას ძმა – ადამ ბილზერიანი და მოდელი საილენ მედეიროსი ახლდნენ.

დენ ბილზერიანი – მეწარმე კაპიტალისტი, პოკერის მოთამაშე და მსახიობია.

მას „პოკერის მეფეს“ უწოდებენ, თუმცა პროფესიონალურ პოკერში მას მნიშვნელოვანი წარმატებები არ აქვს.  პოკერის ყველაზე პრესტიჟულ მსოფლიო ტურნირში ის მხოლოდ ერთხელ მონაწილეობდა.

ბილზერიანის მამა ასევე მეწარმე კაპიტალისტია, და შვილისგან განსხვავებით, მან ამ სფეროში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია.

რა მიზანს ისახავს ეს მოგზაურობა, ან ვინ მიიწვია ბილზერიანი სომხეთში, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა მან უკვე მოასწრო, რომ ძმასთან ერთად სომხეთის პასპორტი მიეღო და სომხეთის შეიარაღებული ძალების რიგებში ჩამდგარიყო.

ბილზერიანი ასევე სომხეთის ექს-პეზიდენტის რობერტ კოჩარიანის ვაჟთან, ლევონ კოჩარიანთან ერთად ერევნის ერთ-ერთ კაფეშიც ნახეს.

პარალელურად, დენ ბილზერიანმა საკუთარ ინსტაგრამ-აკაუნტზე, სადაც მას 34 მილიონი ხელმომწერი ჰყავს, სომხეთის შესახებ პოსტების გამოქვეყნება დაიწყო.


ასევე წაიკითხეთ