საქართველოს დედაქალაქი საჭმლის უზარმაზარ ბაზრობას ემსაგავსება - ხილით, ცეკვებით და არანაკლებ ორი მილიონი ადამიანით" />

“თბილისობა-2019”. ფოტორეპორტაჟი ქალაქის მთავარი დღის შესახებ

საქართველოს დედაქალაქი საჭმლის უზარმაზარ ბაზრობას ემსაგავსება - ხილით, ცეკვებით და არანაკლებ ორი მილიონი ადამიანით

ოქტომბრის პირველ უქმეებზე თბილისში ყოველთვის დღესასწაულია. მწვადი და ჩურჩხელა დომინირებს, მაგრამ ამ ორ დღეს დედაქალაქში სხვა საჭმელიც უამრავია; ისევე როგორც მუსიკა, კონცერტები და სპორტის სხვადასხვა სახეობა.

თბილისში ქალაქის დღეს როგორც ყოველთვის გულუხვად აღნიშნავენ.

ამ შაბათ-კვირას თბილისში მწვადის და ჩურჩხელის სუნი ტრიალებს.

პირველად თბილისობა კომუნისტების დროს, ედუარდ შევარდნაძის ინიციატივით – 1979 წლის 28 ოქტომბერს აღნიშნეს.

ამ დღეს თბილისში სხვადასხვა რაიონიდან გლეხები და ფერმერები ჩამოდიან და თავიანთი სოფლის მეურნეობის პროდუქცია ჩამოაქვთ. საქართველოს დედაქალაქი ერთ დიდ საკოლმეურნეო ბაზარს ემსგავსება, რომელიც სავსეა შემოდგომის ნობათით – ხილი, ღვინო, ხორცი, თაფლი, ჩირები, ჩურჩხელები – ეს ყველაფერი ცენტრალურ ქუჩებზეა გამოფენილი.

იქვე შეგიწვავენ მწვადს და ახლადგამომცხვარ ლავაშში გაგიხვევენ.

გარდა ამისა, სტუმრებს ელით კოსტიუმირებული წარმოდგენები ბაზრობები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ასევე კონცერტები და წარმოდგენები, რომლებიც თბილისის მერიის ინიციატივით წელს ქალაქში რამდენიმე უბანში იმართება.

ეს დღე განსაკუთრებით ტურისტებს უყვართ – ბევრი ცენტრალური ქუჩა გადაკეტილია და ფეხით სიარული მარტივია. თბილისელები კი, სულ უფრო ხშირად წუწუნებენ იმ საშინელი საცობებისა და ქაოსის გამო, რომლების ამ ორ დღეს ახლავს.

JAMnews-ი გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს 2019 წლის თბილისობიდან:

 

 


ასევე წაიკითხეთ