ოპერაციას BBC-ის გადამღები ჯგუფი იღებდა" />

თბილისის ზოოპარკში სპილოს ეშვის ოპერაცია გაუკეთეს

ოპერაციას BBC-ის გადამღები ჯგუფი იღებდა

სპილო გრანდი

თბილისის ზოოპარკში სპილო გრანდს ოპერაცია ჩაუტარეს – მას ეშვი ამოუღეს. ოპერაცია თითქმის ოთხ საათს გრძელდებოდა.

სპილოს დაძინებას დაახლოებით ნახევარი საათი დასჭირდა, რის შემდეგაც ოპერაცია დაიწყო.

მთელს ამ პროცესს BBC-ის გადამღები ჯგუფი იღებდა. ბრიტანული მაუწყებელი  ამ ოპერაციისა და თბილისის ზოოპარკის შესახებ ერთ საათიან ფილმს ამზადებს.

სპილო გრანდის ოპერაცია ღია ცის ქვეშ, ვოლიერში ჩატარდა.

ოპერაციის დასაწყისში კამერებსა და ფოტოგრაფებს საშუალება მისცეს 15 წუთით პროცესი გადაეღოთ.

აზიური მამრი სპილო გრანდი ერევნის ზოოპარკიდან 2014 წელს, უკვე მოტეხილი ეშვებით ჩამოვიდა. ამ მდგომარეობაში ცხოველის დიდი ხნით დატოვება, დროთა განმავლობაში, მის დაღუპვას გამოიწვევდა. ამიტომაც, სპილოს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ოპერაციის გაკეთება და მოტეხილი ეშვების ამოღება გადაწყდა. პირველი ოპერაცია გრანდს 2014 წელს ჩაუტარდა. ოპერაცია გართულდა და ვეტექიმებმა მხოლოდ ერთი ეშვის ამოღება შეძლეს. ანესთეზიიდან გამოსული სპილოს წამოყენება მრავალსაათიანი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა. მაშინ ეშვის ამოღებას 11 საათი დასჭირდა.

ეს 2014 წლის კადრებია:

ოპერაცია სამხრეთ აფრიკელმა ვეტერინარებმა ჩაატარეს: ქირურგი და ანესთეზიოლოგი, რომელთაც ასეთი ოპერაციების ჩატარების ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ.

ფეისბუკმომხმარებლები  დილიდან სპილო გრანდს ამხნევებდნენ და ზოოპარკიდან ახალ ამბებს ელოდებოდნენ.


ასევე წაიკითხეთ