რას საქმიანობს მართლმადიდებელთა საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეა და სად გამოვიდა გავრილოვი სიტყვით?" />

ვინ არის მართლმადიდებელი კომუნისტი, რომელმაც თბილისში პროტესტი გამოიწვია

რას საქმიანობს მართლმადიდებელთა საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეა და სად გამოვიდა გავრილოვი სიტყვით?

იმის გასაგებად, რატომ ვწერთ ნაკლებად ცნობილ რუს დეპუტატზე, რომელიც ერთდროულად კომუნისტი და აქტიური ქრისტიანია, აუცილებელია წინაისტორიის ცოდნა. აი, ისიც.

წინაისტორია

21 ივნისს, გამთენიისას, პოლიციის სპეცრაზმმა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია დაშალა, რომელიც წინა საღამოს 19:00 საათიდან მიმდინარეობდა.

ჟურნალისტების შეფასებით, აქციაზე, სულ მცირე, 30 ათასი ადამიანი იყო შეკრებილი. აქცია პოლიტიკოსების ორგანიზებული არ იყო, თუმცა მას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტებიც ესწრებოდნენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა შს მინისტრისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ასევე პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის სპიკერის თანამდებობიდან გადადგომა იყო.

დემონსტრანტებმა რამდენჯერმე სცადეს პარლამენტის შტურმით აღება, რის შემდეგაც პოლიციელებმა მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლის მანქანები გამოიყენეს.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილებით გაჰყავდათ. ასობით ადამიანი დაიჭრა და დააპატიმრეს, რამდენიმე მოქალაქემ კი თვალი დაკარგა.

 შეტაკება თბილისის ცენტრში – როგორ მოხდა ეს? ფოტორეპორტაჟი

მართალია, საზოგადოებაში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნებისა“ და პირადად მისი ლიდერის, მილიარდერი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკმაყოფილება დიდი ხანია მწიფდებოდა, ქუჩის აქციების უშუალო მიზეზი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს (დუმის) დეპუტატი, სერგეი გავრილოვი გახდა.

თბილისში, 20 ივნისს, მართლმადიდებელთა საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეა უნდა გახსნილიყო. რატომღაც, ღონისძიების გახსნის უფლება რუს დეპუტატს, გავრილოვს გადაეცა და რატომღაც, მან სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მჯდომმა გახსნა.

• 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს რუსეთმა საქართველოს. ეს გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ მიიღო

ეს მოვლენა ქართული საზოგადოებისთვის „უკანასკნელი წვეთი“ გამოდგა. თავდაპირველად პროტესტი გამოთქვა საპარლამენტო უმცირესობამ, შემდეგ უკვე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა და მართალია, ხელისუფლებამ მაშინვე განაცხადა, რომ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩენა „პროტოკოლური შეცდომა“ იყო, პროცესი უკვე დაიძრა და თბილისის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა.

მაშ ასე, ვინ არის მართლმადიდებელი კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი და რა არის მართლმადიდებელთა საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეა?

 სერგეი გავრილოვი

ვინ არის სერგეი გავრილოვი

სერგეი გავრილოვი – 2007 წლიდან რუსეთის პარლამენტის წევრია კომუნისტური პარტიიდან. მანამდე მან სამჯერ სცადა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრობა, მაგრამ უშედეგოდ.

რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატაში არჩევის შემდეგ, გავრილოვი იკავებდა სახელმწიფო სათათბიროს საინფორმაციო პოლიტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კავშირგაბმულობის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას, საბოლოოდ კი ტრანსპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტი ჩაიბარა.

გავრილოვი კანონშემოქმედებით პროცესში აქტიურ მონაწილეობას არ იღებს და სწორედ ამიტომ, რუსეთშიც კი ბევრი არავისთვისაა ცნობილი.

 როგორ აფინანსებს მოსკოვი ოსეთის საშუალებით აღმოსავლეთ უკრაინას

რუსული მედიის ცნობით, გავრილოვმა ცოტა ხნის წინ დაიკავა მართლმადიდებელთა საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის თანამდებობა.

ის ადამიანები, რომლებიც 20 ივნისს საქართველოს პარლამენტთან გამოვიდნენ, აღაშფოთა იმ ფაქტმაც, რომ ადრე, გავრილოვმა მხარი დაუჭირა აფხაზეთის დამოუკიდებლობას.

საკუთარ მონაწილეობას რუსულ-ქართულ ომში გავრილოვი უარყოფს:

„ვფიქრობ, რომ ჩვენ წვლილი უნდა შევიტანოთ არა მხოლოდ ტურიზმსა და ბიზნესში, ასევე, კულტურაში“, – განუცხადა მან რუს ჟურნალისტებს. „ასევე, მინდა ვუპასუხო ფეიკ-ნიუსებს, რომელიც ქართულ მედიაში გავრცელდა. გავრილოვს არასოდეს მიუღია მონაწილეობა აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. ეს ტყუილია“.

თუმცა, 2008 წელს, გავრილოვმა სხვა რუს დეპუტატებთან ერთად მხარი დაუჭირა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.

რა არის მართლმადიდებელთა საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეა

მართლმადიდებელთა საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეა, რომლის ფარგლებშიც რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტში გამოვიდა, 1993 წელს, საბერძნეთის ინიციატივით შეიქმნა.

მასში შედიან დეპუტატები 25 ქვეყნიდან, მათ შორის, საქართველოდან, სომხეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ბელარუსიდან, აშშ-დან და სხვა.

ასამბლეის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, როგორც მის ოფიციალურ ვებგვერდზეა მითითებული, არის: „ხელი შეუწყოს ევროკავშირის ფარგლებში მართლმადიდებლობის, როგორც ახალი ევროპული რეალობის ფორმირების მნიშვნელოვანი და აუცილებელი პოლიტიკური, კულტურული და სულიერი გამოხატულების როლის ზრდას“.

გასულ წლებში, ასამბლეის სხდომები გაიმართა ათენში, სალონიკში, ქაიროში, სოჭსა და სხვა ქალაქებში. თუმცა, უცნობია, მართლმადიდებლობის როლთან დაკავშირებით, რა რეალურ გავლენას ახდენს ორგანიზაცია.

თბილისში მსგავსი ღონისძიების გამართვა პირველად იყო დაგეგმილი.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ