სანკტ-პეტერბურგში მომხდარი ტერაქტის შემდეგ უსაფრთხოების ზომები დასთ-ს ქვეყნების ყველა მეტროპოლიტენმა მიიღო " />

ერევნის მეტროპოლიტენში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები

სანკტ-პეტერბურგში მომხდარი ტერაქტის შემდეგ უსაფრთხოების ზომები დასთ-ს ქვეყნების ყველა მეტროპოლიტენმა მიიღო

 

სანკტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი ტერაქტის შემდეგ ერვანში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები და გამკაცრებულია კონტროლი.

პოლიცია მეტროებსა და მიწისქვეშა გადადსასვლელებში საეჭვო მოქალაქეებს ხელჩანთებსა და ზურგჩანთებს უმოწმებს. ასევე მიმდინარეობს სათვალთვალო ვიდეოკამერებით კონტროლიც.

ერევნის მეტროპოლიტენის პრეს-სამსახურში განაცხადეს, რომ „მეტრო სტრატეგიული ობიექტია, და ამიტომ, სიფთხილე უნდა შევინარჩუნოთ“.

მოქალაქეების დასაცავად ამგვარი უსაფრთხოების ზომების მიღება აუცილებლია, – თქვა ერევნის მეტროპოლიტენის პრეს-სასმსახურის თანამშრომელმა, და დასძინა, რომ ასეთივე ზომებს მიმრთა დსთ-ს ქვეყნების ყველა მეტროპოლიტენმა“.

სომხეთის მაცხოვრებლები გულგრილები არ დარჩენილან სანკტ-პეტერბურგში მომხდარი ტრაგედიის მიმართ, რომელმაც 14 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

3 აპრილის საღამოდან პეტერბურგის მეტროში მომხდარი აფეთქებების მსხვერპლთა საპატივცემულოდ ადამიანებს სომხეთში რუსეთის საელჩოსთან ყვავილები და ანთებული სანთლები მიჰქონდათ.


ასევე წაიკითხეთ