ერევანში სომხეთ-საქართველოს მეგობრობისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

სომხეთი და საქართველო წელს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს აღნიშნავენ

წელს სომხეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთერთობების დამყარების 25-ე წლისთავი შესრულდა.

კონცერტში სომეხი და ქართველი მუსიკოსები მონაწილეობდნენ. კოპოზიტორ არამ ხაჩატურიანის სახელობის ფესტივალის ფარგლებში  ღონისძიებები მოეწყო.

კერძოდ, მაყურებლის ყურადღება მიიპყრო პიანისტის, მამიკონ ნააპეტოვისა და კლარნეტისტის, დიმიტრი ბოკოლიშვილის ერთობლივმა გამოსვლებმა.

შემთხვევით არ მომხდარა, რომ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებისადმი მიძღვნილი კონცერტი არამ ხაჩატურიანის სახელობის ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა. თავად ხაჩატურიანი საქართველოში დაიბადა და მას მთელი სიცოცხლის განმავლობაში თან სდევდა  თბილისთან დაკავშირებული მოგონებები.

ხაჩატურიანი თბილისს – მუსიკალურ, ჟღერად ქალაქს უწოდებდა: ერთ ეზოში სომხური ხალხური სიმღერა გაისმოდა, მეორეში – ქართული ხალხური მრავალხმიანი სიმღერა. არამ ხაჩატურიანი 16 წლის ასაკში მოხვდა თბილისის საოპერო თეატრში, სადაც ის პირველად ეზიარა დიდ ხელოვნებას, ფალიაშვილის ერთ-ერთი საოპერო დადგმა ნახა და სწორედ იმ მომენტიდან გადაწყვიტა, რომ მუსიკოსი გამხდარიყო.


ასევე წაიკითხეთ