შეიცვალა ფესტივალის ხელმძღვანელობა, მისი დიზაინი, შემოიღეს სიმკაცრეები მაყურებლებისთვის - დაგვიანებულებს დარბაზში არ შეუშვებენ " />

ერევანში საერთაშორისო ფესტივალ „ოქროს გარგარზე“ ასზე მეტი ფილმია წარმოდგენილი

შეიცვალა ფესტივალის ხელმძღვანელობა, მისი დიზაინი, შემოიღეს სიმკაცრეები მაყურებლებისთვის - დაგვიანებულებს დარბაზში არ შეუშვებენ

მეთექვსმეტე საერთაშორისო კინოფესტივალი „ოქროს გარგარი“ ერთ-ერთი იმ ღონისძიებათაგანია, რომელსაც კინოს მოყვარულები  ყველაზე მეტად ელოდებიან. მთელი კვირის განმავლობაში ერევანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილი ფილმებით იცხოვრებს. წელს 110-ე მეტ ფილმს უჩვენებენ. მთავარი პრიზისთვის 13 ფილმი იბრძოლებს, მათ შორის – სომხური ფილმი, რეჟისორ ედგარ ბაღდასარიანის „გრძელი ღამე“.

ახალი ჰოლივუდური ფილმი რუსეთსა და უკრაინაში სხვადასხვა მიზეზით აკრძალეს

ფილმს საბჭოთა თბილისიდან გაქცევის მცდელობის შესახებ ამერიკელი მაყურებელი იხილავს

როგორ ჩატარდა გახსნის ცერემონია

საერთაშორისო ფესტივალის გახსნის ცერემონია შვიდ ივლისს გაიმართა. ცნობილმა რეჟისორებმა, სცერნარისტებმა და მსახიობებმა კარენ დემირჩიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში წითელ ხალიჩაზე გაიარეს.

სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა არა ხზმალიანმა ბრიფინგის დროს განაცხადა, რომ 15 წლის განმავლობაში „ოქროს გარგარმა“ საერთაშორისო ფესტივალებს შორის ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა, რაზეც სტუმრების და მონაწილეების რაოდენობა, და ფესტივალის პროგრამაც მეტყველებს,

 „ოქროს გარგარმა“ გრძელი, რთული მაგრამ ნაყოფიერი გზა გაიარა“, – თქვა  ხზმალიანმა.

ფესტივალის ფარგლებში, შარლ აზნავურის სახელობის მოედანზე, ტრადიციულად, შედგა სომხური კინოს ცნობილი ადამიანებისთვის  ვარსკვლავების გახსნა. წელს უკვე არსებულებს სამი რეჟისორის სახელი დაემატა: ბაგრატ ოგანესიანი (ფილმები „მჟავე ყურძენი“, „მასპინძელი“), არმან მანარიანის (ფილმები „ეგნარის წყარო“, „დაბრუნება“ ) და გენადი მელკონიანის (ფილმები „სრულიად მოულოდნელად“ „უკანასკნელი კვირა).

რა შეიცვალა ფესტივალზე

2018 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ  „ოქროს გარგარი“ თავის საქმიანობას გააგრძელებს, მაგრამ უკვე ახალი ხელმძღვანელობით.  ფესტივალის თანადამფუძნებელთა გადაწყვეტილებით, საერთაშორისო  კინოფესტივალ „ოქროს გარგარისთვის“  პროგრამების შემრჩევი კარენ ავეტისიანი პროგრამების დირექტორად დაინიშნა.

მანამდე ფესტივალს ატარებდნენ მისი დამფუძნებლები: რეჟისორი დოკუმენტალისტი არიუთიუნ ხაჩატრიანი, სცენარისტი მიხაილ სტამბოლციანი და კინოკრიტიკოსი სუსანა არუთიუნიანი. თუმცა, არიუთიუნ ხაჩატრიანმა ფესტივალის ხელმძღვანელობაზე უარი განაცხადა, რადგან ის საკუთარი კანდიდატურის წაყენებას სომხეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარის  თანამდებობაზე აპირებდა.

შეიცვალა ფესტივალის გაფორმება.  „ყავა, ცენტრი , კინო?“, „გინდა გადასარევ ფილმზე წასვლა?“, „წავიდეთ მძიმე ფილმზე?“, „მიირთვი ჩემი გარგარი“ – ასეთი წარწერებიანი პოსტერები ამ წლის სიახლე გახდა. და ისინი Facebook-ის სომხური სეგმენტისთვის დისკუსიის მიზეზადაც იქცა. ზოგიერთმა მომხმარებელმა გაფორმების ამგვარი სტილი ამ დონის ფესტივალისთვის მიუღებლად მიიჩნია.

„ოქროს გარგარის“ ახალმა დირექტორმა ასმიკ ოგანესიანმა ახსნა, რომ ეს ფრაზები შემთხვევით არ შერჩეულა. მან განმარტა, რომ პოსტერები ინტერნეტის სომხურ სეგმენტში პოპულარული მემებისა და სოციალურად მნიშვნელოვანი თემების მიხედვით მომზადდა:

წელს გადავწყვიტეთ, ერევნის რეალიებთან დაკავშირებული პოსტერები გაგვეკეთებინა“.

მეთექვსმეტე კინოფესტივალის სიახლეს წარმოადგენს სამი საინფორმაციო ცენტრი, რომლებიც ერევნის ცენტრში მოქმედებს.

გარდა ამისა, Android-ისა და IOS-ის სისტემების ტელეფონებისთვის ამოქმედებულია აპლიკაცია GAIFF.

რაც შეეხება უშუალოდ ფილმების სეანსებს, წელს სიმკაცრეები  შემოიღეს: დაგვიანებულ მაყურებლებს დარბაზში უბრალოდ არ შეუშვებენ.

ვინ იღებს მონაწილეობას კინოფესტივალში

წელს ფესტივალში მონაწილეობს როგორც ცნობილი ოსტატების, ისე დამწყები რეჟისორების ფილმები.

პროგრამაში „რეგიონული პანორამა“ სომეხი, ქართველი, თურქი, ირანელი კინემატოგრაფისტების 12 ფილმი შევიდა. გარდა ამისა, ნაჩვენები იქნება რუსეთ- აზერბაიჯანის ერთობლივი წარმოების დოკუმენტური ფილმი  –  „მოლოკანები“. ფილმი აზერბაიჯანში მცხოვრები მოლოკანების ცხოვრების შესახებ გვიამბობს.

ევროპის ქვეყნების საელჩოებმა „ოქროს გარგარზე“ უცხოური ფილმების დიდი არჩევანი წარმოადგინეს. დიპლომატიურმა მისიები კინფესტივალის მაყურებელს  ცნობილი რეჟისორების, პროდუსერებისა და მსახიობების მონაწილეობით შექმნილ ფილმებს წარუდგენენ.

როგორც საფრანგეთის ელჩმა ჯონათან ლაკოტმა განაცხადა, ერევანში, „ოქროს გარგარის“ პროგრამის Talent Lab ფარგლებში, ოთხდღიანი მასტერ-კლასით გამოვლენ კინოკრიტიკოსი, კანის პროგრამის Critics Week კოორდინატორი, ოლივიე პელისონი და პროდუსერი ფრანსუა დ’ არტემარი.

 „პროგრამის „ახალი ფრანგული კინო“ ფარგლებში ნაჩვენები იქნება რამდენიმე ცნობილი ფილმი, რომელთა შორის არის ანიეს ვარდის კინოსურათი „დამშვიდობება“ და ნარდ ლაპიდის „სინონიმები“,  – განაცხადა ლაკოტმა.

კინოფესტივალის პროგრამაში წარმოდგენილია ასევე იტალიელი, გერმანელი, პოლონელი და რუსი კინემატოგრაფისტების სურათები.

უკვე გახსნის დღეს შედგა იუსუფ რაზიკოვის ფილმის „ცეკვა ხმლებით“ ჩვენება, რომელიც სომეხ კომპოზიტორს არამ ხაჩატურიანს ეძღვნება.

 „ოქროს გარგარის“ შესახებ

კინოფესტივალი „ოქროს გარგარი“ ერევანში 2004 წლიდან ტარდება. პირველ წელს მასში მხოლოდ სომეხი კინემატოგრაფისტების ფილმები მონაწილეობდა. მეორე წლიდან ის საერთაშორისო გახდა, და ახლა უკვე სომხეთის ფარგლებს გარეთაც მიიღო აღიარება. 2010 წელს „ოქროს გარგარს“ კინოს საერთაშორისო კავშირის, ტელევიზიისა და სპორტის  მთავარი პრემია   Ficts Plate D’honneur მიენიჭა.

ფესტივალის დამფუძნებლებმა ის აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ერთგვარ კულტურულ ხიდად ჩაიფიქრეს და მისთვის ასეთი სლოგანი მოიფიქრეს -„კულტურებისა და ცივილიზაციების გზაჯვარედინი“.

2011 წლამდე მასში სამი მთავარი პროგრამა შედიოდა: სამსახიობო და დოკუმენტური კინოს საერთაშორისო კონკურსები და კონკურსი „სომხური პანორამა“. 2011 წლიდან გაჩნდა ასევე მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამა  „გარგრის კურკა“.

ფესტივალის ჩატარების სხვადასხვა წლებში  სომხეთის დედაქალაქს სტუმრობდნენ – მწერალი და სცენარისტი ტონინო გუერა, მსახიობები კლაუდიაკარდინალე, ფანი არდანი, ნასტასია კინსკი, ორნელა მუტი, ჟაკლინ ბისე.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ