მასში 1500 ადამიანი და 70 ქვეყანა მონაწილეობს " />

ერევანში კონფერენცია „სომხეთი-დიასპორა“ გაიხსნა

მასში 1500 ადამიანი და 70 ქვეყანა მონაწილეობს

ერევანში მუშაობა დაიწყო სრულიად სომხეთის მე-6 კონფერენციამ „სომხეთი- დიასპორა“, რომელშიც 70 ქვეყნიდან ჩამოსული 1500 ადამიანი მონაწილეობს, ასევე – მთელი ადგილობრივი ისტებლიშმენტი და უმაღლესი სასულიერო პირები.

წელს კონფერენცია ტარდება სახელწოდებით „ურთიერთნდობა, ერთობა და პასუხისმგებლობა“.  ჩატარდება თემატური სხდომეი სომხეთისთვის უმნიშვნელოვანეს შემდეგ თემებზე:

  • ეკონომიკის განვითარება;
  • თავდაცვითი პოლიტიკის განსაკუთრებული მხარეები;
  • რეგიონული გამოწვევები და ეროვნული უსაფრთხოება;
  • საგარეო პოლიტიკა;
  • სომხების გენოციდის შედეგების აღკვეთა;
  • სომხობის შენარჩუნების ძირითადი პრობლემები.

მე-6 კონფერენციამ დიდი ყურადღება მიიპყრო – განსკუთრებით უცხოელი თანამემამულეების მხრიდან, რადგან წელს აქ  საერთო სომხური საბჭოს შექმნის იდეას განიხილავენ. ამის და მთლიანად “სომხეთი-დიასპორის” ურთიერთობების შესახებ JAMnews-მა ადრე ანალიტიკური წერილი გამოაქვეყნა.

JAMnews-ის მიმომხილველი ნაირა აირუმიანი სომხეთის პრეზიდენტის ამ სიტყვების კომენტირებისას, რომ “მსოფლიოში არსებობენ წარმატებული სომხები, ვისი პირადი და ინსტიტუციონალური შესაძლებლობები ერთად აღებული რამდენიმე სახელმწიფო უწყების შესაძლებლობებსაც კი აჭარბებს“, წერდა –

“შეძლებული სომხების კაპიტალი ხშირად მართლაც სომხეთის სახელმწიფო ბიუჯეტს უტოლდება. თუმცა, ამ კაპიტალების სომხეთში მოსაზიდად ხელისუფლებას გამჭვირველე სახელმწიფო სტრუქტურების შექმნა და ტრადიციულ სფეროებში მონოპოლიებზე უარის თქმა მოუწევს. შესაძლოა, ეს ქსელური ეროვნული სტრუქტურის შექმნის საშუალებით მოხდეს“.

დიასპორა – სომხეთის მთავარი დასაყრდენი

დღეს კონფერენციის გახსნაზე სერჟ სარგსიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი უკვე მყარად დგას ფეხზე და „სომხეთი-დიასპორის“ ურთიერთობების სტრატეგიული განვითარების კონცეფციის შექმნის ნებაც გააჩნია და ამის ძალაც შესწევს. პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ შემდეგი კონფერენცია პროექტის „ოთხმილიონიანი სომხეთი“ დასაწყისი იქნება: „ ჩვენ უკვე მზად ვართ რეპატრიაციის ორგანიზების საკითხზე სერიოზული მსჯელობისთვის “.

სერჟ სარგსიანმა აღნიშნა: სომხეთის სახელმწიფო პოლიტიკის  ღერძი ყოველთვის იყო დიასპორის ყველა ფენასთან კავშირი, უცხოელი თანამემამულეების სომხური იდენტობის შენარჩუნების მხარდაჭერა და საგანგებო სიტუაციებში მოხვედრილი სომხებისთვის დახმარების გაწევა, კერძოდ, მოცემულ მომენტში – სირიელი სომხებისთვის.

სრულიად სომხეთის კათალიკოსი გარიეგინ მეორე კონფერენციის გახსნაზე ასევე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ სომხეთი და დიასპორა ეროვნული გაერთიანების საკითხში სოლიდარულები არიან – “ეს კერძო ინტერესებისა და ვითარებების მიღმა უნდა იყოს”

„არ შეიძლება სამშობლოსთვის იმის გამო ზურგის შექცევა, რომ მას არ გაუმართლა და უსამართლობას წააწყდა. ჩვენ სამშობლოს ჯარისკაცები და მსახურები ვართ, ასეთი უნდა იყოს ჩვენი დევიზი. სამშობლო იმ უბრალო მიზეზით უნდა გვიყვარდეს, რომ ის ჩვენია, სამშობლო თითოეულ ჩვენგანს ძალას ჰმატებს“, – თქვა გარეგინ მეორემ.

კონფერენცია მუშაობას 20 სექტემბერს დაასრულებს.

პუბლიკაციაში მოყვანილი ტერმინები, ტოპონიმები და აზრები არ არის აუცილებელი, რომ JAMnews-ის ან მისი ცალკეული თანამშრომლების იდეებსა და მოსაზრებებს ემთხვეოდეს. JAMnews იტოვებს უფლებას, პუბლიკაციებისთვის დართული ისეთი კომენტარები წაშალოს, რომლებიც შეურაცხმყოფელად, მუქარის შემცველად, ან ძალადობისკენ მოწოდებად შეფასდება, ანდა სხვა მიზეზებით ეთნიკურად მიუღებელი აღმოჩნდებშა.


ასევე წაიკითხეთ