რას ამბობს მოსახლეობა საკუთარ ქალაქზე?" />

ერევანმა დაბადების 2,799 წელი იზეიმა

რას ამბობს მოსახლეობა საკუთარ ქალაქზე?

ერევანმა 2,799-ე დაბადების დღე აღნიშნა.

დილიდან მიმდინარეობდა ღონისძიებათა ციკლი სახელწოდებით – „ერევანი – სიყვარულის ქალაქი“. სადღესასწაულო ატმოსფეროს ბუშტები, მუსიკა და მილოცვები ქმნიდა. გაირეცხა ყველა ქანდაკება, ხოლო დასუფთავების მანქანებმა საზეიმო აღლუმი მოაწყვეს.

ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა ველოგარბენა მოაწყო, მეორემ – დროშებიანი ფეხით გარბენა.  ასევე გაიმართა გამოფენები თემაზე „ერევნის ახალი და ძველი სურათები“,  ჯაზის კონცერტები.  ბოლოს კი ქალაქელებმა სადღესასწაულო ტორტი დაჭრეს და ძველ ქალაქს ფეიერვერკით მიულოცეს

ჟურნალისტებმა ერევნელებს იმ პრობლემების შესახებაც დაუსვეს კითხვები, რომლებიც, მათი აზრით, ქალქის წინაშე დგას;

“ქალაქის ყველაზე დიდი პრობლემაა – ტრაფიკი.  საათობით ვდგავართ საცობებში. ახალგაზრდების ცხოვრების დიდი ნაწილი ავტობუსებში გადის“.

“მიყვარს ერევანი, მაგრამ მისი ხელმძღვანელობა არ მიყვარს. მხოლოდ ლამაზი ყვავილების დარგვა არ კმარა“.

“თუ ნაგვის პრობლემას გადაჭრიან – ყველაფერი მოგვარდება. ქალაქში ბევრი მტვერი და ნაგავია“.

ერთ-ერთი პასუხი ამომწურავი იყო:

„ერევანი ჩემი შეყვარებულივით ლამაზი და მომხიბლავია“.

 


ასევე წაიკითხეთ