მოსალოდნელია ევროკავშირის საგაგნგებო წარმომადგენლის აზერბაიჯანში ვიზიტი" />

ევროკავშირი  ყარაბაღის ფრონტზე სიტუაციის გამწვავებით შეშფოთებულია

მოსალოდნელია ევროკავშირის საგაგნგებო წარმომადგენლის აზერბაიჯანში ვიზიტი

ევროკავშირი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების მიზნით ეუთოს მინსკის ჯგუფის საქმიანობას მხარს უჭერს.

ამის შესახებ  აზერბაიჯანში ევროკავშირის ელჩმა მალენა მარდმა (Malena Mard), აზერბაიჯანისა და სომხეთის ჯარების გამყოფ ზოლზე ახლახან მომხდარი შეტაკების კომენტირებისას განაცხადა, – გადმოსცემს report.az.

მისი თქმით, მთიანი ყარაბაღის კონფლინქტში სტატუს-კვო მდგრადი არ არის.

ელჩი ასევე იტყობინება, რომ სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის საგანგებო წარმომადენელი ჰერბერტ ზალბერი (Herbert Salber) უახლოეს ხანში აზერბაიჯანში ჩასვლას აპირებს და ვიზიტის დროს კონფლიქტის დარეგულირებაზე იმსჯელებენ.

მადლენა მარდმა ასევე განაცხადა, რომ „ევროკავშირი და აზერბაიჯანი,  სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების  მიზნით, მოლაპარაკებების ახალი რაუნდისთვის ემზადებიან.

მისი თქმით, მოლაპარაკებათა ახალი რაუნდი უახლოეს ხანში დაიწყება. მოლაპარაკებების თემა იქნება თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა – მიგრაცია, ვაჭრობა,  მმართველობის გაუჯობესება და სხვა.


ასევე წაიკითხეთ