მუსლიმი შიიტები აღნიშნავენ აშურას - წინასწარმეტყველი მუჰამედის შვილიშვილის ხსენების დღეს " />

აზერბაიჯანში მუსლიმური გლოვის ნიშნად 1500 ლიტრზე მეტი სისხლი ჩააბარეს

მუსლიმი შიიტები აღნიშნავენ აშურას - წინასწარმეტყველი მუჰამედის შვილიშვილის ხსენების დღეს

აზერბაიჯანში მორწმუნეებმა მუსლიმურ გლოვის დღესთან, “აშურასთან” დაკავშირებით 1500 ლიტრზე მეტი სისხლი ჩააბარეს

რას უჩივიან მუსლიმი ქალები აზერბაიჯანში

როგორ ცხოვრობენ პროტესტანტები საქართველოში

აშურა წინასწარმეტყველ მუჰამედის და მეშვიდე საუკუნეში მოწამეობრივად აღსრულებული მისი თანმხლებთა ხსენების დღეა. ქვეყნის მეჩეთების უმეტესობაში დილიდან სამგლოვიარო ლოცვა და რიტუალური დატირება აღევლინა.

წინათ ამ დღეს ბევრი მორწმუნე, გლოვის ნიშნად, საკუთარ სხეულზე ჯაჭვებს ირტყამდა და თავსაც კი იტეხავდა. მაგრამ ბოლო წლებში, თვითგვემის ნაცვლად, მიღებულია სისხლის ჩაბარება. მეჩეთებში სიმბოლური თვითგვემა ჯერ კიდევ ტარდება, მაგრამ ნამდვილი მძიმე ჯაჭვები შეცვალა წვრილი მძივების შეკვრამ, რომლებიც ტრავმებს არ აყენებს. 

პოლიცია ამ დღეს გაძლიერებული რეჟიმით მუშაობდა: ადათების მეჩეთის გარეთ შესრულება აკრძალულია.

რა მოხდაVII საუკუნეში?

აშურასამგლოვიარო თვის მუჰარამის მეათე დღეა, მისიკულმინაციადგება, როდესაც მუსლიმთა ერთი ნაწილი გლოვობს ჰუსეინს (მუჰამედის შვილიშვილს) და მის თანმხლებთ, რომლებიც ხალიფა მუავიის ვაჟთან იაზიდთან ბრძოლაში დაიღუპნენ. ეს 680 წელს ქალაქ კერბალას მახლობლად მოხდა (მუსლიმთა წმინდა ქალაქი, რომელიც თანამდროვე ერაყის ტერიტორიაზე მდებარეობს).

 ჰუსეინის დაღუპვის შემდეგ მუსლიმური სამყარო ორ განშტოებად დაიყო: ჰუსეინის მომხრე შიიტებად, და სუნიტებადიაზიდის მიმდევრებად. ეს განხეთქილება დღემდე არსებობს, რაც ბევრ ომსა და კონფლიქტს წარმოშობს. შესაბამისად, აშურა სამგლოვიარო დღედ მხოლოდ შიიტებს მიაჩნიათ.

თუმცა, მას სუნიტებიც აღნიშნავენ, ოღონდსხვანაირად და სხვა მიზეზით. ყურანის თანახმად, ეს დღე ცის, მიწის, ანგელოზებისა და პირველი ადამიანის შექმნას ემთხვევა, და აპოკალიფსიც ამ დღეს დადგება.

ორჯერ ნაკლები, ვიდრე შარშან

აშურას თარიღი წლიდან წლამდე იცვლება. 2019 წელს ის 10 სექტემბერს დაემთხვა.

მთელი ქვეყნის საავადმყოფოებსა და მეჩეთებში დონორების სისხლის ჩასაბარებელი პუნქტები გაიხსნა. ორგანიზატორები იყვნენ – ჯანდაცვის სამინისტრო და კავკასიის მუსლიმთა სამმართველო.

3 510 ადამიანმა თითქმის 1580 ლიტრი სისხლი ჩააბარაგადმოსცემს Report. ეს თითქმის ორჯერ ნაკლებია, ვიდრე გასულ წელს, როდესაც 5340 დონორისგან 2403 ლიტრი სისხლი შეგროვდა

ამავდროულად შარშან 288 დონორს ჰეპატიტი ან სიფილისი აღმოუჩინეს, ერთს კიშიდსი. წლევანდელი ანალიზების შედეგები ჯერჯერობით უცნობია.

 გლოვის თვე 29 სექტემბერს დასრულდება. ამ თვის განმავლობაში აზერბაიჯანში ქორწილების გადახდა და დიდი დღესასწაულების მოწყობა მიუღებელია. 


ასევე წაიკითხეთ