28 წლის წინათ აზერბაიჯანი საბჭოთა კავშირიდან გავიდა " />

დამოუკიდებლობის დღე აზერბაიჯანში – შეუმჩნევლად და უხმაუროდ

28 წლის წინათ აზერბაიჯანი საბჭოთა კავშირიდან გავიდა

აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის 28-ე წლისთავს აღნიშნავს – 1991 წლის 18 ოქტომბერს რესპუბლიკა სსრკ-ს შემადგენლობიდან ოფიციალურად გავიდა და დამოუკიდებელი გახდა. ახლა 18 ოქტომბერი, მართალია, სახელმწიფო დღესასწაულად არის მიჩნეული, მაგრამ ეს ჩვეულებრივი სამუშაო დღეა. დღეს არავითარი სადღესასწაულო ღონისძიებები არ ჩატარებულა, და ამ დღესასწაულის შესახებ ქვეყანაში ბევრმა მხოლოდ მედიიდან და სოციალური ქსელებიდან შეიტყო. 

სამხრეთ კავკასიის პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკების 100-წლისთავი

დამოუკიდებელი სომხეთის თანატოლები

ისტორია

1991 წელს სახელმწიფო დამოუკიდებლობის კანონის მიღებით აზერბაიჯანის უზენაესმა საბჭომ განაცხადა, რომ ქვეყანა საკუთარ დამოუკიდებლობას აღადგენს და თავს მიიჩნევს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრედ, რომელმაც 1918 წლიდან 1920 წლამდე იარსება.  

აზერბაიჯანი რიგით მეექვსე ქვეყანა გახდა, რომელმაც სსრკ-ს შემადგენლობა დატოვა. მანამდე ეს ლიტვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, საქართველომ და სომხეთმა გააკეთეს.

აზერბაიჯანი აღიარა თურქეთმა,  და მას სხვა სახელმწიფოებიც მიყვნენ, 1992 წლის მარტში კი აზერბაიჯანი გაეროს წევრი გახდა.

იმავე 1992 წელს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღე საერთო სახალხო დღესასწაულად და უქმე დღედ გამოცხადდა. მაგრამ 2006 წელს პარლამენტმა შრომის კოდექსი შეცვალა და 18 ოქტომბერი უქმე დღიდან სამუშაოდ დღედ იქცა, თუმცა – დღესასწაულის სტატუსით.

უფრო დიდი ცნობადობით სარგებლობს 28 მაისი – რესპუბლიკის დღე, როდესაც 1918 წელს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა გამოცხადდა. ზოგიერთს შეცდომით ჰგონია კიდეც, რომ დამოუკიდებლობის დღე სწორედ ეს არის.

დღესასწაულის ნიშნები

იმაზე, რომ დღეს განსაკუთრებული დღეა, ბაქოს ქუჩებში მხოლოდ ავტობუსებზე მიმაგრებული მცირე ზომის დროშები მეტყველებს.

ქვეყნის პირველმა ლედიმ და პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა მეჰრიბან ალიევამ Instagram-ის თავის ოფიციალურ გვერდზე მისალოცი პოსტი გამოაქვეყნა.

მედია ამ დღის ისტორიის შესახებ ჰყვებოდა.

იყო ასევე მილოცვები რამდენიმე უცხოელი ელჩისგან. 

სოციალურ ქსელებში აზერბაიჯანელი მომხმარებლები დღესასწაულის ყოველდღიურობასავით ჩატარებამ აღაშფოთა.  

თუმცა, როგორც ამბობენ, 20 ოქტომბერს ღია ცის ქვეშ უფასო კონცერტი გაიმართება.


ასევე წაიკითხეთ