მსხვერპლი არ არის " />

ბაქოში ძლიერმა ქარმა ოთხმოცი ხე წააქცია

მსხვერპლი არ არის

წამში 12 მეტრის სიჩქარის ქარმა 80 ხე წააქცია, მოგლიჯა ფანჯრის ჩარჩოები და სახურავების ფილაქნები, ჩაამსხვრია შუშები. ეს ბაქოში 29 ნოემბრის საღამოს და ღამით მოხდა. ადამიანური მსხვერპლი არ არის. ოფიციალური მონაცემებით, დაზიანდა ერთი ავტომობილი და რესტორნის სახურავი.

დედაქალაქის გამწვანების სამსახურში თქვეს, რომ ქარმა ბევრი ხე ფესვებიანად მოგლიჯა. ქარიშხლის შედეგების აღმოფხვრას მთელი ღამე დასჭირდა, და დილით სამუშაოები ისევ გრძელდებოდა.

რატომ არის ბაქოს პარკებში ასე ცოტა ხე, და ასე ბევრი მარმარილო

ზამთარში გათბობის ალტერნატიული მეთოდები ბაქოში

აზერბაიჯანულ სოფლებში ზაფხულის ქორწილებს და ძველისიძველ ტრადიციებს ანიჭებენ უპირატესობას

ბაქოსთვის ძლიერი ქარი – ჩვეული ამბავია. ქალაქს არაოფიციალური სახელიც კი აქვს – „ქარების ქალაქი“. სწორედ ამ სპარსული სიტყვათაშეთანხმებიდან არის წარმოშობილი სახელი „ბაქო“. ცივ და ძლიერ ჩრდილო-დასავლეთის ქარს ბაქოში „ჰაზრის“ ეძახიან.

სოციალური ქსელების მომხმარებლები ქარიშხლის შემდეგ ერთმანეთს შთაბეჭდილებებსა და თავგადასავლებს უზიარებდნენ:

„აქამდე გონს ვერ მოვსულვართ. ჩემი უმცროსი გოგონა მანქანიდან გადავიდა, და როდესაც სახლისკენ მიდიოდა, მის უკან ზუსტად რამდენიმე სანტიმეტრში შუშა ჩამოვარდა. ვერ ვიტან ქარს!“

„ფარდულის სახურავის ნაწილი ახადა, დედა და ჩემი შვილი კი მასწავლებლისგან ბრუნდებოდნენ. ჩემმა გოგონამ აიცდინა, დედამ ვერ მოასწრო და ფეხში მოხვდა, კიდევ კარგი – ოდნავ; ჩალურჯებითა და ჰემატომით გადარჩა“.

„მე, ვიდრე ტაქსიმდე მივირბენდი, კედელს მიმანარცხა. ტაქსის მძღოლი გადმოვიდა, და მანქანამდე ძლივს მიმიყვანა“.


ასევე წაიკითხეთ