აქამდე საქართველო მრავალი წლის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა აშშ-სგან თავდაცვითი შეიარაღების შეძენას. „ჯაველინი", შესაძლოა, პირველი პრეცედენტი გახდეს" />

საქართველო აშშ-სგან ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსს შეიძენს

აქამდე საქართველო მრავალი წლის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა აშშ-სგან თავდაცვითი შეიარაღების შეძენას. „ჯაველინი", შესაძლოა, პირველი პრეცედენტი გახდეს

ცნობა ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვითი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს ვებგვერდზე გაჩნდა. ამ დოკუმენტის მიხედვით, 17 ნოემბერს აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ კონგრესს შეატყობინა, რომ თავდაცვის სფერიში საქართველოსთან პოტენციური გარიგება მოწონებულია.  

შეტყობინებაში ნათქვამია, რომ საქართველომ აშშ-ის ხელისუფლებას Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსის 410 რაკეტის, 72 სამიზნე დანადგარის, ასი სასწავლო კომპლექსის და მათი 70 ჭურვის შეძენა შესთავაზა. ეს ტექნიკა ქვეყანას ჯავშნოსანი სამხედრო ტექნიკის ეფექტიანად მოგერიების საშუალებას მისცემს

ტრანსპორტირება და ტექნიკური მომსახურება, ქართული მხარის წინადადებით, აშშ-მა უნდა ითავოს. გარიგების საერთო ღირებულება 75 მილიონ დოლარს შეადგენს.

თავდაცვითი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის სააგენტოში მიაჩნიათ, რომ საქართველოსთვის Javelin-ის კომპლექსების მიყიდვა აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას გაამყარებს.

თუკი აშშ-ის კონგრესი მხარს დაუჭერს სახელმწიფო დეპარტამენტისა და თავდაცვითი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს გადაწყვეტილებას, მესამე თაობის ჯავშანსაწინააღმდეგო კომპლექსები მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და აამაღლებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას.

9 ნოემბერს TheWallStreet Journal-ისთვის ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის მთავრობა ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსების უკრაინისთვის მიწოდებაზეც თანახმაა.

„ჯაველინი (ინგლისური Javelin – „მეტალის შუბი, ხანჯალი“) – მესამე თაობის ამერიკული მოძრავი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსია, რომელიც ტანკებისა და ჯავშანტექნიკის მოსაგერიებლადაა განკუთვნილი, ასევე – დაბალ სიმაღლეზე მფრინავი, დაბალსიჩქარიანი სამიზნეებისთვის. 1996 წლიდან ეს ტექნიკა აშშ-ის არმიის შეიარაღებაშია. წარმატებით გამოიყენებოდა ერაყის ომისა და სხვა შეიარაღებული კონფლიქტის დროს.

„ჯაველინი“ მუშაობს პრინციპით „ესროლე-დაივიწყე“ – ობიექტის მიზანში ამოღების შემდეგ რაკეტა უკვე ოპერატორის გარეშე უმკლავდება მას. ამგვარად, ერთი რაკეტის გაშვებისთანავე შესაძლებელია სასროლი პოზიციის შეცვლა.

საქართველო მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდა აშშ-სგან და ნატოსგან თავდაცვითი შეიარაღების მოპოვებას. „ჯაველინის“ თაობაზე გარიგება პირველი ამგვარი კონტრაქტი იქნება.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ